http://www.buzzerbeater.org/ვრეგისტრირდებით ყველა
"BB" წარმოადგენს კალათბურთის ონლაინ მენეჯერს , რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ გუნდის მფლობელი და ითამაშოთ სხვა რეალურ ადამიანებთან ერთად . BB-ს მთელს მსოფლიოში თამაშობენ და ის უკვე მესამე სეზონია რაც არსებობს .
უკვე მოასწრო ჩამოყალიბება ქართულმა ლიგამაც რაც გვაძლევს საშვალებას ჩვენ , ფორუმელებს და არა მარტო ჩვენ ვითამაშოთ ერთმანეთში .
ყოველი სეზონის მიმდინარეობისას , პარალელურად იმართება თასის გათამაშება და
ჩემპიონთა თასი,რომელიც ახალი ტურნირია ამ თამაშში სადაც მონაწილეობას თითო ქვეყნიდან ღებულობს ჩემპიონი და თასის გამარჯვებული . შესაბამისად პარალელურად მიმდინარეობს სამი გათამაშება : თასი,ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა . შიდა ჩემპიონატში ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები 2 - 2 ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და თითოჯერ მეორე ჯგუფში მყოფ გუნდებს . შემდეგ ეტაპზე ანუ ანუ Play Off -ში გადიან გუნდები რომლებიც თავის ჯგუფებში 1-4 ადგილებს დაიკავებენ . შესაბამისი მეთოდით გასული გუნდები შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან , პირველ ადგილზე გასული მეოთხე ადგილზე გასულს შეხვდება , მესამე ადგილზე გასული გუნდი კი მეორე ადგილზე გასულ გუნდს . ამგვარი მეთოდით ისინი გაარკვევენ მათი ჯგუფის გამრჯვებულის ვინაობას რომელიც გავა ფინალში სადაც , იგივე მეთოდით გასულ მეორე ჯგუფის წარმომადგენელ გუნდს შეხვდება . სულ არსებობს ორი ჯგუფი , Big Eight და Great Eight . გუნდები თანაბრად არიან გადანაწილებული და ჯერ-ჯერობით პირველ სეზონს ატარებენ . ასევე ამ ტურნირების მსვლელობისას და შესვენებებისას შესაძლებელია ამხანაგური მატჩების დანიშნვაც .
თვითონ თამაშის წესები რა თქმა უნდა იგივეა რაც რეალურ კალათბურთში ...
ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ამჟამად თავკაცობს პატივცემული Rozer, ხოლო იუნიორების ნაკრებს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი იუზერი ბატონი ALImOe
დამწყებთათვისპირველი აუცილებელი ნაბიჯი რამდენიმე მოთამაშის გაგდება ან გაყიდვაა — საკმარისია 10-12 კაცის დატოვება. იმის გადაწყვეტაში, თუ რომელი მოთამაშეების დატოვება სჯობს, თქვენ პროგრამა Assist! დაგეხმარებათ (ჩვენ საიტზე არის ამ პროგრამისადმი მიძღვნილი მენიუ). მოთამაშეთა შერჩევისას თქვენ ასევე შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მათი ხელფასითა და DMI-თ.
ოდნავ მეტი ფულის მისაღებად დასაშვებია ბილეთებზე ფასების გაზრდა. ეს უნდა გააკეთოთ ეტაპობრივად — ყოველ თვეში ერთხელ. ფასების მკვეთრი ზრდისას თქვენ ფანატების ნაწილის დაკარგვის საფრთხე დაგემუქრებათ! თუ ბილეთების ფასი მაქსიმალური გახდა, ხოლო სარბიელი მაინც ივსება, დროა მის გაზრდაზე დაიწყოთ ფიქრი.
რაც შეეხება სპეციალისტებს, არ ღირს ექიმის დაქირავება, მოიყვანეთ გუნდში 3-5 დონის PR-მენეჯერი და მეხუთე, ან უკეთესი დონის მწრთნელი, თქვენი ფინანსური მდგომარეობისდა მიხედვით.
