პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ოპოზიციიდან ფორუმი ლიდერობს, ნაციონალები კი კვლავ პირველობენ
რესპონდენტს, ანბანის მიხედვით დალაგებული პოლიტიკური პარტიებიდან უნდა აერჩია ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს დაუჭერდა.
სატელეფონო გამოკითხვის შედეგი საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩნდა.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი, მიუხედავად მასობრივი მიტინგებისა, მხარს მმართველ პარტიას – "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს.
სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა თავის არჩევანს დაახლოებით ასე ხსნის: "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, იქ ბევრად უფრო პროფესიონალები არიან, ვიდრე ოპოზიციაში".
მეორე ადგილზეა ლეიბორისტული პარტია. მშრომელებს არც თუ ისე ბევრი ხმით ჩამორჩება გიორგი თარგამაძის "ქრისტიან დემოკრატები".
შემდეგ კი მოდიან: ფორუმი, ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობა – დაიცავი საქართველო, ნინო ბურჯანაძის პარტია, ალასანიას ალიანსი და კონსერვატორები...
1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 201 ხმა
2. ლეიბორისტული პარტია – 75 ხმა
3. ქრისტიან-დემოკრატები – 65 ხმა
4. ფორუმი – 51 ხმა
5. დაიცავი საქართველო – 40 ხმა
6. ბურჯანაძის პარტია – 20 ხმა
7. ალასანიას ალიანსი - 14 ხმა
8. კონსერვატორები - 8 ხმა
9. ხალხის პარტია - 6 ხმა
10. მაისაშვილის პარტია 4
11. ედპ – 3 ხმა
12. ტრადიციონალისტები – 2 ხმა
13. არ ვიცი – 7 ხმა
14. არ მსურს პასუხის გაცემა – 4 ხმა
აღსანისნავია, რომ "დრონი.ჯი"-ს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები შესაძლოა მთლიანად არ ასახავდეს ამომრჩეველთა დღევანდელ პოლიტიკურ განწყობილებას. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და გამორიცხული არაა, რომ 2010 წლის მაისისთვის ოპოზიციამ ვითარება გამოასწოროს.
როდესაც ექსპერტებს ჩვენს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგი გავაცანით, მათ განაცხადეს: "2009 წლის აპრილში, ხელისუფლებას საკმაოდ დაბალი რეიტინგი ჰქონდა. თუმცა, შემდეგ თვეებში, ოპოზიციის ძალიან ბევრმა შეცდომამ და ხელისუფლების სწორმა სტრატეგიამ, ვითარება შეცვალა – ოპოზიციის მხარდამჭერთა დიდ ნაწილს იმედი გაუცრუვდა.
ნაწილი კი მიხვდა, რომ ოპოზიციას, ხშირ შემთხვევაში, ხალხი მხოლოდ ადგილის შესავსებად სჭირდება. ამიტომ, დღეს, ის შედეგი, რომელიც თქვენ სატელეფონო გამოკითხვით მიიღეთ, სრულიად ლოგიკურია".
ექსპერტთა მეორე ნაწილი კი “დრონი.ჯი”-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და აღნიშნავს: "გამორიცხულია, რომ ლევან გაჩეჩილაძე პირველ ადგილზე არ იყოს".
შესაძლოა ზოგიერთ ექსპერტს ძალიან სურდეს ლევან გაჩეჩილაძის პირველობა, თუმცა, ხალხისთვის მიცემული პირობის მრავალგზის დარღვევა, კრემლის კარისკაცებთან ღია თუ ფარული შეხვედრები და კარლოვივარის ჰავა, როგორც ჩანს, პირველობისთვის საკმაოდ ხელის შემშლელი ფაქტორია.
http://droni.ge/?article_id=56〈=geoლიცემერი: "დიდხანს ვედექი თავზე , გულნაღვლიანი ვხედავდი , თუ როგორ ერეოდა სიკვდილი ჩემი რასის ქედმაღლობას . ვეძახდი "ჯამუ". თვალი გაახილა შემომხედა. ძალა მოიკრუფა, რაღაც უნდოდა ეთქვა..." დიდოსტატი კონსტანტინე
პ.ს. დალოცვილი კლასიკოსები , არასდროს ბერდებიან და არ "ცვდებიან"

უზერებო, თქვენი აზრით, სად არის ტყუილი და სად მართალი?
This post has been edited by licemer on 27 Jul 2009, 09:42
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.