რა კარგია როცა ასეთ ქვეყანაში ცხოვრობ და გარს ასეთი ხალხი გახვევია, განსაკუთრებით მიუკერძოებელი ( თუმცა შინაგანად მონა) ჟურნალისტები
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=8549ანა გიორგაძე. ”ყველა სიახლე”]
გასულ კვირას სატელევიზიო გადაცემა ”პოზიციაში” სტუმრად მყოფმა ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს განუცხადა, სირცხვილია, ცნობილ საიტ ”ფეისბუქზე” ვანო მერაბიშვილის ფანკლუბი რომ არის გახსნილიო. ეს რიგით ტელემაყურებელს, სავარაუდოდ, ხუმრობა ეგონებოდა, თუმცა ქვეყნის ”ხერხემლად” შერაცხილ შინაგან საქმეთა მინისტრს თურმე მართლა ბევრი ფანი ჰყოლია.
პროფესიით მარკშეიდერის, მოწოდებით კი პირველი პოლიციელის საქმიანობას თაყვანისმცემლები მაღალ შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ ქართული სახელმწიფო სწორედ მის მხრებზე დგას. ჩვენთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის იყო, რომ მერაბიშვილის თაყვანისმცემელთა შორის ბევრი ჟურნალისტიც აღმოვაჩინეთ, მათ შორის გადაცემა ”პოზიციის” წამყვანი და ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე.
ფანებს შორისაა ამავე გადაცემის თანამშრომელი რუსუდან ვაშაკიძეც. თავისი სიმპათია სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ არასდროს დაუმალავს ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს, თუმცა ამ ფანკლუბში მისი ყოფნა მაინც მოულოდნელია.
ბოლო ხანს, ქართულ ნაციონალურ არხებზე ხშირად ჩნდება რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას აფასებს ხოლმე. ბატონი პანფილოვიც ასევე ქართველი მინისტრის ფანკლუბის წევრია.
”პირველი არხის” გადაცემა ”აქცენტების” წამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც ყოველთვის ცდილობს, მაყურებელი თავის ობიექტურობაში დაარწმუნოს, ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემელი ყოფილა. ალბათ, არავის გაუკვირდება ფანებს შორის ”თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის ლევან რამიშვილისა და ”კმარას” აქტივისტის, თეა თუთბერიძის ხილვა.
ვანო მერაბიშვილს, წესით, საამაყოდ უნდა ჰქონდეს, რომ მისი თაყვანისმცემლები არიან კავკასიის უახლესი ისტორიის ორი ლეგენდარული ადამიანის, ორი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის შვილები: გიორგი გამსახურდია და დეგი დუდაევი.
განსაკუთრებული სიმპათია ჰქონიათ ვანო მერაბიშვილის მიმართ გერმანიაში საქართველოს ელჩს, ლევან დუჩიძესა და ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი არველაძეს. ფანკლუბშია გაწევრებული აგრეთვე გაზეთ ”24 საათის” მიმომხილველი ნოდარ ლადარიაც. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს თურმე ”ეპაკლონიკება” საქართველოში ყველაზე ცნობილი სახედარი სანდრო, უკაცრავად, ამ სახედრის გამხმოვანებელი გადაცემაში ”საღამოს შოუ სანდროსთან ერთად” - გიგა ნასარიძე.
ბოლშევიკური კარდუსტანის კარლიტოების სისუსტე - See, the problem is that God gives men a brain and a penis, and only enough blood to run one at a time
[[SIZE=7]B]მე ვამაყობ,რომ გიგა ნასარიძე არა ვარ [/B][/SIZE]