... გუშინ ღამით ვერ დავიძინე, ჰოდა WEB სივრცეში დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ რატომღაც Rustavi2 საიტზე ამოვყავი თავი ... ბევრი რომ არ ვილაყბო - "ვანო ჯავახიშვილის შოუ" -ს რამოდენიმე ჩანაწერს ვუყურე( არ მქონდა ნანახი , ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ).... მერე დავფიქრდი და აღმოვაჩინე , რომ ჩანაწერის ყურების დროს რამოდენიმეჯერ გამეღიმა ... ასევე უსიამოვნო განწყობას იწვევდა "ვანოს ოხუნჯობანი" დამსწრე "მაყურებლის" სტვენა-ალიაქოთის ფონზე ... მისი მომლოდინე მზერა მათდამი, "აპლოდისმენტების" მოლოდინში გაყინული გრიმასით ... უნიჭოდ წარმოდგენილი პოლიტიკური თემებით მანიპულირება ...
ვანოს არ ვიცნობ მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანია, თუმცა რატომღაც შემექმნა შთაბეჭდილება , რომ ... ეს ადამიანი დაქირავებული ხუმარაა, რომელიც კიდევ ერთი ჭანჭიკის მოვალეობას ასრულებს ხალხის დეგრადირებაში ....
ვანო ჯავახიშვილის შოუ This post has been edited by Dorian on 10 Jul 2009, 21:06