Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ალექსანდრ დიუმა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
კრაფტ
Crazy Member
ჯგუფი: Members
კრაფტ
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2381
წევრი No.: 118839
რეგისტრ.: 26-July 10
#25154166
· 25 Apr 2011, 23:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/54/Alexandre_Dumas_pere.jpg
)
დაიბადა: 24 ივლისს, 1802 წელს
ბიოგრაფია:
ალექსანდრე დიუმას ბაბუა მარკიზი ანტუან-ალექსანდრე დავი დე ლა პეიეტერი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრე.
მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრე ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.
თომა-ალექსანდრე გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრე დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.
კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი“ (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარებულ იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა“ (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, 1830).
1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.
1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრე ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დაარსა თეატრი — თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859 წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.
გამოვყოფდი ამ ადამიანის 2 უდიდეს ნაწარმოებს!
სამი მუშკეტერი და ოცი წლის შემდეგ :)
დაამატეთ თუ ვინმემ რამე იცით კიდევ ამ კაცის შესახებ...
This post has been edited by
craft1k
on 25 Apr 2011, 23:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2216
წევრი No.: 121315
რეგისტრ.: 20-September 10
#25299802
· 4 May 2011, 22:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გამოვყოფდი ამ ადამიანის 2 უდიდეს ნაწარმოებს!
სამი მუშკეტერი და ოცი წლის შემდეგ
"ოცი წლის შემდეგ"-ს გაცილებით სჯობს "გრაფი მონტე კრისტო".
დიუმა ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერალია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#25299905
· 4 May 2011, 22:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"დედოფალი მარგო"
QUOTE
ოცი წლის შემდეგ
მომდევნო "ათი წლის შემდეგ", მომდევნო "ოცი წლის შემდეგ" ანუ ვიკონტი დე ბრაჟელონი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08
#25299939
· 4 May 2011, 22:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უდიდესი ნაწარმოებებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერალია ნამდვილად. ერთ-ერთი ის წიგნია "სამი მუშკეტერი" და უფრო "ოცი წლის შემდეგ", მთელი ფრაზებით და მამენტ გვერდებითაც რომ ვიცოდი ზეპირად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kranci
ჯგუფი: Members
kranci
ჯგუფი: Members
წერილები: 3584
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11
#25300026
· 4 May 2011, 22:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ქალი კამელიებით" "გრაფი მონტე კრისტო"
მიუხედავათ იმისა რომ, დიუმა ზოგჯერ ისტორიულ ფაქტებს "ამახინჯებს'' მე მგონია, რომ სოცრად კარგი გადმოცემის უნარი აქვს. მე ძალიან მომწონს ეს მწერალი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2216
წევრი No.: 121315
რეგისტრ.: 20-September 10
#25300377
· 4 May 2011, 23:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
"ქალი კამელიებით"
ქალი კამელიებით შვილის არის.
რამდენი ხანია დიუმას წიგნები არ გამხსენებია და ახლა უცებ მომაწვა ის შთაბეჭდილებები, რომლებიც მისი რომანების კითხვისას დამრჩა. :)
პერსონაჟები, რომლებიც ყურადღებას იქცევდნენ:
"სამი მუშკეტერიდან" - დ'არტანიანი, ჩემთვის იყო ვაჟკაცობის, კეთილშობილების მაგალითი და მისაბაძი პიროვნება. რა თქმა უნდა მისი სამი მეგობარი. მათი სუფთა მეგობრობა.
რიშელიე ძალიან ძლიერი და მაგარი პერსონაჟია.
როგორც უარყოფითი სახე, ლედი უინტერი ასევე ეფექტურია.
კონსტანცია ბონასიე, ალალი და ერთგული ქალი.
რომანები "ოცი წლის შემდეგ" და "ვიკონტ დე ბრაჟელონი ანუ ათი წლის შემდეგ" არა უშავს. დიდად არ მიყვარს ერთი მაგარი ნაწარმოების გაგრძელებები, ისევე როგორც ფილმებში. მორდაუნტიც ისეთივე "ბოროტების გენიაა", როგორც დედამისი. მთელს ტრილოგიაში სამეფო ოჯახების წარმომადგენლებზე არც ერთზე არ ვგიჟდები, განსაკუთრებით ანა ავსტრიელზე. ერთი ჩარლზ პირველი შემეცოდა, როდესაც თავი წააცალეს.
"დედოფალ მარგოში" ძალიან შთამბეჭდავია ლა მოლის და კოკონასის უანგარო, დიდი მეგობრობა. ეკატერინე მედიჩი მწერალს აქაც საკმაოდ კარგი გამოსდის. ტრილოგიის მეორე ნაწილი "გრაფინია დე მონსორო" კიდევ უფრო მომეწონა. დიანას და დე ბიუსის სიყვარულის ისტორია არის წიგნის მთელი სული და გული. "ორმოცდახუთი" საერთოდ არ მომეწონა, მანდ ერთი საყურადღებო იქნება დიანას შურისძიება და ვალუების დინასტიის ნელი დასასრული.
ნორმალური არის "ორი დიანაც". მარია სტიუარტი მომეწონა მაგ წიგნში.
და ბოლოს "გრაფი მონტე-კრისტო", რომელიც "სამ მუშკეტერთან" ერთად, მგონი უფრო მეტადაც მიყვარს. ყველა პერსონაჟი ძალიან კარგად არის გამოყვანილი, მოქმედება სხვადასხვა ადგილებში, სახასიათო და დასამახსოვრებელი ეპიზოდები... :love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow Crash
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Snow Crash
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1890
წევრი No.: 82067
რეგისტრ.: 10-January 09
#25300462
· 4 May 2011, 23:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
craft1k
ფოტოზე ნამდვილედ ალექსანდერია? რა სათნო სახე აქვს :D
"სამი მუშკეტერი" ვგიჟდები ამ წიგნზე,
მანიაკივით ნიჭიერი მწერალია და მანიაკივით წერდა ტომეულებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08
#25300506
· 4 May 2011, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
giorgivachadze
QUOTE
"სამი მუშკეტერიდან" -
ათოსი და, უფრო მეტად მერე, - გრაფი დე ლა ფერი. ამ კაცზე სერიოზულად, ცოცხალი ადამიანივით ვიყავი შეყვარებული, მგონი, ვარ კიდეც ისევ. :)
ედმონ დანტესი აბატ ფარიასთან და მორელებთან ურთიერთობისას მიყვარს, სხვა დროს ცუდად იქცევა. :)))
დედოფალი მარგო, რა ვქნა და. არ მიყვარს არანაირად. ვერ მოვერგე მაგ წიგნს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2216
წევრი No.: 121315
რეგისტრ.: 20-September 10
#25300632
· 4 May 2011, 23:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nnino
QUOTE
ათოსი და, უფრო მეტად მერე, - გრაფი დე ლა ფერი. ამ კაცზე სერიოზულად, ცოცხალი ადამიანივით ვიყავი შეყვარებული, მგონი, ვარ კიდეც ისევ.
ათოსი მეც ყველაზე მეტად მიყვარს. "ოცი წლის შემდეგ"-ში, ბოლოს ანა ავსტრიელს რომ მოთხოვნებს წაუყენებს დ'არტანიანი, ათოსზე რომ მიდგება საქმე, დედოფალი ეკითხება, გრაფ დე ლა ფერს რა სურსო, დ'არტანიანი პასუხობს არაფერიო. როგორ თუ არაფერიო, გაუკვირდება დედოფალს. დ'არტანიანი ეუბნება: თქვენო უდიდებულესობავ, გრაფი დე ლა ფერი უბრალოდ ადამიანი არ არის, ის ნახევარღმერთიაო.
QUOTE
ედმონ დანტესი აბატ ფარიასთან და მორელებთან ურთიერთობისას მიყვარს, სხვა დროს ცუდად იქცევა.
დანტესი ბედისწერის მარჯვენაა, რომელიც მიმართულია არამზადების დასასჯელად. :)
QUOTE
დედოფალი მარგო, რა ვქნა და. არ მიყვარს არანაირად. ვერ მოვერგე მაგ წიგნს.
