#14886431 · 29 Jul 2009, 03:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს მთავრობის განკარგულება N 484 2009 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი
ინა გუდავაძის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ UNCITRAL -ის წესების თანახმად ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო წესების (UNCITRAL) თანახმად ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოსა და ინა გუდავაძეს შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ფინანსური ვალდებულების შესრულების მიზნით “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრო-ბის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული მომსახურების შესასყიდად დამატებით გამოუყოს 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2. განკარგულება ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ცოტა დავიბენი..გამარკვევთ ვინმე რა ხდება? ანუ მოიგებს თუ წააგებს პატარკაციშვილის ქვრივი მაინც ჩვენ ვზარალდებით ქვეყნის მოსახლეობა?
--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!
ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
|