#14625934 · 9 Jul 2009, 15:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაახლოებით1900 წელია რაც კაცობრიობას ანტექრისტეს ფენომენზე ესმის, თუ აღარ ჩავთვლით უამრავ კვლევას რომელიც ამ საკითხს ეხება. ანტიქრისტე როგორც ამას წმინდა წერილი გვამცნობს მასში სრულიად ურთიერთგამომრიცხავ განმართებებს ვხვდებით. კეთილშობილი სული ჭეშმარიტებისაი და ნუგეშისმცემელი რომელზეც იესო გვეუბნება ახალ აღთქმაში (იოანე 16/7) თუ მხეცი რომელზედაც იგივე ავტორი იოანე ღვთისმეტყველი გვამცნობს როგორც მსოფლიოს ბატონ-პატრონი, მბრძანებელი და სრულებით უარყოფითი პიროვნება?
ასევე წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ ანტექრისტე, (რომელიც სატანას კი არ ნიშნავს არამედ ქრისტეს წინამორბედს, ანუ სანამ მეორედ მოსვლა მოხდებოდეს მანამდე გამოგზავნილ ნუგეშისმცემელს) ომებს შეაჩერებს, მის მეფედ კურთხევის დროს ცაში მშვენიერ და მომხიბვლელ ცეცხლს გაუშვებს, ყველას ეყვარება და კაცობრიობას დააპურებს. ესეც წერია ანტექრისტეს თაობაზე წმინდა წერილში.
ეს თემა საკმაოდ სიღრმისეულად განიხილა მკვლევარმა გივი ალაზნისპირელმა და ამ თემის გაგრზელებაც აღგვითქვა, თუმცა მთელი რიგი საგარეო და საშინაო წინააღმდეგობის გამო მისი გაზეთი დროებით აღარ გამოიცემა.
ვთხოვთ ამ უდიდეს პიროვნებას და მკვლევარს ამ პოსტის ნახვის შემთხვევაში თავისი აზრი შეგვაშველოს და ჭეშმარიტება გვითხრას. ანტე-ქრისტე(ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედი თუ ანტი-ქრისტე(ქრისტეს მგმობელი და მოწინააღმდეგე მბრძანებელი კაცი მხეცი)
|