სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკითმა "РИА Новости”-სთან ინტერვიუში აგვისტოს მოვლენების გამოძიებაზე, დარღვეული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და საქართველოს პრეზიდენის, მიხეილ სააკაშვილის ცხინვალში ვიზიტზე დეტალურად ისაუბრა.
- რუსეთის ფედერაციის, პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა, 2009 წლის ივლისში საქართველოს აგრესიის შედეგად სამხრეთ ოსეთში დაღუპული 162 ადამიანის დოკუმენტურად დამტკიცებული ცნობა წარმოადგინა. თუმცა ომში დაზარალებულთა რიცხვი არაოფიციალური ცნობით 500 ათასამდე იყო. რატომ გავრცელდა ასეთი ცნობა? რამდენი ადამიანი დაიღუპა სინამდვილეში?
-ის რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. როდესაც ამ კითხვას მისვამენ ხანდახან მიკვირს კიდეც. ორი ადამიანი დაიღუპებოდა თუ ორი ათასი, ზუსტად იგივე ტრაგედია იქნებოდა ჩვენთვის. დღეს დღეობით აღმდგენითი სამუშაოები ტარდება და ნაბიჯ ნაბიჯ იხსნება საქართველოს აგრესიის შედეგად ჩადენილი დანაშაულების საქმე. თქვენ გაქვთ დღევანდელი მონაცემები, და ციფრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რადგან ტრაგედია ტრაგედიად რჩება. ჩვენი მცირერიცხოვანი ერი განადგურების პირას იყო მისული და ამის ციფრებით გაზომვა არაეთიკურად მიმაჩნია. თავიდანვე იყო ცნობილი რომ არსებობდნენ ლტოლვილები, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს. ხალხი ერთმანეთს ეძებდა, ურეკავდა... აქედან გამომდინარე, როდესაც აგრესიის შემდეგ სამძებრო სამუშაოები დაიწყო რუსეთის დახმარებით უამრავი დაკარგული ადამიანი ვიპოვეთ, სწორედ ამიტომ დაკარგულთა და გარდაცვლილთა რიცხვი შემცირდა. დღეს თქვენ რა მონაცემებიც გაქვთ ხელთ სრული რეალობაა, და ეს ციფრები შეიძლება გაიზარდოს. თუმცა საუბარი არ უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაზე, იქ სამხედრო პირებიც იყვნენ, რომლებიც სამწუხაროდ დაიღუპნენ. დაღუპულების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაშია დაკრძალული, მათ ახლობლებს ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე კომპენსაციაც არ მოუთხოვიათ.
ინტერვიუ ვრცლად
http://gevision.tv/
მიმაგრებული სურათი