საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონი?ჩემი პასუხია:
არა!პოლის გახსნას შეგნებულად ავარიდე თავი, რადგან იქ ადამიანები ხშირად არც კი კითხულობენ, არ უღრმავდებიან საკითხს და ბრმად გამოთქვამენ აზრს.
მე ვფიქრობ საქართველოში არასოდეს არ უნდა ამოქმედდეს ლუსტრაციის კანონი და აი რატომ:
-დასავლეთ ევროპის რომელიმე სახელმწიფოს არც ხელმძღვანელობას და არც უბრალო მოქალაქეს აზრადაც არ მოუვა, გულშიაც კი არ გაივლებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტს სამშობლოს ღალატი დასწამოს და ამ გზით სამუდამოდ მოიშოროს თავიდან. ჯერ ერთი ისინი ამას ვერ და არ იკადრებენ, მეორეც მათთვის ხელისუფლება და ძალაუფლება უზომოდ გამდიდრების, "ცვეტში გამოსვლის" და კანონზე ზემოთ დგომის პრივილეგია არაა, პირიქით, ეს ზედმეტი პასუხისმგებლობა, პირად ცხოვრებასა და გართობაზე პრაქტიკულად უარის თქმა და კანონის წინაშე მუდმივად ფრთხილად ყოფნის და განსაკუთრებული სიმძიმით პასუხისგების საფრთხეა.
- საქართველოში მოგეხსენებათ ხელისუფლებაში ყველა იმიტომ მოდის, რომ 10 წელიწადში მათი ქონება მინიმუმ 100-ჯერ გაიზარდოს, როცა მოუნდებათ და რა კანონიც მოუნდებათ ის დაარღვიონ, რადგან მათ პასუხს არავინ მოსთხოვს და საერთოდ დროის უდიდესი ნაწილი ფულის კეთებასა და შემდეგ ამ ფულით "გრიალს" მოახმარონ და არა იმ საქმეს რაც წესით აკისრიათ. ამის გამო საქართველოში არსებული ნებისმიერი ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში რაც მე მახსოვს და მათ შორის
განსაკუთრებით ამჟამინდელი, არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ზემოთ ჩამოთვლილ ამქვეყნიურ სიამეებს, ყოველთვის ეცდება მათი პოლიტიკური ოპონენტების (ანუ ამ სიამეთა პოტენციური მოცილეების) თავიდან მოშორებას ნებისმიერი გზით. ამისთვის კი ლუსტრაციის კანონი ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა, რადგან საქართველოში ადამიანების რეაბილიტაცია არასოდეს ხდება და ეს ისეთი ლაფი იქნება ლუსტრაციის კანონის მიერ გამოვლენილთათვის, მათ შთამომავლობასაც რომ წამოაძახებენ თუნდაც 100 და 200 წლის შემდეგ.
-ეს საკითხი ყოველთვის მაინტერესებდა, ბოლო წლების განმავლობაში 20-ზე მეტ კომპეტენტურ ადამიანს ვესაუბრე ამ საკითხზე (პოლიტიკოსებს, იურისტებს, უშიშროებისა და შსს-ს ძველ და ამჟამინდელ თანამშრომლებს და პროფესიონალ არქივარიუსსაც კი). ყველა მათგანს ერთ შეკითხვას ვუსვამდი:
არსებობს თუ არა რამე 100%-ნი მექანიზმი ხელისუფლების მიერ მიღებული ლუსტრაციის კანონით გამოვლენილი აგენტების აგენტობის გადამოწმებისთვის? როგორ დავიჯეროთ უბრალო მოკვდავებმა, რომ ის რასაც ხელისუფლება გვეტყვის უტყუარი იქნება?
აქაურ სტაჟიან იუზერებს გეხსომებათ ძუძუმბოს დადებული ჩაყვითლებული, ღიმილის მომგვრელი "დოკუმენტები", რომლებიც ვითომდა საბჭოთა კაგებეს კარტოთეკებიდანაა მოპოვებული

1. რა ვიცით ჩვენ ის ბლანკები სინამდვილეში როგორია?
2. რომც ვიცოდეთ, სადაც ის შევსებული ბლანკებია, იქვე ცარიელიც იქნება და რატომ ვერ ჩაწერს მავანი ნებისმიერ სასურველ პირს იმ ბლანკში?
3.რას გვაძლევს ჩვენ მშრალი ინფორმაცია, სადაც მხოლოდ წერია, რომ, მაგალითად: " მიხეილ სააკაშვილი, კოდური სახელით "მურზილკა", პროფესიიტ სამართალმცოდნე არის აგენტი. (ამა თუ იმ რანგის)"? ანდა ნებისმიერი ფურცელზე დაწერილი ინფორმაცია?
4. ხომ ვთანხმდებით, რომ ნამდვილად არსებობს საშიშროება (მითუმეტეს ამ ხელისუფლებისგან) ასეთი ტიპის სიებში ნებისმიერი რაოდენობით ტყუილად მოხვედრილ ადამიანების?
თუკი ამ კანონს მაინც მიიღებენ, მაშინ ის უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ ადამიანებზე ვისზეც არსებობს (თუ არსებობს) ვიდეო-აუდიო მასალით განტკიცებული ფაქტები, ოღონდ არა ისეთი იუმორისტული სკეტჩები რომელსაც ბოლო 2 წელია ვანოს შოუს სტუდია გვიჩვენებს, არამედ ისეთი
სადაც ნათლად და ეჭვსგარეშე ჩანს, რომ აგენტი სახელმწიფო საიდუმლოებას გასცემს (გადასცემს) უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს.
ძალიან გთხოვთ, პასუხი დაასახელეთ კონკრეტულად:
დიახ
არა
არ ვიციდა შემდეგ მოიყვანეთ თქვენი არგუმენტაცია თუ რატომ.
მე ვფიქრობ ყველაზე საინტერესო ჩემს მიერ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხია, თორემ თავისთავად იდეას, აგენტების გამოვლენისა მეც მივესალმები.
This post has been edited by analgin on 17 Jul 2009, 11:22
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey