ვიწყებთ მესამე უშოუდაუნო უსასრულო მსჯელობას, განხილვას, ბედ ბითების გინებას და უბრალოდ საუბარს ამ ერთერთ უგენიალურეს გამოგონებაზე, რომელიც გვაძლევს ადვილი ფულის მოგების იმედს არაადვილ გარემოებებში.
აქ დავდებ
iliaxის მიერ გაკეთებულ (დაწერილს ვერ ვიტყვი, ჯერ ბრანსონი არ ხარ

) გაკვეთილებს დამწყებთთათვის და არც თუ ისე დამწყებთათვის
მაშ ასე
ტეხასური ჰოლდემის წესები ტეხასური ჰოლდემის წესები
ტეხასური ჰოლდემი ითვლება ყველაზე პოპულარულ პოკერის სახეობად, პოკერის ლეგენდამ დოილ ბრანსონმა თავის წიგნში სუპერ სისტემა ჰოლდემს პოკერის კადილაკი უწოდა, ჩვენს ენაზე პოკერის ფერარი ტეხასური ჰოლდემი იყოფა 2 ნაირსახეობად ლიმიტური ჰოლდემი სადაც ფსონები განსაზღვრულია "Fixed Limit Hold'em" და ულიმიტო ჰოლდემი "No Limit Hold'em" სადაც ფსონის ზომა განსაზღვრული არ არის და მოთამაშეს შეუძლია დადოს ყველა ის Fიშკა რაც აქვს.
I ფაზა (პრე პლოპი)
რიგდება კარტი, დილერი საათის ისრის მიმართულებით ურიგებს 2 დახურულ კარტს ყველა მოთამაშეს, პირველს ურიგებს დიდ ბლაინდს, კარტი რიგდება თითო-თითოდ.
იწყება ვაჭრობის პირველი რაუნდი. პატარა ბლაინდი აკეთებს ფსონს კარტის უნახავად, საზოგადოდ დიდი ბლაინდის ნახევარს. ასევე დიდი ბლაინდიც უნახავად დებს მინიმალურ ფსონს, ანუ პოკერში დიდ ბლაინდზე ნაკლები ფსონის დადება აკრძალულია. პირველ სიტყვას იძახის მესამე მოთამაშე. იხ. სურათი, რომელსაც აქვს 3 ვარიანტი „Fold"-ანუ დაწოლა, „Call" დიდი ბლაინდის ფსონის გათანაბრება და „Raise" დიდი ბლაინდის ფსონის გაზრდა. ასე საათის ისრის მიმართულებით ყველა მოთამაშე იღებს გადაწყვეტილებას, თუ მაგალითად III მოთამაშე რეიზს გააკეთებს მის შემდგომ მოთამაშეებს უკვე მისი რეიზის კოლლი მოუწევთ და არა ბიგ ბლაინდის. პრე ფლოპში ბოლოს გადაწყვეტილებას იღებს დიდი ბლაინდი, თუ რეიზი არ ყოფილა მას შეუძლია გააკეთოს Check და ნახოს ფლოპი, Check-ი ნიშნავს იგივე ფსონის დატოვებას, ხოლო რადგან დიდმა ბლაინდმა ბრმად დადო ფსონი მას პრე ფლოპზე აქვს Check-ის გაკეთების საშუალება.
II ფაზა (ფლოპი) დილერი იღებს 3 კარტს კალოდიდან და ღიად დებს მაგიდაზე, ყველა კარტი რომელიც იდება ღიად მაგიდაზე ეკუთვნის ყველა მოთამაშეს.
იწყება ვაჭრობის II რაუნდი, ფლოპზე ვაჭრობას ხსნის პატარა ბლაინდი, რადგან ჩვენს მაგალითზე ის დაწვა, საათის ისრის მიმართულებით შემდეგი, ანუ დიდი ბლაინდი იწყებს პირველი და ასე საათის ისრის მიმართულებით .(პოზიცია ერთ-ერთი უმთავრესია პოკერში ამიტომ ვამახვილებ ყურაქდღებას მასზე უფრო ვრცლად შემდგომ ვისაუბრებთ) ჩვენს მაგალითზე ყველამ გადაწყვიტა Check-ი. ჩვენც Check, რადგან გვაქვს საშუალება უფასოდ შევხედოთ ტერნს და გვაძლიერდეთ სტრეიტამდე, თუ მოვა ვალეტი.
რადგან ფლოპზე ფსონები არ ყოფილა.
