მიმართვა ფანატიკოს მოდერატოს დათიკოს: აქ რაც წერია დაამტკიცე რომ სიმართლე არაა და ბოდიშს მოვიხდი! წინააღმდეგ შემთხვევაში მოეშვი მიკერძოებას, მემკვიდრეობით არ მოუციათ შენთვის ეს განყოფილება!
მისი მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი).
ბიოგრაფია:
დაბ. – 29.05.1960, ყაზბეგი, სნო.
1983 – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
3.01.1988 – ბერად აღკვეცა; 19.01.1988 – დიაკონი
29.03.1988 – მღვდელმონაზონი
1989 - მცხეთის სასულიერო სემინარია
21.09.1989 – იღუმენი
28.08.1990 – არქიმანდრიტი
17.05.1992 – მანგლელი ეპისკოპოსი
1992-1995 – ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი
1995-1996 – ბათუმის ეპისკოპოსი, 1996 – მთვარეპისკოპოსი
2000 – მიტროპოლიტი რუისისა და ურბნისისა
1996-2003 – პატრიარქის ქორეპისკოპოსი
2003 – საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.
ეს არის ადამიანი, რომელიც ფაქტიურად სათავეში უდგას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ ფანატიკოსთა მოძრაობას. ესაა ადამიანი, რომელიც დღემდე ლობირებს და მფარველობს ცნობილ ექსტრემისტებს, დეკანოზ დავით ისაკაძეს და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს.
ესაა პიროვნება რომელიც 1997 წლიდან მოყოლებული დროგამოშვებით აშანტაჟებს საქართველოს პატრიარქს და იგი იყო პირველთაგანი რომელიც ითხოვდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლას.
ესაა პიროვნება, რომელიც 1997 წელს დაწყებული საეკლესიო განხეთქილების დროს იმუქრებოდა ეკლესიიდან გასვლით და განხეთქილების უშუალო მონაწილეებთან დადგომით, რაც სერიოზულად დააზიანებდა ეკლესიის ერთობას.
ესაა პიროვნება, რომელიც ევროპაში ვიზიტად მყოფ პატრიარქს ემუქრებოდა სინოდის მოწვევით, ვინაიდან პატრიარქი მივიდა და პატივი მიაგო ერთ-ერთ გარდაცვლილ ჰოლანდიელ კათოლიკე ეპისკოპოსს.
ესაა პიროვნება, რომელიც გამოირჩევა უკიდურესი ფანატიზმით და სიძულვილით სხვა ქრისტიანული კონფესიებისადმი და კატეგორიულად ითხოვს საქართველოს ეკლესიის სრულ იზოლაციას და მხოლოდ რუსეთის ეკლესია მიაჩნია მართლმორწმუნედ.
ესაა პიროვნება, რომელიც სათავეში უდგას საეკლესიო გამომცემლობას და სწორედ მისი კურთხევით იბეჭდება უამრავი ჟურნალ-გაზეთები, სადაც ფანატიკური ისტერიაა ატეხილი.
ესაა პიროვნება, რომელიც უშუალოდ კურირებს რუსული, დაბალი დონის, ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისაგან ძალიან შორს მდგომი, ფანატიკური იდეოლოგიის, ანტიებრაული კამპანიის ამსახველი წიგნების თარგმნას და გავრცელებას საქართველოს ეკლესიაში.
და ესაა პიროვნება, რომელიც სახელდება პატრიარქის ერთ-ერთ მემკვიდრედ, რაც ნიშნავს რომ შესაძლოა იგი საქართველოს პატრიარქი გახდეს.
ამ პიროვნების უკან დგას სხვა მღვდელმთავართა ჯგუფიც, მაგრამ მისი შავბნელი აზრებისა და იდეოლოგიის საუკეთესო შემსრულებლები სწორედ დეკანოზი დავით ისაკაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია, დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე, დეკანოზი ზურაბ ანთაძე, დეკანოზი დავით ქვლივიძე და ეს სია ძალიან დიდია, ასევე ამ ხალხის მრევლიც. ეს უკვე აღარაა პატარა ძალა, ეს ძალიან დიდი, საშიში, ფინანსურად უზრუნველყოფილი ფანატიკოსთა საკმაოდ დიდი გაერთიანებაა, რომელიც პირდაპირ ემუქრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალს.
მიმაგრებული სურათი