#14577698 · 6 Jul 2009, 11:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პატრიოტიზმი იცით რა არის?! როცა შენი ქვეყანა თუნდაც ყელამდე ჭაობშია, დამნაშავეა, დამარცხებული და ფეხქვეშ გათელილია, მატყუარა და საძაგელია, მაგრამ შენ მაინც მის მხარეზე ხარ, შენ მაინც მისთვის იბრძვი, შენ მაინც ის ხარ რაც იყავი მანამდე სანამ ეს მოხდებოდა და გაქვს შენი ქვეყნის მომავლის იმედი და ქმნი კიდეც იმ საერთო გზას, რომელიც მიზნამდე მიგიყვანს შენ და შენს ერს!
ააქვს ცუდი რამ შენს ერს, შენს სახელმწიფოს, შენს ხალხს, შენს ხელისუფლებას?! ეს ყველაფერი ოჯახივითაა, უბრალოდ უფრო დიდი მასშტაბების. როცა ოჯახში რაიმე ცუდი ხდება საჯაროდ და თქვენს მტრებთან გადიხართ და გაჰკივით ამას თუ ჩუმად დასხდებით ყველანი მაგიდასთან და საუბრობთ პრობლლემის გადაჭრის გზებზე?! არ ვიცი ვინ როგორ მოიქცევა მაგრამ ჩემთვის პატრიოტიზმი მრუში ქალივით კივილი და ღალატი კი არ გახლავთ, არამედ სურვილებისა და მიზნების ქონა, რომელიც ჩემი ქვეყნის მიზნებსა და სურვილებთან იქნება შეთანხმებული და ფეხებშეწყობილი!
იქნება ომი?! არ მეშინია! რატომ?! ჩემს უკან ჩემი ქვეყანაა, ჩვენი ქვეყანაა, დედაა, რომელსაც სამშობლო ეწოდება, ამ დროს კი აღარ არსებობს ოპოზიცია, ხელისუფლება, ნეიტრალიტეტი, პაციფიზმი.. ამ დროს არსებობს მიზანი, რომელსაც ყველანი უნდა ვემსახუროთ!
და ბოლოს: დღეს საქართველო საომარ მდგომარეობაშია! დღეს საქართველოს პატრიოტიზმი სჭირდება!
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|