
წინა თემები:
პირველი ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეორე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმესამე ნაწილი :
FC BARCELONA FAN CLUBმეოთხე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეხუთე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეექვსე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეშვიდე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმერვე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეცხრე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეათე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთერთმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთორმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეცამეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთოთხმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთხუტმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთექვსმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეჩვიდმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთვრამეტე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaმეცხრამეტე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaმეოცე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaოცდამეერთე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaოცდამეორე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaოცდამესამე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaოცდამეოთხე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaოცდამეხუთე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეექვსე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეშვიდე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამერვე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეცხრე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეათე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეთერთმეტე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეთორმეტე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეცამეტე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეთოთხმეტე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეთხუტმეტე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეთექვსმეტე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეჩვიდმეტე ნაწილი :
Football Club Barcelonaოცდამეთვრამეტე ნაწილი :
Football Club Barcelona ოცდამეცხრამეტე ნაწილი :
Football Club Barcelonaმეორმოცე ნაწილი :
Football Club Barcelonaორმოცდამეერთე ნაწილი :
Football Club Barcelonaისტორია :
FC BARCELONA Mes Que Un Club

1899 წლის 29 ნოემბერს ჰანს ჰამპერმა თავის რამდენიმე ენთუზიასტ მეგობართან ერთად სეფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” დაარსება გადაწყვიტა
წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მსოფლიოს ფეხბურთის მომავალ გრანდს ჩაუყრიდა საფუძველს.გავიდა დრო და ”ბარსელონა” რომელმაც წელს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ კლუბად იქცა
მის ისტორიაში მრავლად იყო წარმატებები და დაღმასვლები ,მაგრამ ”ბარსას” ყოველთვის შეეძლო დაეკვეხნა თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების სიყვარულით

-----------------------------------------
პირველი ნაბიჯები და წარმატებები-----------------------------------------
ჰანს ჰამპერი დაიბადა 1877 წლის 22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ვინტერტურში.მოგვიანებით კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში გადაბარგდა და საფეხბურთო კლუბის დაარსება გადაწყვიტა.მოთამაშეების მოსაწვევად მან ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა და ცოტა ხანში კლუბის პირველი კრებაც გაიმართა.
ახალი კლუბის პირველ პრეზიდენტად ინგლისელი უოლტერ უაილდი აირჩიეს,რომელიც ამ დიდ თანამდებობას გუნდის კაპიტნობას წარმატებით უთავსებდა .
საკლუბო ფერები შემდეგი პრინციპით შეირჩა : ლურჯ-წითელი შვეიცარიული ”ექსელსიორის” ფერები გახლავთ,რომელშიც თავის დროზე ჰამბერი თამაშობდა,ყვითელ-წითელი კი - კატალონიისა.გერბად ქალაქ ბარსელონას გერბი აირჩიეს,რითაც კლუბის ქალაქისადმი კუთვნილებას ხაზი გაუსვეს.
თავისი პირველი მატჩი ”ბარსელონამ” 1899 წელს 8 დეკემბერს გამართა ინგლისელ ემიგრანტთა გუნდთან ბონანოვას ველოდრომზე და ანგარიშით 0:1 დამარცხდა
1902 წელს ”ბარსამ” პირველი ტიტული კატალონიის პირველობის წინამორბედი მაკაის თასი მოიგო, 1905 და 1909 წლებში კი უკვე კატალონიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
თავდაპირველად ”ბარსელონა” სასტუმრო ”კაზანოვას” მახლობლად მდებარე სტადიონზე თამაშობდა. 1901 წელს La Carretera d'horta -ზე გადაბარგდა, 1905 წლიდან კი El Carrer Muntaner-ზე ასპარეზობდა.1909 წლის 14 მარტს გაიხსნა ”ბარსელონას” პირველი საკუთარი სტადიონი -6 ათას
მაყურებელზე გათვლილი Carrer Industria ორიარუსიანი ტრიბუნითა და იმ დროისათვის უნიკალური განათებით.
1910 წელს გადაწყვიტეს,რომ კლუბის საკუთარი გერბი სჭირდებოდა და კონკურსი გამოაცხადეს. გაიმარჯვა უცნობ დიზაინერთა გუნდის ნამუშევარმა რომელიც დღემდე ”ბარსელონას” ემბლემად რჩება.
