ყველას აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით:
მოკლედ მაქვს ასეთი სიტუაცია:
მომწონს გოგო ვიზუალურადაც და ხასიათითაც, გავიცანი 1 კვირაზე ნაკლები ხანია. და აღმოჩნდა რომ ორსულია(ჯერ მუცელი არ ეტყობა) და მამა უპასუხისმგებლობის გამო მიატოვა ამ გოგომ. ყავს ბიჭი რომელიც კარგად უგებს (შეყვარებული), მე მაგრად მოვეწონე და უნდა რომ შეყვარებულს დაშორდეს და მე შემხვდეს, მეც მინდა ეს, კარგი გოგოა და ჩემს იდეალებს უკაკუნებს ბევრ ასპექტში.
შეიძლება არ ვფიქრობდე მასთან დიდ ხანს ყოფნაზე მაგრამ თუ ის ჩემთან იქნება ეგრეც შეიძლება განვითარდეს სიტუაცია (ერთად ცხოვრება და ა.შ.)
თვითონ გოგო რამდენადაც ვხედავ უზრუნველყოფილია, ანუ "სპონსორს" არ ეძებს, უბრალოდ კაი ტიპი ვარ და რასაკვირველია დავევასებოდი

(ამპარტავნებაზე არ გამიტრაკოთ

)
მოკლედ ეგ გოგო ძალიან ბევრს მაფიქრებს, მაგდენი უკვე დიდი ხანია არ მიფიქრია ერთ გოგოზე

(ეხლა არ დაიწყოთ საიდან გაიგე ორსულად რო ვარო და ეგეთები

მემგონი ფორუმელი არაა ეგ გოგო

(შუტკა) )
ანუ მე იმ გაგების არ ვარ რო აი რასქვია სხვასთან ქონდა სექსი და ნწნწნწნწ უპატრონოა და ა.შ.
ჩემთვის ძალიან კარგი გოგოა და ძალიან კარგად ვუყურებ

ასევე არის ერთი ორი სხვა გოგოც რომელიც ასე თუ ისე ჩემს იდეალებს უკაკუნებს, ჩემნაირი გიჟები ვერ არიან მაგრამ "კარქები" არიან ისინიც

უბრალოდ არ ვიცი, ეს 1-2 გოგოც იმ პონტში ვახსენე რომ ჩაციკლული არ ვარ იმ გოგოზე, უბრალოდ ძალიან მომწონს.
ჯერ თქვენი აზრები დაწერეთ და მერე კიდევ განვავრცობ თემას, და გრძნობებსაც კიდევ გამოვუშვებ სიტყვებით თუ წავიდა მაგაზე საქმე

)
პ.ს. ჯამში ვისაც მაინც და მაინც კითხვაზე უნდა რომ მიპასუხოს, კითხვა ასეთია:
რა ვქნა?
This post has been edited by stalker_ on 22 Apr 2012, 11:16