#62172600 · 14 Jul 2025, 04:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მოვრჩი "ლოლიტას" კითხვას(ერთ დროს კიდევ მქონდა წარუმატებელი მცდელობა).
შესანიშნავია, ამასთან ერთად ამაზრზენი. თავისთავად, პედოფილიაზე დიდი საშინელება არ არსებობს, მაგრამ "ლოლიტა" იმიტომაა დიდი ლიტ. შედევრი, რომ არაერთგვაროვან შეგრძნებებს იწვევს. არ ვიცი, თანავუგრძნო თუ არა ამ საბრალო ავადმყოფ - ჰუმბერტ ჰუმბერტს, უსაშველო ცინიკოსს, მეზღაპრე, სასტიკ და აღვირახსნილი ინტელექტუალს.
მთელი წიგნის განმავლობაში მქონდა შეგრძნება, რომ ჰუმბერტი თვითონაც ვერ ხვდება როდის გვატყუებს ჩვენ მკითხველს, რა მოიგონა და რა არა.(რავიცი, თქვენც ასე გგონიათ?)
ჰუმბერგის ავანდყოფურ სუბიექტურობაში, ლოლიტა ერთი გარყვნილი, უხამსი და ცარიელი ბავშვია, მაგრამ ჰიმბერტივით არ ვუყურებ ამ პერსონაჟს. ლოლიტა ჩემთვის უპატრონო მსხვერპლია, ძალიან ლაღი, სიყვარულის მაძიებელი, მაგრამ ნაადრევად მომწიფებული. ბავშვობა წართმეული ბავშვი, რომელსაც სამართლიანად სძულს ჰუმბერტი. არა იმიტომ, რომ სექაუალურად თანაცხოვრობს ზრდასრულ კაცთან, არამედ ჰუმბერტმა წაართვა ნება/თავისუფლება.
პ.ს. შეუდარებელი დასაწყისი აქვს(ლო-ლი-ტა)!
--------------------
https://alltravelgeorgia.com/
|