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08
#25300730
· 4 May 2011, 23:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
giorgivachadze
დ'არტანიანი, არა, არამისი ეუბნება, მგონი, მაზარინის... ვაი, აღარ მახსოვს ზუსტად. :(
მორდაუნტს რომ გამოფაშვავს გრაფი დე ლა ფერი და მერე მოიბოდიშებს: "ვაჟი მყავს, მინდოდა, მეცოცხლაო". ემანდ მოვკვდი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2216
წევრი No.: 121315
რეგისტრ.: 20-September 10
#25300755
· 4 May 2011, 23:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nnino
QUOTE
დ'არტანიანი, არა, არამისი ეუბნება, მგონი, მაზარინის... ვაი, აღარ მახსოვს ზუსტად.
მორდაუნტს რომ გამოფაშვავს გრაფი დე ლა ფერი და მერე მოიბოდიშებს: "ვაჟი მყავს, მინდოდა, მეცოცხლაო". ემანდ მოვკვდი.
კი, დ'არტანიანი ეუბნება დედა დედოფალს. იმდენად მიყვარდა ეგ წიგნები, რომ ლამის ზეპირად ვიცოდი. :D
QUOTE
მორდაუნტს რომ გამოფაშვავს გრაფი დე ლა ფერი და მერე მოიბოდიშებს: "ვაჟი მყავს, მინდოდა, მეცოცხლაო". ემანდ მოვკვდი.
:user:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08
#25300797
· 4 May 2011, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
giorgivachadze
QUOTE
დანტესი ბედისწერის მარჯვენაა, რომელიც მიმართულია არამზადების დასასჯელად.
ჰოო, მარა ვილფორებთან მეტისმეტი მოუვიდა, ჰა...
თქვენ გაიხარეთ, ბავშვობაში გადავვარდი ახლა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
წერილები: 32985
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05
#25300810
· 4 May 2011, 23:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჰოო, მარა ვილფორებთან მეტისმეტი მოუვიდა, ჰა...
ზატო ალბერი არ დაბრიდა :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08
#25300844
· 4 May 2011, 23:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არადა, ყველაზე დამპალი დანგლარი იყო და ყველაზე მეტად ეგ დაინდო...
QUOTE
ზატო ალბერი არ დაბრიდ
ძველი სიყვარული მაინც სხვაა, რა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2216
წევრი No.: 121315
რეგისტრ.: 20-September 10
#25300952
· 4 May 2011, 23:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nnino
QUOTE
ჰოო, მარა ვილფორებთან მეტისმეტი მოუვიდა, ჰა...
თავად დანტესიც გაიფიქრებს, რომ მეტისმეტი მომივიდაო, მაგრამ ის ბავშვი ისევ დედამისმა მოწამლა და ოჯახში რა ცოდვაც ტრიალებდა წლების განმავლობაში, უწია ვილფორს. ისევ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი დანტესის დაღუპვაში. კარგად ხვდებოდა, რომ უდანაშაულო იყო უბრალო მეზღვაური და როგორც პროკურორმა გადაწყვიტა მთელი მისი ბედი. დაუნგრია ცხოვრება და თვითონაც პასუხად დაენგრა თავზე ყველაფერი. თან პროკურორი, რომელსაც მოეთხოვება ზნეობრივობა და სამაგალითო ქცევა. როგორც იურისტი კატეგორიულად არ ვამართლებ მას. :) დანტესი რომ არ ჩარეულიყო თან, ვალენტინა დიდი საფრთხის ქვეშ იყო.
QUOTE
თქვენ გაიხარეთ, ბავშვობაში გადავვარდი ახლა.
:rolleyes: მეც.
მამაო ენუქი
QUOTE
ზატო ალბერი არ დაბრიდა
მანდაც როგორ კაცურად იქცევა! მაგ ამბავში მერსედისიც მაგრად მოიქცა, დანტესი უეჭველი მოკვდებოდა, რომ არა მერსედესის ჩარევა და შვილისთვის სიმართლის თქმა.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(8)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0876 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.