EUobserver.com - საფრანგეთი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აშშ-ს ან თურქეთის ჩართვის წინააღმდეგია.
საფრანგეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) აშშ-ს ან თურქეთის პერსონალის შეყვანის წინააღმდეგ გამოდის. ამის შესახებ გამოცემა EUobserver.com წერს, რომლის ქართულ ვერსიასაც "ფორეიგნპრესს" აქვეყნებს.
"ეს ნაბიჯი, შესაძლოა, შემდგომი პროვოკაციების მიზეზად იქცეს იმ დროს, როდესაც საქართველო ომის ერთი წლისთავს უახლოვდება. არა მგონია, რომ ახლა ამ საკითხის დასმისთვის შესაფერისი დროა”, - განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიამ, კვიპროსმა და ბელგიამ ევროკავშირის მისიაში მესამე ძალის განთავსებასთან დაკავშირებით იგივე მოსაზრება გამოთქვეს. შვედეთმა კი, რომელიც ევროკავშირს თავმჯდომარე ქვეყანაა, შემოდგომამდე საკითხის ფორმალური განხილვა გამორიცხა.
ვეროკავშირის მისიაში აშშ-სა და თურქეთის წარმომადგენლების შეყვანას დიდი ბრიტანეთი, ლიტვა და ესტონეთი მხარს უჭერენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოებას მხარს უჭერს პოლონეთიც.
“ვფიქრობ, რომ მისასალმებელი იქნებოდა, თუ აშშ და ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთად იმუშავებდნენ”, - განუცხადა EUobserver.com-ს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიგუადას უშაცკასმა.
წყარო: IPN
უუუუუუუუუუუუუხხხხხხხ ეს მეტრაკეეეები
დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან... ნიკო ლორთქიფანიძე