საინტერესო საკითხია. დღევანდელ მოვლენებსაც ეხმიანება ამიტომ გავხსნი აქ ამ თემას.
მოკლედ თემაა არის შემდეგი, ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის შეიქმნა ურთიერთ განადგურების პოტენციალი.
ბალანსი იყო შემდეგი:
თუ ერთი გადაწყვეტდა მეორეზე შეტევას, პასუხი იქნებოდა ისეთი რომ, განადგურდებოდა შეტევის ინიციატორიც. ამიტომ ეს ბალანსი იყო დაცვის მთავარი მექანიზმი.
ბალანსი ირღვეოდა მხოლოდ ორ შემთხვევაში.
თუ რომელიმე მხარე ბირთვული აირაღის გარეშე დარჩებოდა ან თუ რომელიმე მხარე შექმნიდა ისეთ ანტი სარაკეტო სისტემას, რომ ის დაცული იქნებოდა ბირთვული შეტევისგან.
ამიტომ 1972 წელს ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა დადეს ხელშეკრულება 30 წლიანი. სახელწოდებით ABM.
რომელიც ითვალისწინებდა, თითოეული მხარე იზღუდებოდა ორი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსით, რომელთაგან თითოეული უნდა შემოფარგლულიყო 100 ანტიბალისტიკური რაკეტით.
ამით ისენი დაიცავდნენ საკუთარ დედაქალაქებს პირველი შემოტევისგან. მაგრამ ვერა უფრო დიდი შეტივსგან და ვერც ქვეყნის სხვა ტერიტორიებს.
ეს ბალანსი დაცული იყო 2002 წლამდე.
2001 წელს ბუშმა განაცხადა, რომ მათთვის საჭირო იყო ანტი სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რადგან ბირთვული სახელწიფოები იყვნენ არაპროგნოზირებადი და მათი შანტაჟისგან ამერიკა დაცული უნდა ყოფილიყო. ამას მოყვა ამერიკაში დიდი კრიტიკა, რომ ეს ქმნიდა საფთხეს ბირთვული ომის. კრიტიკა უშედეგო იყო.
2002 წელს ამერიკამ ცალმხრივად უარი განაცხადა ხელშეკრულების გაგრძელებაზე და გავიდა შეთანხმებიდან.
გაჩნდა შიში, თუ აშშ მოახერხებდა ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას, ის განახორციელებდა ბირთვულ შეტევებს.
ამის საპასუხოდ, პუტინმა გასცა ბრძანება გაეძლირებინათ ბირთვული სისტემები იმგვარად რომ, მათი შეტევიტი პოტენციალის შეკავება ვერ მოეხერხებინათ ამერიკის თავდაცვის სისტემებს.
2018 წლის 1 აპრილს, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ტექნოლოგიურად ახალი სარაკეტო სისტემების შემუშავების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს იყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან აშშ-ს გასვლის საპასუხო ქმედება. მის განცხადებებს ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები მოიხსენიებდნენ, როგორც დიდწილად ტრაბახა ტყუილს, მაგრამ ასევე დადასტურებას, რომ „რუსეთი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ავითარებს მადესტაბილიზებელი შეიარაღების სისტებს, ხელშეკრულების ვალდებულებების უშუალოდ დარღვევით.
კომპლექსიდან ერთ ერთი რაკეტა რუსეთმა გამოსცადა 2018 წელს.
https://www.bbc.com/news/world-europe-43362213პუტინი ირწმუნებოდა რომ, რაკეტას აქვს არაპროგრნოზირებადი ტრაექტორია და შეუზღუდავი რადიუსი.
მისი თქმით ეს რაკეტები შეიქმნა, აშშ ს ქმედებების საპასუხოდ, რადგან ის აძლიერებეს ანტისარაკეტო სისტემების შექმნას.
ასევე პუტინმა თქვა, რომ ეს ისეთი იარაღია ნატოს ტერიტორიების გაზრდას აზრიც აღარ აქვს.
თემაზე შეშფოთება დააფიქსირეს ნატომ და იაპონიამ, რომ რუსეთი სახიფათოდ ანვითარებს იარაღს.
პენტაგონმა განაცხადა, რომ მათ ეს არ გაკვირვებიათ დიდი ხანია იცოდნენ რუსები ქმნიდნენ ამას. მაგრამ ამერიკა მშვიდადაა რადგან ამისთვის სრულყოფილად მომზადებულია.
ესაა თემა მოკლედ.
...............................................................
რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა ჰიპერბგერითი რაკეტა კინჟალი.
რომლის გამოყენება იქნა შეფასებულად ე.წ. კუნთების თამაშად. რაც გააგრძელებაა 2018 წლის თემის.
რომ რუსეთს გააჩნია ეს პოტენციალი და რასაც უკრანიაში აკეთებს ეს მხოლოდ დასაწყისია და მას თუ მოთხოვნებს არ შეუსრულებენ აქვს მეტი პოტენციალიც და თავხედობაც.
აქედან გამომდინარე გაჩნდა ვარაუდები, რომ რუსების გეგმები უფრო შორს მიმავალია და ისენი შეუტვენ ნატოს ბაზებსაც.
ასევე მნიშვნელოვანია მას შემდეგ რაც იაპონია სანქციებს შეუერთდა, რუსეთი ცალხმრივად გავიდა იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უარს ამბობს სადაო კუნძულების იაპონიასთან ერთად ათვისების სამშვიდობო ლაპარაკზე. თეორიულად ამან შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის დაძაბვა.
მოკლედ ეს მდგომარეობაა რაც ამოვკითხე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან. შესაძლებელია ეს ყველაფერი ერთობლიობაში ნიშნავდეს იმას, რომ რუსებმა ჩათვალეს რომ, ბირთვული პოტენციალის ბალანსი მათ სასარგებლოდ გადაიხარა. მათ შეუძლიათ დააშანტაჟონ აშშ და შექმნან ევროპაში მათთვის სასურველი გეოპოლიტიკური გარემო.
თუ ამერიკა შანტაჟს აყვა რეალურად იქნება ვითარება რაც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანია და საბჭოთა კავშირი პოზიციონირებდნენ ისე, რომ ისენი ერთმანეთს არ დაესხმებოდნენ თავს ისე გაატარებდნენ თავის ინტერესებს. სანამ გერმანიამ ეს შეთანხმება არ დაარღვია.
თუ ეს ესეა და ამერიკა დათმობებზე წავიდა, ჩავთვალოთ რომ ნატო დასრულებულია და რუსები შეეცდებიან ბალანსის შეცვლას ევროპაში.
ამიტომაა ესე შეშფოთებული და ევროპაც და ამერიკაც. ფიქრობენ გამოსავალზე როგორ აირიდონ რუსებისგან ეს საფთხე.