ახალგაზრდულმა მოძრაობამ "7 აგვისტო" მორიგი პრეზენტაცია გამარტა - ამჯერად შიდა ქართლში -გორში.
მეორე სიუჟეტი:
http://www.gevision.tv/ინფორმაცია მოძრაობაზე:
სტუდენტურ მოძრაობას “7 აგვისტო” საქართველოს რეგიონებშიც უერთდებიან
29 / 07, 2009 11:47
სტუდენტურ მოძრაობას “7 აგვისტო” საქართველოს რეგიონებშიც უერთდებიან.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ აღნიშნული მოძრაობიდან აცნობეს, მოძრაობა “7 აგვისტო”-ს სტუდენტები დღეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეუერთდებიან და მხარს დაუჭერენ 7 აგვისტოს საქართველოს ერთიანობის დღედ გამოცხადების იდეას. კერძოდ, მოძრაობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ახალციხეში.
მოძრაობა “7 აგვისტო” 27 ივლისს თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ინიციატივით დაფუძნდა. მოძრაობის მიზანია, მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია და მთლიანობის აღდგენა. შიდა ქართლში განვითარებული მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით მოძრაობის წევრები 7 აგვისტოს გრანდიოზული ღონისძიების გამართვას გეგმავენ.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1