სკაუტებზე სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში ოპტიმალური იქნება კვირაში $5000-ის დახარჯვა, შემდგომში კი სატურნირო მდომარეობისდა მიხედვით ხარჯების რაოდენობის ცვლილება. თუ პირველ ან მეორე ადგილზე იმყოფებით, მიზანშეწონილია ხარჯების შემცირება, 3-5 ადგილების შემთვევაში გაზარდეთ ხარჯები $10000-მდე, ხოლო თუ ცხრილის ფსკერზე იმყოფებით, სკაუტების ხარჯები შეგიძლიათ $20000-მდეც აწიოთ.დაწვრილებით
ვარჯიშიცნობილია, რომ მოთამაშეებისთვის აუცილებელია კვირის განმავლობაში 48 სათამაშო წუთი მაინც, რათა მათ 100%-იანი ვარჯიში მიიღონ. ამავდორულად თუ კალათბურთელი კვირის განმავლობაში 96 წუთზე მეტს გაატარებს პარკეტზე, შეილება მკვეთრად დაეცეს მისი ფორმა! მოთამაშეები მიერ კვირის განმავლობაში მოედანზე გატარებული წუთების სანახავად უნდა შეხვიდეთ მენიუ მოთამაშეების (players) ქვეპუნქტ კვირის სტატისტიკებში (weekly stats).არსებობს ვარჯიშთა ის ტიპებიც, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი მოთამაშეთა მიერ მოედანზე გატარებულ წუთებზე. ესენი არიან:
Form - ფორმის ვარჯიში
Free Throw - საჯარიმო ტყორცნების ვარჯიში
Stamina - გამძლეობის ვარჯიში
ვარჯიშების დანარჩენი ტიპებიShoot Blocking - დაფარებები
Inside Defence - შიდა დაცვა (3-წამიან ზონაში)
Rebounding - მოხსნები
Inside Scoring - სროლები ახლო მანძილიდან
Jump Shoot - სროლები ნახტომში
Passing - პასები
One to on - მოტყუება “ერთი ერთზე”
Ball Handling - დრიბლინგი
Outside Shooting - შორეული ტყორცნები
Pressure - დრიბლინგი
Shoot Blocking: C -> PF ->SF
Shot Blocking, Inside Def, Rebounding
Inside Defence: C -> PF ->SF
Inside Def, Shot Blocking, Inside Shot
Rebounding: C + PF ან მთლიანი გუნდი
Rebounding, Inside Shot, Inside Def
Inside Scoring: C -> PF ->SF
Inside Shot, Inside Def, Jump Shot
Jump Shoot: მცველები (Guards) ან ფორვარდები (Forwards) ან მთლიანი გუნდი
Jump Shot, Jump Range, Driving
Passing: PG -> SG ან Team
Passing, Handling, Driving
One to on: ერთი მცველი (Guard) ან ფორვარდი (Forward) ან მთლიანი გუნდი
Driving, Handling, Inside Shot, Jump Shot
Ball Handling: PG -> SG -> SF
Handling, Driving, Outside Def, Passing
Outside Shooting: SG -> PG ან მთლიანი გუნდი
Jump Shot, Jump Range, Driving
Pressure: PG -> SG -> SF
Outside Def, Inside Def, Handling
განმარტება
ვარჯიში: პოზიცია “ა” -> პოზიცია “ბ”
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ავარჯიშოთ ან მხოლოდ “ა” პოზიცია, ანაც “ა” და “ბ” პოზიციები ერთად. თუმცა წვრთნის ეფექტიანობა უკანასკნელ შემთხვევაში ნაკლები იქნება.
პოზიცია “ა” + პოზიცია “ბ”
ორივე პოზიცია ერთნაირი ეფექტით იწვრთნება
პოზიცია “ა” ან პოზიცია “ბ”
თქვენ არ შეგიძლიათ ეს ორი პოზიცია ერთდროულად ავარჯიშოთ
გარდა ამისა, ცნობილია ერთი მეტად სასრგებლო ინფორმაციის შესახებაც: მოთამაშის სიმაღლე დადებით როლს თამაშობს მოხსნების და ახლო მანძილიდან სროლების წვრთნისას, ამადროულად ეს გავლენა ნეგატიურია დრიბლინგის ვარჯიშის შემთხვევაში. კალათბურთელის მცირე ასაკი ასევე დადებით როლს თამაშობს წვრთნის პროცესზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მწვრთნელის დონესაც.