გადავდივართ ტერნზე ანუ დილერი მაგიდაზე დებს კიდევ ერთ კარტს და იწყება ვაჭრობის III რაუნდი. კვლავ უნდა იწყებდეს პატარა ბლაინდი, მაგრამ რაგდან ის დაწვა, პირველ სიტყვას დიდი ბლაინდი ამბობს, ის აკეთებს ჩეკს, IV მოთამაშე დებს, VII აკეთებს call-ს, ანუ იღებს მის ფსონს, ჩვენ გავძლიერდით სტრეიტამდე და ამ მომენტში გვყავს საუკეტესო 5 კარტიანი კომბინაცია. (პოკერში ყველა კომბინაცია 5 კარტიანია)ამიტომ ვაკეთებთ რეიზს, ანუ ვიღებთ IV მოთამაშის ფსონს და ვამატებთ იმდენს რამდენიც გვინდა(ულიმიტო ჰოლდემის შემთხვევაში), ამ შემთხვევაში ვაორმაგებთ IV მოთამაშის ფსონს, ახლა II მოთამაშემ უნდა გადაიხადოს 4$ იმისთვის რომ დარჩეს თამაშში, ის ამას არ აკეთებს და წვება, იგივეს აკეთებს IV მოთამაშეც, VII კი იხდის 2$ რადგან მას უკვე გადახდილი აქვს 2$-ი, მაშ ასე 5 საერთო კარტის ნახვის უფლება მხოლოდ 2 მოთამშეს დარჩა, მეხუთე კარტს ქვია River.
IV ფაზა (რივერი) დილერმა დადო ბოლო კარტი და იწყება IV და ბოლო ვაჭრობის რაუნდი, კვლავ I უნდა იყოს პატარა ბლაინდი, მაგრამ რადგან მხოლოდ ორნი დავრჩით პირველ სიტყვას VII მოთამაშე იძახის. ის იძახის Check-ს. რადგან რივერმა ვერ შეცვალა მდგომარეობა, ჩვენ ვდებთ 2$ VII მოთამაშე აკეთებს call-ს ანუ იღებს ჩვენს ფსონს. აქ ვაჭრობა დამთავრდა და მივედით შოუდაუნამდე (Showdown) ანუ უნდა გავარკვიოთ ვის ყავს ძლიერი კომბინაცია. რადგან ჩვენ ვიყავით აგრესორი, ანუ ჩვენ გავაკეთეთ ბოლო ფსონი ჩვენ ვანახებთ ჩვენს კარტს და ოპონენტს შეუძლია არ გვანახოს წაგებული კარტი ამას ქვია muck, მაგრამ რადგან ეს სასწავლო დარიგებაა, მან გვანახა თავის კარტი (8J აგურის) ჩვენი სტრეიტი ძლიერია 1 წყვილზე და ბანკი ჩვენია. შოუდაუნს იგებს უძლიერესი ხელი, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რამოდენიმე მოთამაშეს ყავდეს ერთნაირი სიძლიერის კომბინაცია, ასეთ შემთხვევაში ბანკი იყოფა.
პოკერის ხელები (კომბინაციები)დასაწყისისთვის ავღნიშნოთ, რომ კომბინაციების სიძლიერე ერთნაირია პოკერის ყველა სახეობაში, ანუ ძლიერი ხელი ჰოლდემში, 7 კარტიან სტადშიც ძლიერი ხელია, სულ პოკერში არის 10 კომბინაცია და
ჩვენ იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან დავიწყებთ და ავალთ როიალ ფლეშამდე. უმნიშვნელოვანესია ის, რომ პოკერში ყველა კომბინაცია 5 კარტისგან შედგება, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდემში 7 კარტი ეკუთვნის მოთამაშეს(2 დახურული და 5 მაგიდის).
მცირე განმარტება კარტის რაობა ლათინური ასოებით ასე გამოიხატება:
A-ტუზი
K-პაპა
Q-ქალი
J-ვალეტი
T-10-იანი
რადგან პრობლემები შმექმნა, მაგლითების დადებისას, იძულებული ვარ ხელით დავწერო ამიტომ ცოტა ულამაზო იქნება, მაგრამ აზრს გაიგებთ, შემდეგში შევეცდები გამოვასწორო და უკეთესი ხარისხით მოგაწვდიდთ მაგალითებს.
მაღალი კარტი (High Card)
მაგ. I
გიორგის ყავს ხელში-A 3
ვახოს-5 4
მაგიდაზე K Q T 8 2
გიორგის ყავს საუკეთესო კომბინაცია: A K Q T 8
ვახოს:K Q T 8 5
რადგან გიორგის ტუზი მაღალია ის იგებს ხელს.
