რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5
ეგვიპტური „ფრეში“ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ქარხნების აწყობას იწყებს.
ასაწყობი ქარხნით 
დატვირთული პირველი გემი ფოთის პორტში დღეს შემოვიდა. როგორც ``ფრეშის`` პარტნიორი კომპანიის „ჯორჯიან ინთერნეიშენალ ჰოლდინგის“ დირექტორმა მიხელ თიგიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ქარხნის აწყობა მომავალ კვირაში დაიწყება და პროცესი სავარაუდოდ თვის ბოლოს დასრულდება.
მეორე ქარხანა საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვა. “ფრეშმა“ საკუთარი ქარხნები ევროპაში დაშალა და მათ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ააწყობს. ინდუსტრიული ზონა ქუთაისის ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იფუნქციონირებს.
საწყის ეტაპზე იქ საყოფაცხოვრებო ნივთების ქარხანა აშენდება. მთლიანად "ფრეშის" საინვესტიციო პროექტი კი 12 ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. „ფრეში“ ინდუსტრიულ ზონაში 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=9864&ct=2ეხლა რას იტყვით სკეპტიკოსებო,კიდევ იცინიკოსებთ??
ბარემ მუშა ხელიც ჩამოეყვანათ,ჩვენ ხომ სამუშაო ხელის უკმარისობას განვიცდით..
This post has been edited by ასიდი on 17 Jul 2009, 21:06