მოსამართლეზე, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დისციპლინური დევნა დაიწყო.
[კახეთის საინფორმაციო ცენტრი]
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გიორგი გოგიჩაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო.
მოსამართლე გოგიჩაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, არ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ”ახალი მემარჯვენეების” მხარდამჭერს კოტე კაპანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად, 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
იმავე სასამართლო პროცესზე, როცა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, მოსამართლე გოგიჩაშვილმა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ხვიჩა ბეგიაშვილს საჯაროდ მისცა შენიშვნა და გააფრთხილა, რომ ნუ არღვევდა დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმფციას.
მოსამართლის ამ შენიშვნას პროკურორის გაღიზიანება დარბაზშივე მოჰყვა. მოგვიანებით, კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავის რაინული სასამართლოს ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე გოგიჩაშვილის ბრძანება ბათილად სცნო და კოტე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კახეთის საოლქო პროკურატურა კაპანაძეს 2007 წელს, საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დროს, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლე გოგიჩაშვილის დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა ნანა ვასაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამის შესახებ ვერაფერს გვეტყვის.
* * *
კრავთა დუმილი.......................
რა ავბედითია ეს ლიბერისტული 3,14დეცინტელექტუალიმზი
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა