#14606908 · 8 Jul 2009, 10:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, რამდენიმე თვეა მაწუხებს შეგრძნება თითქოს რაღაც მაქვს ყელში მიწეპებული მარცხენა მხარეს. ვიყავი ექიმთან მითხრა ქრონიკული ტონზილიტი და ქრონიკული ფარინგიტი გაქვსო, საბოლოოდ ალბათ ჯობია გლანდები ამოიჭრაო, მაგრამ გამომიწერა ანტიბიოტიკები მხოლოდ (აღარ ვიტყვი იმას რომ სოკოს საწინააღმდეგო წამლის გამოწერა დაავიწყდა ანტიბიოტიკთან ერთად და სოკო დამემართა). ანტიბიოტიკების შემდეგ დროებით მომეხსნა ყელში მიწეპებული უცხო სხეულის შეგრძნება (ჩირქს ვიფურთხებოდი ერთი დღე). მაგრამ 2-3 კვირაში ხელახლა დამეწყო იგივე სიმპტომები. სხვა ექიმს როცა მივაკითხე ისეთი არაფერი არ გჭირსო,რაღაც სისიხლის ანალიზი ამიღო და გლანდები არ გაქ ამოსაჭრელიო მითხრა. მაგრამ ფაქტია რომ ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის ეს ყელი. ხომ ვერ მიმასწავლის კარგ ოტოლარინგოლოგს-რომელიც კვალიფიციურად გამსინჯავს და მეტყვის დანამდვილებით-რა მოვუხერხო ამ ყელს, მართლა ოპერაცია გავიკეთო? მაგრამ მე რომ გლანდები არ მაწუხებს? თვითონ ყელის შუა ნაწილში მაქ ეს შეგრძნებები მარცხენა მხარეს და მანდ ხო გლანდები არაა. მირჩიეთ ვის მივაკითხო მადლობა წინასწარ
|