იმავე წელს ”ბარსამ” იპრველად მოიგო ესპანეთის თასი,კლუბის თანამშრომელთა რიცხვმა კი რეკორდულ რაოდენობას 560 ადამიანს მიაღწია.
-----------------------------------------
ესპანეთზე ბატონობა და დაობლება-----------------------------------------
1919-1929 წლები ”ბარსელონას” ისტორიაში ოქროს ხანა გახლდათ.მაშინ კლუბის ღირსებას იცავდნენ ისეთი გამოჩენილი მოთამაშეები,როგორებიც იყვნენ ლეგენდარული მეკარი რიკარდო ზამორა (მოგვიანებით იგი ”რეალში” გადავიდა და ამას დაახლოებით იგივე აჟიოტაჟი როჰყვა როგორიც
სულ რამოდენიმე წლის წინ მოხდენილ ტრანსფერს ლუის ფიგუს რეალში გადასვლას) ალკანტარა ,სამიტიერი და სესემუნაგი.1922 წლის 20 მაისს კლუბის ახალი სტადიონის
Les Corts-ის გახსნის მატჩში ”ბარსელონამ” შოტლანდიური ”სენტ-მიერენი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.სტადიონი თავდაპირველად 30 ათას მაყურებელს იტევდა,მაგრამ გამუდმებული რეკონსტრუქციების შემდეგ მისი ტევადობა
მალე გაორმაგდა.კატალონიის პირველობის კიდევ რამდენჯერმე მოგების შემდეგ,1929 წელს ”ბარსელონამ” თანამედროვე ფორმატებთან მიმსგავსებული პირველ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა იმავე წელს გაიმართა მსოფლიოში პირველი ტრანსფერი ურუგვაული მონტევიდეოს ”ნასიონალიდან” კატალონიურ
კლუბში მოფლიოს მომავალი ჩემპიონი ექტორ სკარონე გადავიდა.თუმცა დიდ გამაჯვებებს ”ბარსელონა” ერთობ დიდი სიძნელეების ფონზე აღწევდა. 1925 წელს ერთ-ერთი საშინაო მატჩშიწინ ადგილობრივმა ქომაგებმა ესპანეთის ჰიმნი შესრულებისას სტვენა ატეხეს რის გამოც მთავრობ სტადიონი 6 თვით დაკეტა და
ჰამპერი კლუბის მმართველი დირეკტორის პოსტიდან გადააყენა.მან საყვარელ ”ბარსასთან” განშორება ვერ აიტანა,მძიმედ დაავადმყოფდა და 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა

-----------------------------------------
ფრანკოსთან მებრძოლნი-----------------------------------------
30-იან წლებში პოლიტიკა სპორტში მეტისმეტად ჩაერია და ”ბარსელონას: მძიმე დროები დაუდგა.კლუბი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და წარმატებას ვეღარ აღწევდა, თუმცა კატალონიის ჩემპიონატს მაინც იგებდა
1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო.დიკტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა დახვრიტეს ”ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსებ სინიოლი.ამ პერიოდში გუნდი ჩრდილოამერიკულ
ტურნეში იმყოფებოდა,რომელიც კლუბს ფინანსურად კი წაადგა,მაგრამ მოთამაშეთა ნაკევრის მექსიკასა სა საფრანგეთში ემიგრაციით დასრულდა
1938 წელს,კატალონიის სრული ოკუპაციის შემდეგ პროვინციის სიმბოლო ”ბარსელონა” მთლად შავ დღეში ჩავარდა.1940 წელს კლუბის პრეზიდენტი გგახდა ფრანკოს
რეჟიმის მხურვალე მომხრე ენრიკო პინეირო,რომელმაც ”ბარსას” ემბლემა შეცვალა,რა თქმა უნდა ეს დროებითი მოვლენა იყო
40-იანი წლების დასაწყისში ”ბარსელონამ” თანადათან დაიბრუნა დაკარგული პოზიციები.1942 წელს გუნდმა ესპანეთის თასის გათამაშების ადრეულ ეტაპზე ”ბარსას”
და ”რეაკუს” გზები გადაიკვეთა.
ამ ისტორუილი მატჩის წინ კატალონიელთა გასახდელში შევიდა ესპანეთის სპორტის მინისტრი და ფეხბურთელებს დახვრეტით დაემუქრა,თუ შემდეგ ერაპზე ”რეალი” არ გავიდოდა.
შედეგად,მადრიდელებმა 11:1 გაიმარჯვეს.
