საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მემკვიდრეობით დარჩა ჯანდაცვის ე. წ. ,,სემაკშო"-ს სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა ჯანდაცვის სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებას და სისტემის მკაცრ ცენტრალიზაციას. ჯანდაცვის სემაშკოსეული სისტემა არარაციონალური იყო და დამოუკიდებელ საქართველოში, ახალი ეკონომიკური წყობის ჩამოყალიბების პირობებში ჯანდაცვის სისტემა ვეღარ ასრულებდა თავის ფუნქციებს.
საქართველოს მთავრობამ 1995 წელს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა სისტემის დეცენტრალიციას, დაფინანსების წყაროების შეცვლას, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, სისტემის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებას და სხვა.
რეფორმის ფარგლებში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. შეიქმნა კანონმდებლობა, განვითარდა ჯანდაცვის დაზღვევა, შემუშავდა განვითარების სტრატეგიები და სხვა.
ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯებესებას და მოსახლეობის საშიში დაავადებებისაგან დაცვა ისახავდა მიზნად. ბოლო წლებში სახელწიფოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ღარიბი მოსახლეობის სამედიცინო ხარჯებით გამოწვეული რისკებისაგან დაცვას.
,იუხედავად ყველაფრისა რეალურად საქართველოს მთლიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით და ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია.
თუმცა რეფორმა გრძელდება...
როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში>>??
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ უკეთესი ჯანდაცვა გვქონდეს??
* * *
პ.ს. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მოდერი თუ აპინავს კარგი იქნება
* * *
ამ თემაზე მსჯელობის სურვილი არავის აქვს???