ნიუ იორქ თაიმსმა თავის დროზე კახა ბენდუქიძეს უწოდა a large man with a big agenda (დიდი კაცი დიდი გეგმებით).
a large man with a big agendaმან თავიდანვე დაისახა მიზნად ბიზნესის გარემოს გაუმჯობესება, დერეგულაცია, პრივატიზაცია და სახელმწიფოს გაპანღურება ბიზნეს-სექტორიდან.
ბენდუქიძის რეფორმების შედეგად ქაღალდომანია და ბიუროკრატიზმი მნიშვნელოვნად შემცირდა, შეიკვეცა ლიცენზირებას დაქვემდებარებულ დარგთა რაოდენობა, მაკონტროლებელთა რაოდენობა... სახელმწიფო მანქანა გახდა უფრო ეფექტური და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდა.
რა თქმა უნდა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
ახლა ციფრებს არ ჩამოვთვლი - ბევრგანაა ეგ ციფრები და დაინტერესებულმა ადამიანი კი ნახავს.
უბრალოდ შეგახსნებთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს ქმედება იყო აშკარად არაკანონიერი და გაუმართლებელი - დაწყებული შინჰოფერის სკანდალიდან - ბენდუქიძის პოზიცია იყო განსხვავებული და ბიზნესის მხარდამჭერი.
ახლა კრიზისის პირობებში ნებისმიერ სახელმწიფოს უჩნდება სურვილი, ეკონომიკა დაარეგულიროს, აქ კი მთავარი რისკი ისაა, რომ ეკონომიკაში მისულ სახელმწიფოს იქედან მერე წიხლითაც ვერ გააგდებ.
იწყება ზე-რეგულაცია, ლობიზმი, პროტექციონიზმი - ეს უკვე ვცადეთ და არაფერი კარგი აქედან არ გამოვიდა.
ამიტომ, საჭიროა ბენდუქიძე - კონკრეტული პიროვნება თუ ზოგადად ფილოსოფია.
ნიკა გილაური, ისევე როგორც ლადო გურგენიძეც ლიბერალები არიან, მაგრამმ აინც ფინანსისტები და ფინანსისტი კიდე სხვა კატეგორიაა

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ფინანსისტს მარკეტოლოგების დახმარება სჭირდება

ცნობილი ხუმრობაა - ფეხსაცმლის მწარმოებელმა ფირმამ ფინანსური და მარკეტინგის მენეჯერები რომ გააგზავნა აფრიკის რომელიღაც საჯანდაბეთში და უკან დაბრუნებულებმა - ფინანსურმა მენეჯერმა დაწერა - იმ ქვეყანაში არაფერი გვესაქმება იქ ბაზარი არ არის - ფეხსაცმელი არავის აცვიაო, მარკეტინგის მენეჯერმა კი - იქ ფეხსაცმელის მაღაზიები არაა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შევიდეთ მაგ ბაზარზე, და კონკურენტებს დავასწროთო.
ასე რომ დააბრუნეთ ბენდუქიძე!”ინტერნეტით პროდუქციის გამოწერამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს იგივე ეკონომიკური საქმიანობაა,
მაღაზიებს კი ასეთი საქონელი კონკურენციას უწევს. სწორედ ამიტომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. ეს ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება.
У Российского союза промышленников и предпринимателей (РСПП) вызывает озабоченность активное развитие Skype и интернет-телефонии в России.
По мнению РСПП, быстрый рост данного сегмента рынка связи ущемляет интересы сотовых компаний. В связи с этим мобильные операторы опасаются, что абоненты, использующие Skype, перетекут в IP-телефонию и отберут у них доходы.PS
როგორც ამბობენ ფეისბუქში ვანო მერაბიშვილის ფან-კლუბი ყოფილა.
არ ვიცი კახა ბენდუქიძის ფან-კლუბი არის თუ არა

(ფეისბუქელი არ ვარ), მაგრამ დროა გაიხსნას
This post has been edited by Lord Vader on 28 Jul 2009, 10:58