აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მისთვის აფხაზეთის ისტორიის სეპარატისტული ვერსიის გაცნობას შეეცადა.
წერილში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ისტორია 12 საუკუნეს ითვლის და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, სტალინის მმართველობის დროს აღმოჩნდა.
აფხაზური მხარის მტკიცებით, „საბჭოთა პერიოდში ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მიმართ კოლონიალისტურ, დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებდა, რაც აფხაზი ხალხის უკმაყოფილებას იწვევდა, რის წინააღმდეგაც აფხაზი ხალხი მთელი საბჭოთა პერიოდში იბრძოდა“.
წერილში, ასევე, ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნები და აშშ ცდებიან, როცა მიიჩნევენ, რომ საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება სურს.
წერილის ავტორთა აზრით, „საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნედ ქცევის აშშ-ს მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. ოფიციალური სოხუმი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას არ დაგმო სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების სამხედრო ავანტიურა, რაშიც ამერიკის დიპლომატიურ წრეებშიც აღარ ეპარებათ ეჭვი.
სოხუმი ახსენებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, რომ „აფხაზეთს რეგიონში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილი უკავია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისადმი ინტერესს დასავლეთი არ იჩენს, აფხაზური სახელმწიფო არსებობს, აქვს საგარეო პოლიტიკას წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება და მიეჩვია არა მარტო თავისი ინტერესების დაცვას, არამედ მოთმენას“.
წერილში გამოთქმულია იმედი, რომ შორს არ არის ის დრო, როცა მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
მორიგი იდიოტიზმი სეპარატისტებისაგან...
ეგ წერილი მიუვა ბაიდენს?
შემდეგ რას გააკეთებს წაიკითხავს, დახევს თუ...?