Levani_8_9
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8540
წევრი No.: 62031
რეგისტრ.: 22-May 08
|
#14780209 · 21 Jul 2009, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლოოლ რამდენი ხანია ასეთი სირული ინტერვიუ აღარ წამიკითხავს Harry PotterQUOTE | ჩემთან არ ხსნის და დადეთ რა სტატია აქა? |
"კოკო გამსახურდია აღმოჩნდა ისეთი პატარა ადამიანი, ვერც კი წარმოვიდგენდი"
სკანდალური ჟურნალისტის სკანდალური ინტერვიუ
"როდესაც მასალას გააკეთებ და არავინ გამოგეხმაურება, გამოდის, ყველაფერი ტყუილად დაგიწერია,"- გვითხრა ჟურნალისტმა ია დანელიამ, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, მთელი ცხოვრება სკანდალებშია გახვეული".
- ქართული ტელესივრცე ორ ნაწილად, ოპოზიციურ და სახელისუფლებო ტელეარხებად არის გახლეჩილი. მათ შემყურეს, ტელემაყურებელს ამა თუ იმ მოვლენაზე დამოუკიდებელი აზრის გამოტანა ნამდვილად გაუჭირდება. სახელისუფლებო არხები გადაცემებში ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ეპატიჟებიან, მაგრამ მხოლოდ დეკორაციის მიზნით. რაც შეეხება ოპოზიციურ ტელეარხებს, - "მაესტროსა" და "კავკასიაზე" შესაძლებელია განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ თბილისის გარეთ არ მაუწყებლობენ. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება უწევს - პური იყიდოს თუ ერთლარიანი გაზეთი. ამიტომ ურჩევნიათ, ტელევიზორს უყურონ, მაგრამ იქ სიმართლეს არავინ ამბობს.
- რა მდგომარეობაა პრესაში? - ქართული პრესა ოპოზიციურია, გარდა გაზეთ "პრაიმ ტაიმისა", რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. მგონი, ოპოზიცია შურს იძიებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა ასე გააუპატიურა მთელი ბეჭდვითი მედია.
- ეს როგორ გავიგოთ? - პრესა მაშინ გახდა ოპოზიციური, როდესაც მიშამ განაცხადა, გაზეთებს არ ვკითხულობო.
- როგორ გგონიათ, მართლა არ კითხულობს სააკაშვილი გაზეთებს? - რასაკვირველია, კითხულობს. მე, მიშა და ჩემი თაობის ჟურნალისტები ერთად მოვდივართ. არ მახსოვს, სააკაშვილს რომელიმე გაზეთი წაუკითხავი დარჩენოდა მაშინაც კი, როდესაც კომიტეტის ან ფრაქციის თავმჯდომარე იყო. მეტსაც გეტყვით, მას ახსოვს ყველა სტატიის სათაური და ავტორი. როდესაც "პირველ არხზე" ვმუშაობდი, სააკაშვილი კიევის უნივერსიტეტში სწავლობდა. იგი ჩემზე სამი წლით უფროსია. ტელევიზიის ლიტერატურული განყოფილების მთავარი რედაქციიდან კიევში მივლინებით გავემგზავრეთ. მახსოვს, ტარას შევჩენკოს დღეები იმართებოდა, სადაც მიშა სიტყვით გამოვიდა და სამ ენაზე ისაუბრა. იმხანად სტუდენტი სააკაშვილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან კიევში იმდენმა დიდმა ქართველმა მოიყარა თავი, რომ...
- კიევში გაიცანით სააკაშვილი? - მისი გაცნობის მომენტი ნამდვილად არ მახსოვს. თურმე მისთვის ჩემი ბინის ტელეფონის ნომერიც მიმიცია. რვა წლის შემდეგ, როდესაც მიშა ფრაქციის თავმჯდომარედ დაინიშნა, შევხვდი და ჩემი ბინის ტელეფონის ნომერი ზეპირად მითხრა.
