ინფო შეგიძლიათ იხილოთ აქ -
http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara...inis_sudara.htm

სუდარაზე მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის გადასვლის შესახებ არსებობოს რამდენიმე ჰიპოტეზა:
I მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა ეგონათ პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო. გაჩნდა მოსაზრება თითქოს ლეონარდო და ვინჩის მიერ იყო სუდარა მოხატული მაგრამ გამოკვლელებმა ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება. რაც აღიარა თვით საბჭოთა ათეისტურმა ჟურნალმა 1984 წელს (№ 9).
II ვერსიით ქრისტეს სხეული განბანეს თხის რძით და რძემ სუდარაზე დატოვა სხეულის უხილავი ანაბეჭდი, რომელიც ხანძრის დროს გამომჟღავნდა.
III წინა სასიკვდილო აგონიის დროს სხეული დიდი რაოდენობით გამოყოფს ამიაკურ ორთქლს, ამასთანავე სუდარაზე არსებული ნელსაცხებლები შეიცავდნენ ალოეტინს, რამაც ხელი შეუწყო მაცხოვრის გამოსახულების აღბეჭვდას.
IV ვერსიას მეცნიერები უწოდებენ „ცეცხლოვან სხეულს“. 1978 წ გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ სისხლის ლაქები გაჩნდა სუდარაზე უფრო ადრე ვიდრე სხეული გამოისახებოდა. სხეული ისეა გამქრალი, რომ სისხლის წვეთების ფორმა შეცვლილი არ არის. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის წვეთები კონტაქტში იმყოფებოდნენ სხეულთანაც და სუდარასთანაც. რეალური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ გამოსახულება გაჩნდა სასწაულის შედეგად. კონკრეტულად უფლის აღდგომისას. მეცნიერთა აზრით აღდგომა მოხდა ცეცხლოვანი სხეულით, ღვთაებრივი ძალით და ენერგიით და ამ სხეულმა დატოვა ხელთუქმნელი გამოსახულება სუდარაზე. ცეცხლის შეხებამ გამოიწვია ქიმიური ცვლილებები მის ბოჭკოებში და გამოიწვია მათი გამუქება, მაგრამ ეს ცეცხლი არ განივრცო ფიზიკის კანონის თანახმად. მეცნიერები ამ ცეცხლს უკავშირებენ მაცხოვრის საფლავზე გარდამომავალ „ზეციურ ცეცხლს“. არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ზეციური ცეცხლი თავდაპირველად იწვევს მხოლოდ ფიტილის წვას და არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს. გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებს უხდებათ შეისწავლონ ისეთი მოვლენები, რომელთა გამეორებაც არ შეუძლიათ თავიანთ ლაბორატორიებში.
„სუდარაზე აღბეჭდილია გეთსიმანიის ტანჯვაც, გვემაც, ჯვარცმაც და მიუხედავად ამისა, მიცვალებული მაცხოვრის სახე ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიდიადეს და ღვთაებრივი ბუნება ვლინდება ჯვარცმულ ადამიანურ სხეულში.“ (ლოტი. „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს პორტრეტი“ გვ. 39).