დრაფტი
სულ დრაფტზე გამოიფინება 48 მოთამაშე, რომელთაც ექნებათ ორ-ორი პარამეტრი. ესენია საერთო დონე და პოტენციალი. სულ გამოდის 96 პარამეტრი, რომლებიც თავიდან დამალულია!
საიმისოდ, რომ შენ ეს პარამეტრები გაიხსნას, საჭიროა სკაუტისთვის ფულის გადახდა. $5000 გიხსნით 1 პარამეტრს, $10 000 — ორ პარამეტრს, $20 000 — სამ პარამეტრს, ხოლო $40 000 — ოთხ პარამეტრს. ამ პარამეტრების გახსნა ხდება სეზონის ბოლოს, როდესაც “მოთამაშეების” მენიუს პუნქტი “დრაფტის შედეგები” შეიცვლება “დრაფტის თანმიმდევრობით”. ეს მოხდება პლეი-ოფების დასრულების შემდეგ.
ახლა ყველაფერს აგიღწერთ რეალური მაგალითით. ერთი კონკრეტული გუნდი პირველი 7 კვირის განმავლობაში სკაუტებში იხდიდა 10 000 დოლარს, რითაც მან სისტემისგან იყიდა14 პარამეტრის გახსნა, მე-8-დან მე-15 კვირებში გუნდმა სკაუტის ხარჯებს მოუმატა და $20 000 გახადა; სხვანაირად რომ ვთქვათ, მან სისტემას დამატებითი 24 პარამეტრის გახსნა შეუკვეთა. სეზონის განმავლობაში საერთო ჯამმა 38 პარამეტრი შეადგინა. გარდა ამისა, პარამეტრების გარკვეულ რაოდენობას სისტემა მუქთად იძლევა, რისი ზუსტი რაოდენობა ამჟამად დაუზუსტებელია. მივიჩნიოთ, რომ საერთო ჯამში ამ გუნდს 45-დან 48 პარამეტრამდე გაეხსნება.
ახლა როგორ ფუნქციონირებს ეს პარამეტრების გახსნა: წარმოიდგინეთ სვეტი, რომელშიც განლაგებულია დრაფტზე გამოყვანილი 48 მოთამაშე (სახელ-გვარები არ არის მითითებული). სისტემა შემთხვევითობის პრონციპით იწყებს მოთამაშეების არჩევას და მათი პირველი პარამეტრის, ანუ ზოგადი დონის გახსნას. აქ იგულისხმება სკაუტების მიერ მათ შესახებ შეგროვებული პირველადი ინფორმაცია — მონაცემები ახალბედას მიერ ჩატარებული ერთი თამაშის შესახებ. სკაუტი მოგახსენებთ თქვენ იმ პოზიციის შესახებ, რომელზეც კალათბურთელმა ითამაშა, გაგაცნობთ თამაშის სტატისტიკას და მოახდენს მოთამაშის საერთო ოსტატობის დონის შეფასებას 5-ბალიან სკალაში. აქ გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა გუნდის სკაუტები ერთიდაიგივე მოთამაშის სხვადასხვა თამაშებს ესწრებიან! ანუ, აზრი არა აქვს გუნდების მიერ მონაცემების ერთმანეთში შეჯერებას. ახალბედის მეორედ დაზვერვის შემთხვევაში ხდება ახალბედას დაპატიჟება გუნდის ვარჯიშზე, სადაც სკაუტების შტაბი ადგენს მოთამაშის პოტენციალს ასევე ხუთბალიან სისტემაში, ხოლო მოთამაშის უნარების დონეს უფრო დაწვრილებით გაგანდობთ.