მაგ. II
გიოს ყავს 8 7
ვახოს 4 2
მაგიდაზე A K Q J 9
გიოს კომბინაცია A K Q J 9
ვახოს ხელი A K Q J 9
რადგან მოთამაშეების კარტი უფრო დაბალია ვიდრე მაგიდაზე დადებული კარტები, ამიტომ ორივემ მოიგო და ბანკი იყოფა.
მე მგონი გასაგებია გადავიდეთ შემდეგ კომბინაციაზე.
წყვილი (one Pair)
წყვილი ეს არის კომბინაცია, რომელიც შედგება 2 ერთნაირი რანგის კარტისგან. მაგ. 8-იანები, ან 2 ტუზი.
იგებს დიდი წყვილი ანუ 2 ქალს უგებს 2 პაპა, თუ მოთამაშეებს ერთნაირი რანგის წყვილები ყავთ, მაგ. ტუზები, მაშინ იგებს ის მოთამაშე რომელსაც უფრო ძლიერი კიკერი ყავს (კიკერი-კარტი, რომელიც წყვილის შემადგენელ კარტთან ერთად გვიკავია)ანუ თუ მე მკავს AK და ოპონენტს AQ და მაგიდაზე დევს A მაშინ მე მოვიგებ რადგან პაპა უფრო ძლიერია ვიდრე ქალი.
მაგ.I
ნატოს ყავს A 2
მერაბს A 4
მაგიდაზე დევს-A K T 3 6
ნატოს ყავს A A K,T,6.
მერაბსაც იგივე A A K,T,6. ამ შემთხვევაში კარტი იყოფა, რადგან ორივე მოთამაშეს ერთნაირი კომბინაცია აქვთ მიუხედავად იმისა, რომ მერაბს უკეთესი კიკერი ყავდა მაგიდის კარტებმა გადაასწრეს მერაბის კიკერს, მერაბს A7, რომ ყოლოდა მაშინ ბანკი მისი გახდებოდა.
ორი წყვილი (2pair)
2 წყვილის პრინციპი 1 წყვილის ანალოგიურია ანუ იგებს ის წყვილი, რომელსაც უფრო დიდი კარტის წყვილი ყავს ანუ KK+22 უგებს QQ+JJ-ს რადგან KK უფრო ძლიერია ვიდრე QQ. ხოლო თუ მაღალი წყვილი ერთნაირია იგებს ის ვისი მეორე წყვილიც უფრო ძლიერია, ანუ KK+22 აგებს KK+QQ-სთან.
გიოს ყავს 4 J
პეტრეს 8 9
მაგიდას-3 4 J 8 9
გიოს ყავს ორი წყვილი ვალეტები და 4-იანები
პეტრესაც 2 წყვილი 8-ანები და 9-იანები რადგან ვალეტი 9-ზე ძლიერია იგებს გიო.
მაგ II
პეტრეს ყავს A K
პავლეს A Q
მაგიდას-A T T 2 3
პეტრეს ყავს: ორი წყვილი, ტუზები და 10-იანები, კიკერი პაპა
პავლეს ყავს: ორი წყვილი, ტუზები და 10-იანები, კიკერი ქალი
ორივე წყვილი იდენტურია, მაგრამ პეტრეს უკეთესი კიკერი ყავს ამიტომ ის იგებს.
ტრიპლეტი, სეტი (3 of a Kind,)
სეტი შედგება 3 ერთნაირი რანგის კარტისგან, ძლიერი სეტი უგებს სუსტს ანუ KKK უგებს 444-ს, თუ მოთამშეებს ერთნაირი სეტები ყავთ, მაშინ იგებს ის ვისაც უკეთესი კიერი ყავს.
სტრეიტი (Straight)
სტრეიტი-ეს არის კომბინაცია რომელიც შედგება 5 მიმდევრობით დალაგებული კარტისგან მაგ. 56789
უმაღლესი სტრეიტი AKQJT, უდაბლესი არა 23456, არამედ A2345-ია რადგან ასეთ შემთხვევაში A-შეგვიძლია პირობითად 1-იანად ვიგულისხმოთ. ყველა სხვა დანარჩენი სტრეიტი ამ 2-ს შორისაა მოქცეული. იგებს ის რომელსიც უფრო მაღალი კარტით მთავრდება. შენიშვნა: არ არსებობს ასეთი 432AK სტრეიტი
მაგ. I
გიოს ყავს A 5
დათოს 5 6
მაგიდაზე T 3 4 Q 2
გიოს ხელი: სტრეიტი, ტუზიდან 5-იანამდე
დათოს ხელი: სტრეიტი, 2-დან 6-იანამდე
იგებს დათო რადგან მისი სტრეიტი უფრო მაღალია.
