#14580430 · 6 Jul 2009, 14:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიიღებს თუმცა მზად არის მონაწილეობა მიიღოს გაზსადენის შევსებაში, ხელსაყრელ კომერციულ ფასად.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქს-აზერბაიჯანი".
"თუ "ნაბუკოს"გაზსადენი აშენდება და ჩვენ ხელსაყრელ კომერციულ პირობებს შემოგვთავაზებენ, რა თქმა უნდა აზერბაიჯანი ამ წინადადებას მიიღებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ პროექტის ინიცირებასა და დაფინანსებას არ აპირებს," - აღნიშნა ალიევმა.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდნეტმა აღნიშნა, აზერბაიჯანს უკვე გააჩნია გაზის ინფრასტურიქტურის საკუთარი სისტემა და ახალი გაზსადენის დაფინანსების აუცილებლობა არ არსებობს.
"ნაბუკოს" გაზსადენის მთავრობათშორისი ხელშეკრულება ანკარაში 13 ივლისს გაფორმდება, რომელსაც ხელს პროექტის 12 მონაწილე ქვეყანა მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ "ნაბუკოს" გაზსადენის მეშვეობით კასპიის რეგიონიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მილსადენი საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთის და ავსტრიის ტერიტორიაზე გაივლის. "ნაბუკოს" გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაგრძელება იქნება.
"ნაბუკოს" პროექტის ღირებულება 7,9 მლრდ. ევროს შეადგენს
წყარო GBC
|