1942 წელს ენრიკო პინეირო გადადგა,ორი წლის შემდეგ კი გრანკოს მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ”ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო
1948 და 1949 წლებში კატალონიელებმა ეს წარმატება გაიმეორეს და აშკარა გახდა რომ კლუბი კვლავ ფეხზე დადგა.ამ დროისათვის 50 წლის ”ბარსელონა” კატალონიის 21,ესპანეთის 4 გზის და ესპანეთის თასის 9
გზის ჩემპიონი გახდა
-----------------------------------------
საერთაშორისო აღიარება-----------------------------------------
1950 წელს ”ბარსელონაში” ლადისლაო კუბალის მოსვლით კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.შემდეგი სამი წლის განმავლობაში ლურ-ბროწეულისფერებიანმა ორჯერ ესპანეთის ჩემპონატი სამჯერ კი თასი მოიგეს
1953 წლის სეზონის ბოლოს ”ბარსელონამ” არგენტინელი ვარსკვლავის ალფრედო დი სტეფანოსათვის ბრძოლა მადრიდის”რეალ”-თან წააგო,რასაც ქომაგთა უკმაყოფილობა
და კლუბის პრეზიდენტის ენრიკ მარტი კარეტოს გადადგომა მოჰყვა.მისმა მემკვიდრემ ფრანსისკ მირო-სანსმა მთავარ მიზნად ახალი სტადიონის მშენებლობა დაისახა
და აი 1957 წლის 24 სეკტემბერს გაიხსნა ”ბარსას” ამღამინდელი სტადიონი ”კამპ ნოუ” რომელიც თავდაპირველად 90 ათას მაყურებელს იტევდა.მისი გახსნის მათჩძე ”ბარსელონამ” პოლონური ”ლეგია”
ანგარიშით 4:2 დაამარცხა.ხოლო კატალონიელთა პარაგვაელი ლეგიონერი უელოხიო მარტინესი ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორი გახდა.მის გარდა მაშინდელი ”ბარსას” ღირსებას იცავდნენ კოჩიში,ციბორი
ევარისტო,კუბალა,სუერისი მწვრთნელი კი ლეგენდარული ელენიო ერერა გახლდათ.
1958 წელს ”ბარსელონამ” თავისი პირველი საერთაშორისო ტურნირი -ბაზრპბათა თასი- მოიგოორი წლის შემდეგ კი ეს წარმატება კიდევ ერთზელ გაიმეორა
60-იანი წლების დასაწყისი კლუბისთვის ერთობ წარუმატებლი აღმოჩნდა.”ბარსამ” 1966 წლამდე ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შესძლო.მანამ სანამ ბაზრობათა თასზე
რომელსაც უკვე უეფას თასი ერქვა არ გაიმარჯვა (ესპანურ ფინალში მან სარაგოსა დაამარცხა).

-----------------------------------------
კრუიფის დიდი ბარსა-----------------------------------------
1973 წელს ”ბარსელონაში” ”მფრინავი ჰოლანდიელი” იოჰან კრუიფი მოვიდა რომელიც ”ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გახდა.
1974 წელს კლუბის 75 წლის იუბილეზე ”ბარსამ” უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.კრუიფს კი ოქროს ბურთი გადაეცა
1979 წელს კატალონიელებმა თასების თასის ფინალში დიუსელდორფის ”ფორტუნას” სძლიეს .ეს წარმატება ბარსელონამ სამი წლის შემდეგაც გაიმეორა
როცა ფინალში ლიეჟის ”სტანდარტი” დაამარცხა.იმავე 1982 წელს როდესაც ”კამპ ნოუს” იოანე პავლე მეორე ეწვია კლუბის საპატიო წევრი გახდა.გუნდში
კი დიეგო მარადონა ჩაირიცხა.ბარსელონა თასების მფლობელთა თასზე შემდგომ პერიოდშიც წარმატებით ასპარეზობდა.1989 წელს ფინალში გენუის ”სამპდორიას” ძლევით
ლურჯ-ბროწეულისფერებმა თასების თასის მესამედ მოპოვება შეძლეს.1991 წელს კი ამავე ტურნირზე ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდნენ.