- აღნიშნეთ, რომ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ გაზეთი "პრაიმ ტაიმი" კონტროლდება. თუ ეს იცოდით, რატომ მუშაობდით ამ გაზეთში? - ეს ამბავი თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ იმიტომ მივედი ამ გაზეთში სამუშაოდ, რომ იქ ჩემთვის საინტერესო ადამიანები მუშაობდნენ... არც ხელფასს დავხარბებივარ, სულ რაღაც, 500 ლარი მქონდა ანაზღაურება.
- ამბობენ, რომ ეს გაზეთი გიგი უგულავას ექვემდებარება... - ხუთ შვილს გეფიცებით, არ ვიცი. უბრალოდ, ამ გაზეთში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს ლანძღავენ და მათ პირად ცხოვრებაში იქექებიან.
- გიგი უგულავას ახალი სიყვარულის ისტორიაზეც ხომ ვრცლად დაწერეთ? - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი თვითონ უგულავას დასჭირდა. დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაში ეს სტატია არ დაიწერებოდა. სხვათა შორის, იმავე დღეს ანალოგიური შინაარსის მასალა სხვა გამოცემაშიც გამოქვეყნდა. შეიძლება ასეთი დაკვეთა იყო. არ მგონია, ეს უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო.
- ია, თქვენ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ჟურნალისტად მიგიჩნევენ... - მთელი ცხოვრება პოლიტიკაზე ვწერდი და "პრაიმ ტაიმშიც" სწორედ იმიტომ მივედი, რომ პოლიტიკაზე დამეწერა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. ცხოვრებაში პირველად მომიწია ყვითელ პრესაში მუშაობამ და მეგონა, მსახიობებთან და მომღერლებთან მუშაობა გაცილებით ადვილი იქნებოდა. თურმე, ხელოვნების სფეროც ძალიან ბინძური ყოფილა. მახსოვს, როდესაც "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ვიყავი, რედაქციაში ასეთ ამბავს შევესწარი - ჩემს მოადგილეს იმჟამინდელი "ძვირფასი" პარლამენტარი კობა ამირხანაშვილი ადგა თავზე, მისთვის პირში იარაღი ჩაედო და მოკვლით ემუქრებოდა. მახსოვს, გია ჯოხთაბერიძე როგორ მომივარდა რედაქციაში და გამლანძღა. მერე სამი თვის განმავლობაში ყოველ დილით მირეკავდა, მაგინებდა და მოითხოვდა, თქვენივე გაზეთის საშუალებით ბოდიში მომიხადეო. მოკლედ, მთელი ცხოვრება სკანდალებში ვარ გახვეული. არადა, მშვიდი ადამიანი ვარ.
- იმ ინტერვიუზე ვისაუბროთ, რომელიც მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ჩაწერეთ... - თამრიკო ჭოხონელიძესთან ინტერვიუზე გაზეთ "პრაიმ ტაიმის" მთავარი რედაქტორის, თამუნა გორთამაშვილის დავალებით მივედი. მას უნდოდა, თამრიკოს ოჯახური ამბები დაწვრილებით გამეგო. რედაქციაში ითქვა კიდეც, რომ ეს ამბავი მოძველებული იყო და საინტერესოს ვერაფერს დავწერდით.
- აბა, რატომ წახვედით? - იმიტომ, რომ არც თამრიკო და არც მისი მეუღლე ოჯახის დანგრევას არ აღიარებდნენ. ამ მასალაზე ერთდროულად სამი ჟურნალისტი ვმუშაობდით. ერთი მათგანი ეკა მამალაძესთან წავიდა, მეორე - გიასთან, მე კი - თამრიკოსთან. ვიდრე ინტერვიუზე წავიდოდი, ჩემი კოლეგების მიერ მოპოვებული ეკა მამალაძისა და გია როინიშვილის კომენტარები წავიკითხე. გია ამბობდა, რა დროს ეკა მამალაძეა, ახალი სიყვარული მეწვია და ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებს საზოგადოებაო. როგორც ქალს, ცუდი განწყობა დამეუფლა. თამრიკოსთან ფოტოკორესპონდენტიც მახლდა. მინიშნებებით დავუსვი კითხვები ოჯახური ცხოვრების შესახებ. მიჭირს პირდაპირ ასეთი შეკითხვის დასმა.... როდესაც დიქტოფონი გამოვრთე, ფოტოკორესპონდენტს ვთხოვე, ცოტა ხნით ოთახიდან გასულიყო. ამის შემდეგ თამრიკოს ვუთხარი, რომ გიას ახალი სიყვარული ჰყავს. ალბათ, ამ ფაქტმა იმოქმედა მასზე, მაინც ქალია... და ისეთი რაღაცები მომიყვა პირად ცხოვრებაზე, რომ... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არც დამიწერია და არც თქვენთან ვიტყვი.