გახსნების საერთო რაოდენობაზე უკვე მოგახსენეთ — საერთო ჯამში ეს არის აღწერილი გუნდის შემთხვევაში დაახლოებით 45-48 გახსნა იქნება.
პლეი-ოფების დასრულების შემდეგ ბაზერბითერის მოთამაშეების მენიუში ჩნდება პუნქტი “დრაფტის თანმიმდევრობა”, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება:
მოთამაშე საერთო დონე პოტენციალი
1. გიორგი თევზაძე* ***** ***
2. დავით არეშიძე* ***
3. ლევან ნაკაშიძე*
4. ლაშა აფციაური* **** ****
5. დიმიტრი ერაძე* *****
6. ხრაჩ იშტოიანი* *
* — გვარები მითითებულია საილუსტრაციოდ! ბაზერბითერში დრაფტი ანონიმურია.
ეს ნიშნავს შემდეგს — პირველი კალათბურთელისთვის სადრაფტო ძრავამ გახსნა ორივე პარამეტრი, მეორისთვის 1, მესამისთვის არცერთი, მეოთხესთვის 2, ბოლო ორისთვის კი თითო-თითო. საერთო ჯამში ამ ექვსი მოთამაშისთვის სისტემამ გახსნა 7 პარამეტრი.
ახლა უნდა დავიწყოთ დახარისხება.
მარტო ეს 6 კალათბურთლი რომ ყოფილიყო საერთო სიაში, მათი შემდეგნაირად დახარისხება იქნებოდა უპრიანი:
მოთამაშე საერთო დონე პოტენციალი
5. დიმიტრი ერაძე *****
1. გიორგი თევზაძე* ***** ***
4. ლაშა აფციაური* **** ****
3. ლევან ნაკაშიძე
2. დავით არეშიძე ***
6. ხრაჩ იშტოიანი *
* — ბაზერბითერის მოთმაშეთა ნაწილი აფციაურს უფრო მაღალ პრიორიტეტს მიანიჭებდა უკეთესი პოტენციალის გამო
ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ დრაფტის თანმიმდევრობაში მეთხუთმნეტე ხართ და თქვენი რიგი დადგება, სისტემა თქვენ შემადგენლობას ავტომატურად დაამატებს დიმიტრი ერაძეს. თუ დიმიტრი თქვენმა თანალიგელმა უკვე აიყვანა, რომლის სადრაფტო რიგითობა უფრო მაღალი იყო, მაშინ თქვენ დაგემატებათ გიორგი თევზაძე, თუ ისიც შეარჩია უკვე ვინმემ, მაშინ ლაშა აფციაური და ა.შ.
უნარები
გამთამაშებელი — PG
ყველაზე მთავარი:
ნახტომში ტყორცნა
პერიმეტრული დაცვა
ბურთის ტარება
პასი
მეორეხარისხოვანი
დრიბლინგი
ტყორცნის დიაპაზონი
მსროლელი — SG
ყველაზე მთავარი:
ნახტომში ტყორცნა
ტყორცნის დიაპაზონი
პერიმეტრული დაცვა
პასი
დრიბლინგი
მეორეხარისხოვანი
ბურთის ტარება
მსუბუქი ფორვარდი –SF
ყველაზე მთავარი:
ნახტომში ტყორცნა
ტყორცნის დიაპაზონი
ფარქვეშ ტყორცნა
მოხსნა
მეორეხარისხოვანი
დრიბლინგი
პასი
ფარქვეშ დაცვა
მძიმე ფორვარდი — PF
ყველაზე მთავარი:
ნახტმში ტყორცნა
დრიბლინგი
ფარქვეშ ტყორცნა
მოხსნა
ფარქვეშ დაცვა
მეორეხარისხოვანი
დაფარება
ცენტრი - C
ყველაზე მთავარი:
ფარქვეშ ტყორცნა
ფარქვეშ დაცვა
მოხსნა
დაფარება
მეორეხარისხოვანი
შეიძლება იყოს პასი
ტრანსფერები
ტრანსფერების დროს გაითვალისწინეთ რამდენიმე დამატებითი რჩევა:
1. ყურადღება მიაქციეთ მოთამაშის ფასს. არცერთ შემთხვევაში (თუნდაც 1000 დოლარად) არ იყიდოთ დაბალხელფასიანი მოთამაშე (2000$-მდე). ნაკლებად სავარაუდოა რომ ის გუნდში გამოგადგეთ! გართულდება მისი შემდგომი გაყიდვაც.