თავის ისტორიაში ერთადერთი ჩემპიონთა თასი ”ბარსელონამ” 1992 წელს მოიგო.20 მაისს ლეგენდარულ ”უიმბლიზე” გამართული ფინალის 112 წუთზე
როლანდ კუმანის ყუმბარისეული დარტყმის წყალობით კრუფის გუნდმა სვენ იორან ერიქსონის მშვენიერი ”სამპდორია” დაამარცხა იმ დროს ბარსელონას
ღირსებას იცავდნენ:სუბისარეტა,ფერერი,ნანდო,გუარდიოლა,კუმანი, ჰანს კარლოსი,ბაკერო,სალინასი,სტოიჩკოვი,მიქაელ ლაუდრუპი.
იქამდე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში ”ბარსელონა” ორჯერ გავიდა მაგრამ 1961 წელს ლისაბონის ”ბენფიიკასთავნ” 2:3 ხოლო 1961 წელს ბუქარესტის
”სტიაუასთან”” დამარცხდა. 1994 წელს ”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ მოუწია თამაში მაგრამ ”მილანთან” 0:4 განადგურდა.
საერთოდ 90-იანი წლების პირველი ნახევარი ”ბარსელნას” ისტორიაში აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს და ეს პერიოდი მთლიანად იოჰან კრუფის ხელს უკავშირდება მარტო ის რად ღირს რომ მისი ხელმზღვანელობით
199101994 წლებში”ბარსამ” ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. თანაც 1993 წელს ”კამპ ნოუზე” მადრიდის რეალთან თამაშისას ქვა ქვაზე არ დატოვა
და 5:0 ნოლი გაანადგურა სამეფო გუნდი(რომარიომ ჰეტ-ტრიკი შეასრულა)
ლაპორტას ხანის დასაწყისი , რაიკარდის ბარსელონა =================================================
ჟოან გასპარის მმართველობის უსახელო პერიოდის შემდეგ კლუბის სათავეში ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი მოვიდა, რომელმაც "ბარსას" ძველი დიდება დაუბრუნა. ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ ცნობილი იურისტი ჟოან ლაპორტა, თავის მეგობრებთან - სანდრო როსელთან და ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელ ჩიკი ბეგირისტაინთან ერთად 2003 წლის არჩევნების გამარჯვებული გახდა. მათთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი, 80-90 წლების ჰოლანდიელი ვარსკვლავი ფრანკ რაიკარდი და ახალგაზრდა ფეხბურთელები - რონალდინიო, ეტო'ო და დეკო. გუნდში ჩაირიცხნენ გამოცდილი მოთამაშეებიც - ჰენრიკ ლარსონი, ლუდოვიკ ჟიული, რაფაელ მარკესი, ჟულიანო ბელეტი და სილვინიო. ახალწვეულებთან ერთად ბარსელონაში უკვე იყვნენ კლუბის აღზრდილი მაღალი კლასის ფეხბურთელეები - კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ვიქტორ ვალდესი და ამ ფეხბურთელების ერთ გუნდში თავმოყრა ბარსას მომავალი წარმატებების საწინდარი გახდა.
ოდნავ მძიმე დასაწყისის შემდეგ, ფრანკ რაიკარმა გუნდისგან მებრძოლი კოლექტივი ჩამოაყალიბა და 2003/04 წლების სეზონი ჩემპიონატში მე-2 ადგილზე დაასრულა, ხოლო ტურნირის მეორე წრეში კი სულაც საუკეთესო შედეგები აჩვენა. დასაწყისში "კამპ ნოუზე" რეალთან 20 წლიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტის შემდეგ, სეზონი "ბერნაბეუზე" ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
2004/05 წლების სეზონში კი "ბარსა" უკვე უძლეველ გუნდად იქცა. კლუბმა მოიგო იმ სეზონის ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ხოლო წამყვანი ფეხბურთელები - რონალდინიო და ეტო'ო FIFA-ს წლის საუკეთესოთა სამეულში მოხვდნენ. იმ სეზონში ჰქონდა გუნდში ოფიციალური დებიუტი მსოფლიო ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს ლიონელ მესის.
