სოციალურ ქსელებში „იუთუბსა“ და „ფეისბუქზე“ ბოლო დღეებში ახალი ვიდეო აიტვირთა. ამ ვიდეოში გალაკტიონის ცნობილ ლექსზე სიმღერას არა ზუმბა ან ქართული ესტრადის წარმომადგენლები, არამედ მომღერალთა გუნდი ასრულებს.
ამ სიმღერისთვის მუსიკა კომპოზიტორმა გოგი ჩლაიძემ დაწერა. ეს აფხაზეთის ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში მოხდა და სიმღერის მუსიკა საგანგებოდ დაიწერა სოხუმის თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლისთვის - „ზღვა, რომელიც შორია“. სწორედ ამ შესანიშნავ სპექტაკლში გამოიყენეს ეს სიმღერა პირველად.
როცა წლები გავიდა და „პატრინოტის“ კონკურსი გამოცხადდა, განაცხადთა შორის ზუმბას „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“ მოხვდა. ცნობილია, რომ „პატრინოტი“ კომპოზიტორთა კონკურსია, ასე რომ, განაცხადში მუსიკის ავტორად ზაზა კორინთელი იყო მითითებული. კონკურსში ამ სიმღერის გამარჯვების შემდეგ, „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, მუსიკოსთა წრეში მცირე სკანდალი მოხდა, რომელიც არ გახმაურებულა. ზუმბა პლაგიატში დაადანაშაულეს და გოგი ჩლაიძის მუსიკის მითვისებაში დასდეს ბრალი. წყარო ამბობს, რომ სკანდალი მხოლოდ იმიტომ არ გახმაურდა, რადგან ზუმბა გოგი ჩლაიძის შვილის მეგობარია. ანუ, ამ ამბისგან სკანდალის შექმნა მაშინ თვითონ გოგი ჩლაიძემ არ ისურვა.
მაგრამ, როგორც იტყვიან, შუბი ხალთაში არ დაიმალა და ამ თემაზე საუბარი ბოლო დღეებში ისევ დაიწყო.. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებში ნათლად ჩანს, რომ როგორც მოყვარულების, ასევე პროფესიონალი მუსიკოსების მოსაზრება პლაგიატის ბრალდებასთან დაკავშირებით ორ ნაწილად იყოფა.
მათ ნაწილს არ გასჭირვებია გოგი ჩლაიძის მიერ დაწერილ მუსიკასა და ზუმბას მიერ შესრულებულ სიმღერას შორის ბევრი მსგავსების ნახვა. მელოდიური ხაზი, ტონალობა, პაუზები, გადასვლა ეს ისაა, რაშიც მსგავსება აშკარად ჩანს. მათი შემჩნევისთვის მუსიკალური განათლება სულაც არ არის აუცილებელი. მაგრამ არის ორი რამ, რაც ამ ორ შესრულებას ერთმანეთისგან განასხვავებს - რიტმი და მისამღერი. თუმცა, თავისთავად ცხადია, პლაგიატის ისტორიაში ჯერაც არ ყოფილა ყველაფრის სიტყვასიტყვით ან ნოტების ზუსტი კოპირებით „გადამღერების“ შემთხვევა - ყველა რაღაც დეტალს ცვლის.
ამ მითქმა-მოთქმაშთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ მომღერალ ზაზა კორინთელს დაუკავშირდა:
- ბოლო დროს გავრცელებული ამ ხმების შესახებ მეც შევიტყვე, თუმცა, პრეტენზია პირადად არავის უთქვამს.
- თვითონ თუ ხედავთ ამ ხმების გავრცელების საფუძველს?
- ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. თუ მოგისმენიათ ჩემი და ის სიმღერა, რომლის მუსიკის მითვისებაშიც მადანაშაულებენ, აბსოლუტურად სხვადასხვაა.
- მანამდე თუ გქონდათ მოსმენილი გოგი ჩლაიძის მიერ დაწერილ მუსიკაზე შესრულებული იგივე სიმღერა?
- ეს სიმღერა რომ არსებობდა, არ ნიშნავს იმას, რომ მაგ ტექსტზე სხვა მუსიკის დაწერა არ შეიძლებოდა. გალაკტიონის ლექსზე სიმღერის დაწერა არავის ექსკლუზივი არ არის.
რასაკვირველია, „პრესა.ჯი“ -ს არც იმის კომპეტენცია გააჩნია და არც იმის სურვილი, რომ ზუმბა პლაგიატში დაადანაშაულოს, ან ამ კუთხით მისი უდანაშაულობა ამტკიცოს. ფაქტია, რომ მის მიერ შესრულებული „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ მთელმა საქართველომ შეიყვარა და გაითავისა, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ზუმბას სიმღერის მიხედვით გადაღებულ კლიპზე, რომელშიც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მონაწილეობენ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უახლოეს დღეებში სოციალურ ქსელზე კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდება, სადაც გოგი ჩლაიძის მუსიკაზე ამ სიმღერას სოხუმის თეატრის მსახიობი, ნუგზარ ყურაშვილი ასრულებს. სოციალურ ქსელებზე გოგი ჩლაიძის მხარდასაჭერად მოქმედი ჯგუფის წევრების განცხადებით, იმ შესრულებასა და ზუმბას ნამღერს შორის მსგავსება უფრო თვალსაჩინო იქნება.
სტატიას თან ერთვის გოგი ჩლაიძის მუსიკის მიხედვით გალაკტიონის ამ ლექსზე დაწერილი მუსიკის კლიპიც, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელ „იუთუბზე“. მსგავსების ან განსხვავების პოვნა მკითხველისთის მიგვინდია. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ „პრესა.ჯი“ თემას უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2905მოუსმინეთ
"ვინც რა უნდა თქვას, აკეთე საქმე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევ. იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ."
"იქნება მართლაც კარგი რამ იყოს ის ოქროს ხანა, სულ ზღაპარ–ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი..."