- იმ ინტერვიუში ნათქვამი იყო, რომ ოლეგ მელნიკოვი და ეკა მამალაძე საყვარლები არიან... - თამრიკომ მითხრა, რომ ახლა ეკა მის ქმართან აღარ დადის და რომანი აქვს გაჩაღებული ოლეგ მელნიკოვთან. ეს ამბავი ეკლესიაში გავიგე და შოკში ვარო.
- ქალბატონმა თამრიკომ პრესის ფურცლებზე განაცხადა, ოლეგ მელნიკოვზე კი არა, ვინმე მწერალ მელნიკოვზე იყო საუბარიო... - რა სისულელეა! როდესაც რედაქციაში მივედი, ეს ინფორმაცია ისე აიტაცეს, რომ რედაქტორმა თაკო ფხაკაძემ მომთხოვა, სასწრაფოდ ხელახლა დაურეკე თამრიკო ჭოხონელიძეს, მელნიკოვზე ხელახლა ჰკითხე და მისი საუბარი დიქტოფონზე ჩაიწერეო. ასეც მოვიქეცი. თამრიკომ კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მელნიკოვზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რაც დიქტოფონის გარეშე მითხრა, მართლა არ დამიწერია. დავინდე. ამის შემდეგ თამრიკო ტორტით მესტუმრა შინ. გარდა პირველი აბზაცისა, სადაც გირგვლიანის მკვლელზე საუბრობდა, მთელი მასალა წავაკითხე.
- იმიტომ, რომ მაგ აბზაცს ამოგაღებინებდათ? - რას ჰქვია ამომაღებინებდა? მან ხომ ეს ინფორმაცია მეორედაც დაადასტურა და მე ამის ჩანაწერიც მაქვს. ვიდრე გაზეთი გამოვიდოდა, ტელევიზიაში გავიდა რეკლამა. თამრიკომ დამირეკა და მთხოვა, იქნებ ეს ინტერვიუ საერთოდ გავაუქმოთო. ვთხოვე, რედაქციაში მოსულიყო, რათა რედაქტორთან გაერკვია საქმის ვითარება. მართლა მოვიდა ქალიშვილთან და დასთან ერთად და თქვა, შემეშალა, მაპატიეთო.
- ბევრი ამ ინტერვიუს არ დაბეჭდავდა... - ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, იმ სტატიას ნაფლეთებად ვაქცევდი. იცით, თამრიკო რედაქციაში როგორ ტიროდა? გული მომიკვდა... ნანობდა, მელნიკოვზე რომ ილაპარაკა, თორემ დანარჩენი არ აღელვებდა. როდესაც მიხვდა, სტატიას არავინ ამოიღებდა, თაკო ფხაკაძეს სთხოვა, ოლეგ მელნიკოვის ნაცვლად, პიანისტი მელნიკოვი ჩავწეროთ, რომელიც ნამდვილად არსებობსო. მოკლედ, თამრიკო ჭოხონელიძეს ისე შეეშინდა, რომ მისთვის უკვე სულერთი იყო... რედაქციიდან გასვლისას, მოგვიტრიალდა და გვითხრა, ყველას შვილები გყავთ და თქვენს გულებში ჩაიხედეთო.
- თქვენ არ სთხოვეთ რედაქტორს, მასალა არ დაებეჭდა? - ამაო მცდელობა იქნებოდა.
- ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ თუ შეგეხმიანათ? - გაზეთის გამოსვლიდან მეორე დღეს მომწერა, რამდენი გადაგიხადეს ამ სტატიაშიო. პასუხი არ გამიცია, რადგან კიდევ უფრო გაღიზიანდებოდა. არადა, ამ მასალაში 25 ლარი გადამიხადეს. ვფიქრობ, თამრიკოს შეცდომა არ დაუშვია, უბრალოდ, შური იძია თავის კონკურენტზე. თვითონ რომ არ მიეცა ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეს ამბავი ყველას მეორე დღესვე დაავიწყდებოდა. თუ მართალი იყო, ეჩივლა ჩემთვის, მაგრამ მისი საუბრის ჩანაწერი მაქვს და ჩივილი ხელს არ აძლევს.
- რატომ წამოხვედით გაზეთ "პრაიმ ტაიმიდან"? - კოკო გამსახურდიასა და ლალი მოროშკინაზე სკანდალური მასალის მომზადების გამო. სამწუხაროდ, კოკო გამსახურდია აღმოჩნდა ისეთი პატარა ადამიანი, ვერც კი წარმოვიდგენდი. არადა, მას უდიდეს პატივს ვცემდი, როგორც დიდი კონსტანტინესა და ზვიად გამსახურდიას შთამომავალს. ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ ვაპირებდი პრესკონფერენციის გამართვას, ყველასთვის რომ მეთქვა, ვინ არის ეს ადამიანი. ხომ შეიძლება, ხვალ კოკო გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდეს. ამიტომ საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს ამ ადამიანზე ყველაფერი, მაგრამ მოვერიდე კიდევ ერთ სკანდალს.
- მაინც რა მოხდა, დაგემუქრათ? - არა, არა... კოკო რისი დამმუქრებელია. როცა ლალი მოროშკინას დავუკავშირდი, რუსეთში იყო და მითხრა, ეს ამბავი არ დაწერო, თორემ გიჩივლებო. ამის შემდეგ დავურეკე კოკოს. მან მიპასუხა, ეს ქალი "ბოქსიორს" ჩემით ვერ ჩაანაცვლებდაო. ბოქსიორში გიორგი კანდელაკს გულისხმობდა. თუ ჩემი ნამდვილი სიყვარულის ამბავი გაინტერესებთ, მობრძანდით და მოგიყვებითო. ვესტუმრე შინ, სადაც მისი სიდედრიც ცხოვრობს. მან თავისი შეყვარებული ქალის ფოტოები ვებგვერდ "ოდნოკლასნიკებზე" დამათვალიერებინა, მომიყვა უამრავი ამბავი, ინტიმური დეტალებიც კი...
- ვინ არის ეს ქალი? - ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ვინმე ეკა კიტია... ამის შემდეგ მოხდა რაღაც, რაც ჯერჯერობით არ გამიხმაურებია.
- ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დაგირეკათ კოკო გამსახურდიამ? - პირიქით, მე დავურეკე და ვუთხარი, რომ ვატარებ პრესკონფერენციას, რომელიც მას და მის არაადამიანურ ქცევას მიეძღვნებოდა. ისე დაპატარავდა და შეშინდა, დარწმუნებული ვარ, ერთი კვირის განმავლობაში არაფერი უჭამია.
- თქვენი ნებით წამოხვედით "პრაიმ ტაიმიდან" თუ რედაქტორმა დაგითხოვათ? - რედაქტორმა მითხრა, ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთო და მეც სიამოვნებით დავემშვიდობე. წესით, გაზეთს ჩემნაირი ჟურნალისტი აუცილებლად უნდა ჰყავდეს, მაგრამ თაკო ფხაკაძე არ არის "გაზეტჩიკი". მთელი ცხოვრება ტელევიზიაში მუშაობდა და ვერ გათვალა, რა კარგია სკანდალები გაზეთისთვის.
ნინო მაისურაძე ”ყველა სიახლე”
This post has been edited by Levani_8_9 on 21 Jul 2009, 00:33
|