2005/06 სეზონში ბარსელონამ ესპანეთში წინა წლის წარმატებები გაიმეორა. სეზონის კულმინაცია "ბერნაბეუზე" შედგა, სადაც ფრანკ რაიკარდი გახდა ბარსას ისტორიაში პირველი მწვრთნელი, ვინც მადრიდში რეალს ორჯერ მოუგო. რონალდინიოს მეთაურობით ბარსელონამ 0:3 გაიმარჯვა და ბრაზილიელი "ჯადოქარი" კი მადრიდელმა პუბლიკამ სულაც ტაშით დააჯილდოვა. დიდებული სეზონი ბარსამ დიდებულად დაამთავრა. პარიზის ფინალში გამარჯვებით კლუბმა მეორედ მოიგო ევროპის საუკეთესოს ტიტული. ფინალი დრამატულად განვითარდა. მატჩის 75-ე წუთამდა ბარსა თავის თავს არ ჰგავდა, თუმცა ბოლო 15 წუთში ჰენრიკ ლარსონის 2 პასითა და ეტო'ოს და ბელეტის გოლებით ბარსელონამ მაინც გატეხა 10 ფეხბურთელით მოთამაშე ლონდონის "არსენალი", რომელსაც იმ მატჩამდე ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გაშვებული.
2006/07 წლების სეზონიც ბარსელონამ ფავორიტის რანგში დაიწყო, მაგრამ უტიტულოდ დაასრულა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამაში გუნდის "მარკეტინგული მოგზაურობები" დაადანაშაულეს. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმა, რონალდინიოს სპორტული ფორმის პრობლემებმა თავისი შედეგი მოიტანა. ბარსამ ბოლოს ესპანეთის ჩემპიონატიც კი დათმო, რომელსაც თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა. თუმცა ამ სეზონში სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი მოვლენებიც მოხდა. დაიწყო ლიონელ მესის სვლა ვარსკვლავობისკენ და არგენტინელმა გულშემატკივრებს კლასიკოში შესრულებული ჰეთ-თრიკი და ხეტაფესთან გატანილი ულამაზესი გოლი აჩუქა.
2007/08 სეზონი ფრანკ რაიკარდისთვის უკანასკნელი გამოდგა. მან თავისი თანამემამულე იოჰან კრუიფის მსგავსად ზედიზედ 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა კლუბი. ჩემპიონატი ბარსამ მხოლოდ მე-3 ადგლზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე კი 1/2 ფინალები ითამაშა, მაგრამ ორივე ტურნირზე მომავალ გამარჯვებულთან დამარცხდა. სეზონის მიწურულს, მადრიდში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ(4-1), კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა რომ 2008 წლის ივნისიდან ფრანკ რაიკარდს "ბარსა B"-ს მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შეცვლიდა.
გუარდიოლა და Triplete =================================================

მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას , მან და ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი , პეპ გუარდიოლა მოიწვიეს . გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილებას მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა ბს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა , ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა . გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ , დეკუმ , ედმილსონმა და რონალდინიომ . ამის შემდეგ ნათელი გახდა რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას . დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდურ კეიტაზე , ხერარდ პიკეზე , მარტინ კასერსზე , დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე .
სეზონი ბარსასთვის წარუმატებლად დაიწყო . გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში ნუმანსიასთან დამარცხდა , შემდეგ კი რასინგის დამარცხებაც ვერ შეძლო . ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე . მაგრამ გუნდმა მოახერხა ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით . წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან ბარსა მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი . 1998 წლის შემდეგ ბარსელონამ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე სადაც მოგვიანებით მესტალიაზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა ანგარიშით 4:1 ( მიუხედავად იმისა რომ პირველი გოლი ბილბაოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ) . ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა ( უშუალო კონკურენტის , რეალის დამარცხების შემდეგ ) . მეორე წრის დასაწყისში ბარსამ რამოდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა რეალის გულშემატკივრებს იმის საბაბი რომ ეფიქრათ თითქოს ინტრიგა აღსდგა . მაგრამ ისევ და ისევ რეალთან სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში ბარსელონამ დაამტკიცა რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ , ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა . კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამოდენიმე დღეში მადრიდის რეალი ვილიარეათან დამარცხდა . ამ შედეგმა ბარსელონა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში , მეორე გამარჯვება მოუტანა . მაგრამ ბარსას წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა . ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი , შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად , მეორე თამაშში ლიონის ანგარიშით 5:2ის დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში , სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნჰენის ბაიერნი . ნახევარფინალში ბარსას მეტოქე ლონდონის ჩელსი იყო . 21 საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან , ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა , მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში ჩელსის მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს . მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი სტემფორდ ბრიჯზე უნდა გადაწყვეტილიყო . ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება , მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს . ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს . მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა . დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის . დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა . 27 მაისს , სტადიო ოლიმპიკოზე შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა , სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო . ისევე როგორც წინა ორ ტურნირში , გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას , რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო , უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე როგორც სულ რამოდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში . ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს ბარსას დაცვას . სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ მანჩესტერისთვის მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა . შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს , ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო . საკამათოა , მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს .
ბარსელონას სტადიონები=================================================
„Bananova Velodrome“
პირველი ისტორიული მატჩი ბარსელონამ ჩაატარა 1899 წელს თაგვების მიერ გადათხრილ მინდორზე J „Bananova Velodrome“ - ზე. მასპინძლები ეთამაშებოდნენ კატალონიაში მცხოვრებ ინგლისელი ემიგრანტების გუნდს. ბარსელონა კაპიტნის სამკლაურით გამოიყვანა გუნდის დამაარსებელმა და ლეგენდამ ხუან გამპერმა მოედნის საფარი იყო განადგურებული, ვინაიდან იქ თამაშობდა და ვარჯიშობდა უამრავი გუნდი, მათ შორის ბარსას უმთავრესი კონკურენტი „ელ-კატალა“
„Casanova“
სწორედ ამიტომაც ერთი წლის შემდეგ ბარსამ დაიწყო თავისი თამაშების გამართვა სასტუმრო კაზანოვას გვერდით არსებულ მოედანზე. აღნიშნული მოედნის საზეიმო გახსნა მოხდა 1900 წელს მატჩით ბარსელონა - ესპანეთი 0:0. ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით თამაშს ესწრებოდა იმ დროისთვის გიგანტური აუდიტორია ( რაოდენობა 4000 ადამიანი)
„Carretera D hora“
ერთი წლის შემდეგ გუნდმა ისევ გამოიცვალა ადგილსამყოფელი და გადავიდა Carretera D hora - ზე. გახსნით თამაშში ბარსელონამ დაამარცხა ინგლისელ მეზღვაურთა გუნდი. იმ თამაშში ჰეთ-თრიკი შეასრულა ხუან გამპერმა .
„Carrer Mutaner“ , „L'Escopidora“
1905-1909 წლებში ბარსელონა თამაშებს ატარებდა Carrer Mutaner -ზე. გუნდს მაშინ ჰქონდა ყველაზე რთული პერიოდი და იდგა გაბანკროტების საშიშროების ქვეშ. თუმცა გამპერის მიერ გაწეული ტიტანური შრომის შედეგად ბარსელონა გადარჩა. ამ დროისთვის გუნდმა Carrer Mutaner არენდის წესით მიაქირავა „ესპანიოლს“ და თვითონ გადაბარგდა Carrer Paris -ზე (პარიზის ქუჩა). ახალი სტადიონი იყო საუკეთესო მათ შორის, სადაც ბარსელონა უთამაშია. მას შეარქვეს მეტსახელი „L'Escopidora“. აქ იყო ორ იარუსიანი ხის ტრიბუნა, რითაც ესპანეთში ვერც ერთი გუნდი ვერ დაიკვეხნიდა. ასევე მოედანზე იყო დამონტაჟებული პირველი ხელოვნური განათება. თუმცა დროის მცირე მონაკვეთში ეს სტადიონიც ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, ვინაიდან ტევადობა იყო მხოლოდ 6 000, ხოლო თამაშებზე დასწრების მსურველები კი ბევრად მეტი.
„ Les Corts „
1922 წელს კლუბმა ააშენა ახალი სტადიონი „ Les Corts „, რომელიც იტევდა უკვე 30 000 მაყურებელს. „ Les Corts „ -მა რამოდენიმეჯერ განიცადა რეკონსტრუქცია, ვინაიდან მაყურებელთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 1945 წელს ჩატარებული ბოლო სარემონტო სამუშაოების შემდეგ სტადიონის ტევადობა გაიზარდა 60 000 - მდე. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც მიაღწიეს არქიტექორებმა. 1957 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა „კამპ ნოუ“ და ძველი „ Les Corts „ გადაეცა საბავშვო და ახალგაზრდულ გუნდებს.
“Camp Nou”

„კამპ ნოუ“ --- კატალონიური უშრეტი ნაციონალიზმის კერა!
