24 წლის გიორგი მსხილაძეს ნახევარი წლის წინ დაუდგინდა უმძიმესი დიაგნოზი – მიელომონობლასტური ლეიკემია.გიორგის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და საქართველოში არ კეთდება. ახლობლების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საერთოდ უცნობი ადამიანების დახმარებით მოხერხდა გიორგის ისრაელში გამგზავრება, სადაც თანხების სრულად გადარიცხვის შემთხვევაში მას გაუკეთდება ოპერაცია. ოპერაციის წინა მკურნალობა, ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი საერთო ჯამში ჯდება 130 000 აშშ დოლარი. მოცემული თანხა ამჟამად გიორგის ოჯახს არ გააჩნია. მისი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები, გთხოვთ, ერთად გადავარჩინოთ 24 წლის ბიჭი, ვისაც გაქვთ დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, დავეხმაროთ გიორგის.
დარეკეთ ჯეოსელიდან და ლაილაიდან ნომერზე
7 0 0 - 6 1 0
ზარის ღირებულებაა 1 ლარისააქციო საზოგადოება ‘საქართველოს ბანკი’
ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502
მიმღების დასახელება: ეკატერინე მსხილაძე
მიმღების ანგარიშის ნომერი: 136940800