2. თუ გსურთ მოთამაშის აყვანა გუნდის გასაძლიერებლად (და არა შემდგომში მისი გაყიდვის მიზნით,) იყიდეთ მხოლოდ ისეთი კალათბურთელი, რომელიც თქვენ გუნდში მყოფებს ჯობია. ეს ფაქტორი დააჩქარებს გუნდის პროგრესს.
3. ყურადღება მიაქციეთ მოთამაშის ასაკს. გაითვალისწინეთ, რომ 30 წელზე უფროსი მოთამაშეების გაყიდვა ძალიან ჭირს. ამავე დროს, რაც უფრო ასაკოვანია მოთამაშე, მით უფრო დაბალი ფასი ადევს მას. ასე რომ, ხშირად საკმაოდ მომგებიანია არასავარჯიშო პოზიციაზე ასაკოვანი მოთამაშის ყიდვა.
4. მოერიდეთ ადრეულ ფსონებს — რაც უფრო ადრე აწევთ ფასს მოთამაშეზე, მით უფრო გააძვირებთ მის საბოლოო ფასს (უფრო მეტი ხალხი დაინტერესდება ამ მოთამაშით).
5. სანამ ფსონს გააკეთებდეთ, დაუკვირდით, აქვს თუ არა უკვე ვინმეს თქვენამდე თანხა დადებული. ხშირად ტრანსფერზე მოთამაშეს აყენებენ უფრო მაღალ ფასად ვიდრე ის ღირს. თუ თქვენამდე რომელიმე მენეჯერი უკვე ჩამოვიდა ფსონს, სავარაუდოდ მოთამაშის ფასი რეალისტურია.
6. ყურადღება მიაქციეთ ტრავმიანობას. ზოგჯერ დამტვრეული მოთამაშის ყიდვა გამართლებულიცაა, რადგან უფრო იაფი ღირს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მორჩენის შემდეგ მას დავარდნილი ექნება ფორმაც და გამძლეობაც.
7. გადახედეთ მოთამაშის სტატისტიკას. სტატისტიკაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კალათბურთლის ხელფასია. შეადარეთ ეს ხელფასი თქვენს შესაბამისი პოზიციის მოთამაშის ანაზღაურებას და დაახლოებით მიხვდებით, რა დონის მოთამაშეს ყიდულობთ. თუმცა უფრო მიზანშეწონილლია ამა თუ იმ პოზიციის მაპროფილებელი უნარების ერთმანეთთან შედარება ... © M43DLO
სპეციალისტები
შემოსულია ახალი სისტემა გუნდში სპეციალისტების ასაყვანად...არიან სპეციალისტები დახარისხებული კატეგორიებად და ამავე დროს კიდევ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ვიწრო სპეციალიზაციით,არიან ისეთებიც რომლებსაც არანაირი ვიწრო სპეციალიზაცია არა აქვს...როგორც ჩანს ახალი სისტებმით აყვანილ სპეციალისტს უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება ვიდრე ეს იყო ძველი სისტემით...
ყოველი გუნდის ექიმი, მწვრთნელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი შეიცვალა ახალი და უნიკალური კადრით. ყოველ ახალ სპეციალისტს თავისი წინამორბედის თითქმის იდენტური ოსტატობის დონე და ხელფასი გააჩნია, თუმცა ოსტატობის სკალა ორჯერ იქნა შემცირებული. ანუ, დღევანდელი მე-5 დონის ექიმი ძველი სისტემის მე-9, მე-10 დონის ექიმს უდრის. გარდა ამისა, იქნება მე-6 და მე-7 დონის სპეციალისტთა ძალიან შეზღუდული რაოდენობა, რომელთა დონე ბაზერბითერისთვის ჯერ კიდევ უპრეცედენტოა.