„კამპ ნოუ“ (ბარსელონა, კატალონია)
ტევადობა : 112 000 მაყურებელი
გახსნის თარიღი: 1957 წელი
მოედნის ფართობი: 107x72
„ზევით და ზევით, მეტი და მეტი“ - ასეთი იყო დევიზი ბარსელონაში გრანდიოზული სტადიონის „კამპ ნოუ“ - ს (თარგმანში „ახალი მიწა“) მშენებლობის დროს, რომელიც გაიხსნა 1957 წლის 24 სექტემბერს და კლუბის ხელმძღვანელობას დაუჯდა 66 მილიონი პესეტა. დღევანდელი დღისთვის ეს არის ყველაზე დიდი სტადიონი ევროპაში. სწორედ 1957 წელს გადმოვიდა ბარსელონა თავისი ძველი „Les Corts“ - დან ახალ სტადიონზე. გახსნით მატჩში ბარსელონამ დაამარცხა ვარშავის ლეგია და პირველი გოლი „ახალ მიწაზე“ გაიტანა ბარსას პარაგვაელმა ლეგიონერმა მარტინესმა. უკვე იმდროისთვის გუნდის ხელმძღვანელობა ფიქრობდა ტევადობის გაზრდას 150 000 - მდე. 1971 წელს „კამპ ნოუ“ - ზე გაიხსნა სპორტული დარბაზი, სადაც იყვნენ კალათბურთის, ფრენბურთის და ხელბურთის გუნდები. ასევე სპორტული დარბაზის გვერდით იყო ყინულის მოედანი, რომელზეც იმართებოდა ტურნირები ჰოკეიში. ძირითადი მოედანის გასწვრივ განლაგებულია მომცრო მოედანი.

იქ მოხვედრა შესაძლებელია დახურული გადასასვლელით. აღნიშნული სტადიონი გაიხსნა 1982 წელს და სახელად დაერქვა „მინი-ესტადა“ (თარგმანში „პატარა სტადიონი). „მინი ესტადა“ - ზე ვარჯიშობენ და მართავენ თავიანთ შეხვედრებს „ბარსელონა B“ და ბარსას მოყვარულთა გუნდები. „კამპ ნოუ“ -ს პირველი სერიოზული რეკონსტრუქცია ჩატარდა 1980-1982 წლებში და მას დაემატა ტრიბუნების მესამე იარუსი, რის შემდეგაც ტევადება გაიზარდა 120 000 - მდე. პირველი მატჩი სახეცვლილ სტადიონზე იყო ბელგია - არგენტინა (1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი)!
„კამპ ნოუ“ - ს მორიგი რეკონსტრუქცია მოხდა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის. სტადიონს დაამატეს კიდევ 10 000 ადგილი. 2001 წლისთვის „კამპ ნოუ“ უკვე იტევდა 112 ათას მაყურებელს.
ბარსას დღევანდელ ხელმძღვანელობას ასევე ჩაფიქრებული აქვს სტადიონის რეკონსტრუქცია და რამოდენიმე წელში ვიხილავთ ახალ, ულტრათანამედროვე „კამპ ნოუს“ !!!
სამომავლო პროექტი :
პრეზიდენტი
ჟოან ლაპორტა ----------------------------------6/2003-
მწვრთნელი პეპ გვარდიოლა - ----------------------------2008---
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონი: 19+11929, 1939 ( არაოფიციალური ) 1945, 1948, 1949, 1952, 1953, 1959, 1960, 1974, 1985, 1991, 1992, 1993, 1994, 1998, 1999, 2005, 2006 , 2009
ესპანეთის თასის მფლობელი: 251910, 1912, 1913, 1920, 1922, 1925, 1926, 1928, 1942, 1951, 1952, 1953, 1957, 1959, 1963, 1968, 1971, 1978, 1981, 1983, 1988, 1990, 1997, 1998 , 2009
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 71983, 1991, 1992, 1994, 1996, 2005, 2006
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 31992, 2006, 2009
თასების თასის მფლობელი: 41979, 1982, 1989, 1997
უეფას თასის მფლობელი: 31958, 1960, 1966
ევროპის სუპერ თასის მფლობელი: 21992, 1997
კატალონიის ჩემპიონი: 221902, 1905, 1909, 1910, 1911, 1913, 1916, 1919, 1920, 1921, 1922, 1924, 1925, 1926, 1927, 1928, 1930, 1931, 1932, 1935, 1936, 1938
კატალონიის თასის მფლობელი: 61991, 1993, 2000, 2004, 2005, 2007
Truth is, everybody is going to hurt you; you just gotta find the ones worth suffering for." -Bob Marley