ფლეში (Flush)
ფლეში-ეს არის კომბინაცია, რომელიც შედგება 5 ერთნაირი მასტისგან(ქართულად როგორაა?) ანუ მაგ. 5 ცალი ჯვარი. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფლეში გამარჯვებული მაღალი კარტის პრინციპით ვლინდება.
მაგ. I
გ-გული
ა-აგური
ყ-ყვავი
ჯ-ჯვარი
პეტრეს ყავს Aყ 4ჯ
დათოს ყავს Jყ Tყ
მაგიდაზე 3ყ 5ყ 8ყ T 7ყ
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ტუზი
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ვალეტი.
მაგ. II
პეტრეს ყავს Aა 3ყ
დათოს ყავს Jა 2ყ
მაგიდაზე 4ყ 5ყ 8ყ T 7ყ
პეტრეს ხელი: ფლეში, დაბალი კარტი 3-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, დაბალი კარტი 2-იანი.
ამ დარიგებას იგებ პეტრე რადგან მისი 3-იანი დათოს 2-იანზე მაღალია.
მაგ. III
პეტრეს ყავს Aჯ 5ჯ
დათოს ყავს Jჯ Tჯ
მაგიდაზე 3 5 8 T 7-სულ ყვავები.
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
ბანკი იყოფა.
მაგ. IV
პეტრეს ყავს Aჯ 5ჯ
დათოს ყავს Jყ Tჯ
მაგიდაზე 3 5 8 T 7-სულ ყვავები.
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ვალეტი.
დათოს უფრო მაღალი ფლეში ყავს ამიტომ ბანკი მისია.
ფულ ჰაუსი, ფულე (Full House, სლენგზე Boat )
ეს არის ხელი, რომელიც შედგება სეტისგან და წყვილისგან. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფულე იგებს ის ვისი სეტიც უფრო მაღალია. თუ სეტები ერთნაირია მაშინ ჯერი წყვილზე დგება. თუ ყველაფერი ერთნაირია მაშინ ნარდი უნდა ითამაშოთ .
მაგ. I
პეტრეს ყავს 4 4
დათოს ყავს A 6
მაგიდაზე A A 6 4 6
აქ პეტრეს 2 ფულე ყავს AAA66 და 666AA, ცხადია AAA66 უფრო ძლიერია ამიტომ ის უნდა მივიღოთ მხედველობაში. პეტრე იგებს , რადგან მისი ტუზების სეტი დათოს 4-ანების სეტზე ძლიერია.
პეტრე: მე მყავს ფულ ჰაუზი, Fours full of Aces
დათო: მე მყავს ფულ ჰაუზი, Aces full of sixes.
კარე (four of a Kind)
კარე შედგება ყველა 4-ვე კარტისგან, თუ 2 მოთამაშეს ყავს კარე იგებს მისი სიძლიერე ანუ 2222-ს უგებს 9999, თუ შემთხვევით მაგიდაზე დაჯდა კარე მაშინ იგებს ის ვისაც უკეთესი კიკერი ყავს.
მაგ. I
პეტრეს ყავს 4 4
დათოს ყავს A K
მაგიდაზე 5 5 5 5 2
პეტრეს ხელი: კარე, 4-იანი კიკერით.
დათოს ხელი: კარე, ტუზის კიკერით.
დათო იგებს რადგან მისი კიკერი უფრო ძლიერია.
სტრეიტ ფლეში (Straight Flush)
ეს არის კომბინაცია როდესაც გვყავს ერთნაირი მასტის სტრეიტი. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს სტრეიტ ფლეში რომელიმეს ინფარქტი დაარტყამს იგებს ის რომლის სტრეიტიც უფრო ძლიერია.
მაგ. I
პეტრეს ყავს 7ყ 8ყ
დათოს ყავს 2ყ 3ყ
მაგიდაზე K 4ყ Q 5ყ 6ყ
პეტრეს ხელი: სტრეიტ ფლეში, 4-დან 8-მდე
დათოს ხელი: სტრეიტ ფლეში, 2-დან 6-მდე
ფლეშ როიალი (Royal Flush)
ეს არის პოკერში უმაღლესი კომბინაცია და მას ვერაფერი ვერ უგებს, შეუძლებელია 2 მოთამშეს ერთდროულად ყავდეს იგი. ფლეშ როიალი იგივე სტრეიტ ფლეშია 10-იანიდან ტუზამდე.
This post has been edited by Vinum Sabbati on 16 Aug 2009, 01:22