სპეციალისტთა დონის დროთა განმავლობაში დაქვეითება აღარ მოხდება; სამაგიეროდ ყოველ კვირას ისინი სულ უფრო მეტ ხელფასს მოგთხოვენ. ამიერიდან შტატის აყვანა შეგეძლებათ აუქციონის მეშვეობით, რომელიც კალათბურთელთა აუქციონის იდენტურად იფუნქციონირებს. ყოველი გუნდისთვის დასაშვებია შტატში თითო ექიმის, მწვრთნელის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ყოლა, ხოლო ახალი სპეციალისტის აყვანა ავტომატურად გამოიწვევს მისი წინამორბედის დათხოვნას. ახალი სისტემის ყველა წვრილმანს თქვენ შეგიძლია გაეცნოთ წესების მენიუს სპეციალისტების თავში.
ჰო, და კიდევ ერთი დეტალი: ახალი კადრების ძალიან მცირე რაოდენობას გააჩნია სპეციალური უნარები. მაგალითად, ზოგიერთ ექიმს შეეძლება მატჩის განმავლობაში კალათბურთელისთვის ტრავმირებული ადგილის შეხვევა, რაც მას მომდევნო მეოთხედში მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, კარგად გადაიკითოთ წესების ქვეთავი სპეციალისტების შესახებ.
© რძე
http://bbeaterge.wordpress.com/ყველას მოგიწოდებთ ნახოთ ეს საიტი და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია აითვისოთ (ეს საჭიროა ქართული ბუზერის განვითარებისთვის). შენიშვნები/სურვილები დაწერეთ ან ამ თემაში, ან პირდაპირ იმ საიტზე.
http://geobuzz.blogspot.com/ამ მისამართზე კიდევ შეგიძლიათ ნახოთ მიმდინარე ტურების მიმოხილვები
ჩვენი ფორუმელები და მათი გუნდები:
Duff - BC Chemicals - Umaglesi Liga
Rozer - BT Rouzer - Umaglesi Liga
M43DL0 - Golden Tigress - Umaglesi Liga
N3MO - KOMA TEAM - Umaglesi Liga
Chi - Mimino - Umaglesi Liga
მიხეილ რძე - nuchuistebi - Umaglesi liga
ALImOe - Richmond Oilers - Umaglesi Liga
Marsianeli - GOLIATI - Umaglesi Liga
Cocxi - Tbilisi Hornets - Umaglesi Liga
MJ23 - tbilisi bulls - Umaglesi Liga
JRICH - BIG BAN - Umaglesi Liga
Goodman - Football Forever - Umaglesi Liga
gk-gio - mglebi - Umaglesi Liga
RAULA - raulasbichebi - Umaglesi Liga
Irakli_777 - DINAMO TBILISI - II.1 Liga
Rati-Bati - Experts - II.1 Liga
kid - Misty Albion - II.1 Liga
lashaam - Tbilisi Lakers II.1 Liga
Manchester. - Necropolis - II.1 Liga
Remarque - GEVAGI PISTONS - II.1 Liga
Bala - Lindalva - II.1 Liga
R@uL - _R@uL_ - II.2 Liga
dundee - FC DANDURA - II.2 Liga
Donnie - Batumi Bobcats - II.2
webtura - GeoFighter - II.2 Liga
forum-ge - tbilisi 2008 - II.2 Liga
GSM1800 - Zero1000 - II.3 Liga
BC Avaza1 - FC Avaza - II.3 Liga
Qvacika - Naked Dolphins - II.3 Liga
vaxo4 - Gantiadi - II.4 Liga
rati_TeRoRa - TeRoRa - II.4 Liga
T@chka - True Wolves - II.4 Liga
BOBO - Saburtalo Devils - II.4 Liga
Olaizola - BC Olaizola II.4 Liga
Tabo - Vishi Tuzi - II.4 Liga