ეხლა რა ხდება: ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში პუტინი და მისი "ფი არ" მენეგერები სულ უფრო ხშირად მიმართავენ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს.... ამ კადრების ნახვის შემდეგ რაღა დაგიმალოთ და მიშა გამახსენდა.....))))) მაგრამ, სხვა დეტალზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, კეღძოდ კი იმ 2 პიროვნებაზე ვინც ასე გამალებით უხსნის ასორტიმენტის და ფასების თავისებურებებს.... დასაწყისში ულვაშებიანი ტიპი რძის პროდუქტებთან არის ბატონი იაკობაშვილი კომპანია "ვიმ-ბილ-დანი"-ს ერთერთი დამფუძნებელი "ბრენდი J-7" და უამრავი რძის პროდუქტების პოზიცია....რუსეთში ეს კომპანია უმსხვილესია რძის პროდუქტების წარმოებაში დაახლოებით 25%-ნი ბაზრის წილით და სულ რაღაც 1 წლის წინ ქართული კომპანია სოფლის ნობათი შეიძინეს.... ხოლო სიუჟეტის მეორე ნაწილში, ფანტომასის მსგავსი პერსონა გახლავთ ბატონი კობალაძე, სსრკ-ს საგარეო დაზვერვის გადამდგარი გენერალი, დღესდღეობით სავაჭრო ქსელ "პერეკრიოსტაკის" გენერალური დირექტორი (ეს კომპანია აერთიანებს 1500-მდე სავაჭრო ობიექტს მთელს რუსეთში) რუსეთში ამ კადრებმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია და აღნიშნავდნენ რომ კობალაძე ეკაიფებოდაო პუტინსო და სარკაზმით პასუხობდაო....
ხოდა იმის თქმა მინდოდა, რომ ვალოდია კარგავს რუსეთში ბერკეტებს და თუნდაც ობამას მიერ, პუტინის მიმართ გაჟღერებული კრიტიკა, რომ ერთი ფეხით დემოკრატიაში დგასო და მეორეთი წარსულშიო, ასევე ამ პოზიციების დაკარგვის დასტურია....
ასე, რომ ვიმედოვნოდ მედვედევის კარიერაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს უკვე ობამა და არა პუტინი, ისევე როგორც თავის დროზე გორბაჩოვის კარიერაში ითამაშეს ტეჩერმა და რეიგანმა და მოიყვანენ აზრზე... უმუშევრად დარჩენილი ვალოდია კი დავპატიჟოთ უკვე სუპერმარკეტ პოპულის ახალი მაღაზიის გახსნაზე და დავასაქმოდ იქ კონსულტანტად ქიმიის განყოფილებაში...
აბა ვნახოთ პუტინი ქართულ გარემოცვაში....
http://www.youtube.com/watch?v=EtSRdqszT5Q This post has been edited by idinamore on 5 Jul 2009, 02:36