ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების მმართველია.თუმცა ამას ყველა ვერ აცნობიერებს.
ყოველი ადამიანი მომავლის იმედით ცხოვრობს.ზოგისთვის ეს იმედი ილუზიებითაა ,,სახეშეფაკლული'',ზოგისთვის მოჟამული ზამთრის ცასავით მუქი ფერების პალიტრას წარმოადგენს.
საინტერესოა,რა ასაკში აცნობიერებს ადამიანი საკუთარი ცხოვრების სადავეების თავის ხელში მოქცევას?!
განვითარებული,ზრდასრული ადამიანი ამას ალბათ აცნობიერებს,როცა ცხოვრების გზაზე სიარული მარტო უწევს...დედ-მამის კალთას განრიდებული...
ქართული ცნობიერება ამ მხრივ დამახინჯებულია და ასეთივე აღზრდის დამახინჯებული მეთოდია ის,რომ ადამიანი საკმაოდ მოზრდილ ასაკშიც კი უსუსური არსებაა და მას დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია.იქამდე,აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღებაც კი უჭირს მარტოს.
რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი ძორითადად?
ბედნიერებისთვის ბრძოლა.
ბედნიერება მწიფე ვაშლი არაა,რომ ფეხისწვერებზე ან სკამზე შედგე და მოწყვიტო.
ზოგი ადამინი ბედნიერებას ძალისხმევის გამოუჩენლად აღწევს(თუმცა ასეთები იშვიათად აცნობიერებენ რომ ბედნერები არიან),ზოგი კი მთელი ცხოვრება დაგეშილი მწევარივით ეზებს ნანატრ ბედნიერებას,მაგრამ ვერ პოულობს.
მაინც რა პრინციპული მიდგომა სჭირდება ამ საკითხს?
ღვთის იმედად ყოფნა თუ საკუთარი ტვინის და ,,მკლავების განძრევა''?
,,ადამიანის ინსტინქტები,ისევე როგორც ცხოველების უფრო მდაბალი ინსტინქტებიც---მოდგმის საერთო გაუმჯობესებისკენ ვითარდებიან და ბედნიერებისკენ''---თქვა დარვინმა.
მე კი მგონია,რომ არც სურთ და არც იციანს გზა ბედნიერბისკენ.ბარემ ესეც ესწავლებინა იმ ცხონებულს

მაგრამ ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ადამიანის ბედნიერება მდგომარეობს მის კეთილშობილებაში.თუ ადამიანი სიკეთეს ,,ასხივებს'',მადლს სჩადის,ის ბედნიერია როგრც ,,ქუეყანასა ზედა'' ისე ,,მარადიულ სასუფეველშიც''.
რეალურად რომ დავფიქრდეთ რა არის რელიგიური თვალსაზრისით ,,კეთილსობილების'' საკმაოდ ტრივიალური გაშიფვრა.---მორალი.
მე მგონი მორალზე საუბარი სისულელეა ამ ეპოქაში

1910 წლის ,,დროების'' გამოცემაში გერონტი ქიქოძე ამ საკითხსაც ეხება.ანუ,ის ამბობს,რომ დიდი წინააღმდეგობაა სინამდვილეში არსებულსა და ზნეობრივად სავალდებულოს შორის(ტერმინები მისია).თუმცა გრძნობა და გონება შეიძლება განხილულ იქნას ერთნაირად,როგრც არსებული,ისე სავალდებულოს თვალსაზრისით.
ისედაც,რომ დავუკვირდეთ,ქიქოძის კარნახის გარეშეც მივხვდებით,რომ ხშირ შემთხვევაში გრძნობა უფრო კარგად გამოხატავს ადამიანის ზნეობრიობას და კეთილშობილებას,ვიდრე მშრალი,უემოციო ჭკუა-გონება.
გრძნობის გაკეთილშობილება გონებით და გონებასთან გრძნობის შერწყმა იქნებოდა ზნეობრიობის იდეალი.
ჩემი აზრით,თავად ადამიანის არსი მდგომარეობას სულის თავისუფლებაში.თუ ადამიანი შებოჭილია ვერც სიკეთეს ჩაიდენს და ვერც მორალი ექნება ,,არსებული'' სახით მიღებული.
შებოჭილობაში კი ძირითადად დამახინჯებულ სტერეოტიპებს დამონებას ვგულისხმობ.
ამაზე ახალი აღთქმაც გვეუბნება:
ერთ-ერთი ქადაგებისას იესო კაცმა(ფარისეველმა)მიიწვია თავისთან სადილად.სუფრასტან დაჯდომამდე ფარისეველმა სენისნა,რომ იესომ ხელები არ დაიბანა.
,,უთხრა მას უფალმა:ახლა თქვენ ფარისეველნო სასმისსა და საინს გარედნ ასუფთავებთ,თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით.
უგუნურნო,განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?
არამედ გაეცით მოწყალება რაც შიგნითაა და აჰა,ყველაფერი სუფთა გექნებათ'' 
მე ვფიქრობ,ადამინი,რომლის აზროვნებაც თავისუფალია,რომელიც ცხოვრებს ,,არსებული'' მორალის(და არა მხოლოდ კონკრეტული რომელიმე რელიგიური მოძღვრების პრინციპებით) და არა შეთითხნილი,ტრადიციებით ,,გალამზებული'' მენტალიტეტით,ის შეძლებს სხვისთვისაც იყოს სიკეთის მომტანი(ნუ,არ დაუშავებს მაინც ვინმეს რამეს) და საკუთარი თავისთვისაც.რაშიც მდგომარეობს ადამინის ბედნიერება,რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებს ის.
მაპატიეთ, ჯერ არ მეძინებოდა და...
Yo tetengo a ti,tu metienes a mi...
Yo quiero estar contigo hasta la muerte...
http://forum.ge/?showtopic=33942371&view=findpost&p=15056129
http://forum.ge/?showtopic=34000799&view=findpost&p=15077862