ემიგრაცია ხშირად ჩვენს ქვეყანაში აღიქმება არასწორად, (ხანდახან სამშობლოს ღალატადაც კი), ასეთი დამოკიდებულება ამ მოვლენასთან ალბათ კომუნისტური რეჟიმის დამსახურებაა , იმ ავად სახსენებელ წლებში ადამიანებს რომლებიც გადაწყვეტდნენ საბჭოთა კავშირის დატოვებას , აუცილებლად აკერებდნენ იარლიკებს ,ისინი ან "შპიონები" იყვნენ ან "ნარკომანები" ან მოღალატეები და ა.შ. სინამდვილეში კი ემგრაციაში ცუდი არაფერია ევროკავშირში ამ ამბავში ინგლისელები ლიდერობენ (სხვათა შორის ყველაზე მოგზაური ერის ტიტულიც ინგლისელებს ეკუთვნით) ლონდონში გამოკითხულების 40% ემიგრაციაზე ფიქრობს და მერწმუნეთ ამ ადამიანების პატრიოტიზმში არავის ეჭვი არ ეპარება ხანში შესული ბრიტანელები როგორც წესი საბერძნეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში მიბრძანდებიან. ახალგაზრდები კი აშშ-ში, კანადაში ან ესპანეთში . მოკლეთ არ დაუჯეროთ ბებიებს, ბაბუებს, დედიკოებს და მამიკოებს ემიგრაციაში ცუდი არაფერიააა! სწორად გამიგეთ მე არავის არ მოუწოდებ ჩემოდნების ჩალაგებას ,უბრალოთ სწორი დამოკიდებულება უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხის მიმართ ქვეყანაში მეტი არაფერი
ბრიტანეთში გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ერთი რაღაცა შევამჩნიე იქაურ ქართველ ემიგრანტებს, არც ერთს არ სიამოვნებდა ღიად საუბარი დეტალებზე არ ვიცი რატომ ალბად ყველას საპატიო მიზეზი ქონდა არ ვიცი იქნებ აქ მაინც გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, დავეხმაროთ ერთმანეთს ,ვფიქრობ ფორუმზე უფრო გულახდილები იქნებიან ემიგრანტებიც და მომავალი "სამშობლოს მოღალატეებიც"
ჩემი მხრიდან მე დავწერ მოკლედ იმას რაც ვიცი
ემიგრაციის სახეობები (გზები,ხერხრბი,მოკლედ რაც გაგიხარდებათ ის დაარქვით)
1) ბიზნეს ემიგრაცია- ყველაზე "კრუტოი" ტიპებისთვის, ვისაც ძააან ბევრი ფული აქვს პლიუსები: შედარებით მოკლე ხანში მთავრდება პროცესი . მინუსები: საწესდებო კაპიტალია საჭირო, (ასი ათასობით დოლარზეა საუბარი, თანხის სიდიდე დამოკიდებულია ქვეყანაზე)
2) პროფესიული ემიგრაცია- კანადა ,ავსტრალია, ახალი ზელანდია ყოველ წელიწადს იღებენ ემიგრანტებს რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნებს(სტაჟი ,პროფესია,წლოვანება და ა.შ.) პლიუსები:შედარებითი სიიაფე. მინუსები:როგორც წესი პროცესი იწელება დროში(6-თვიდან 2 წლამდე თუ არ ვცდები), მოთხოვნებია მკაცრი+გასაუბრება, ფაქტიურად გამოცდა საკონსულოში
3) თავშესაფრის მოთხოვნა- ვიღებთ ვიზას ჩავდივართ ქვეყანაში და პოლიციის განყოფილებაში ვითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს. პლიუსები :ყველაზე მალე და იაფად ვხვდებით სანატრელ ქვეყანაში და ლეგალურად ვრჩებით "სამოთხეში", მინუსები:ყველაზე მალე შეიძლება დაგვაბრუნონ ყვავილების ქვეყანაში(საქაღთველოში)
აქ დიდი მნიშვნელობა აქვს საბუთებს ანუ უნდა დაამტკიცოთ რომ მართლა გავიწროვებენ სამშობლოში , ძალიან მნიშვნელოვანია კაი ადვოკატის ყოლა ასეთ საქმეში.
4) ფიქტიური ქორწინება: პლიუსები - მე-3 ვარიანტთან შედარებით ადვილად მიდის პროცესი. მინუსები: ძვირი სიამოვნებაა, ზოგ ქვეყანაში იწელება რამოდენიმე წელი.
თუ რომელიმე ხერხი გამომრჩა თქვენ დაამატეთ.
მოკლედ ვისაუბროთ ამ თემაზე აქ, მე არ მაქვს პრეტენზია ჩემს მიერ დაწერილი ტექსტის 100%-იან სისწორეზე, თუ შემეშალა რამე შემისწორეთ თამამად ,არ მოგერიდოთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება გამოცდილი ხალხის აზრი, როგორც ვხვდები ფორუმზე ბევრი წერს უცხოეთიდან, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება
This post has been edited by gio0000 on 14 Jul 2009, 14:30