გარდაცვლილს წესს რომ უგებენ...
ამბობენ თვითმკვლელზე (გამონაკლისის გარდა) წესის აგება არ შეიძლებაო
მაგრამ ზოგიერთი ადამიანი თავის სიცოცხლეში არ ცხოვრობდა ქრისტიანულად, აღიარებდა სიტყვით ღმერთს თუმცა საქმეებით....
მოკლედ, ფორმალურად მონათლული, თუკი გარდაიცვლება ის არ იბარებს რომ მასზე ილოცონ და წესი აუგონ...უმეტეს შემთხვევაში ოჯახის წევრების და ნათესავების სურვილია ფორმალურად მონათლულ გარდაცვლილებს წესი მღვდელმა აუგოს...
რამდენად მართებულია არაქრისტიანულად მცხოვრებ გარდაცვლილს რომ წესს უგებენ თავისივე ნების საწინააღმდეგოდ?
და მთავარი კითხვა: რა არის ძირითადი მიზანი გარდაცვლილს რომ წესს უგებენ? ეს ტრადიციაა უბრალოდ თუ მისი სულის ცხონება/არ ცხონებასთან არის მართლაც დაკავშირებული?