სულ უფრო მეტი ქართველი ერთიანდება რუსულ სოციალურ ქსელში odnoklasniki.ru. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, დღეისთვის ეს ყველაზე პოპულარული ქსელია საქართველოში.
წარმოიდგინეთ, ნორმალური იქნებოდა, ქართველების ონლაინ-ურთიერთობის მთავარი საშუალება თურქულენოვანი ან ფრანგულენოვანი რომ ყოფილიყო? ალბათ არა. იგივე ეხება რუსულსაც.
რუსული არ არის საერთაშორისო ენა. ის, რომ ქართველები ერთმანეთთან ”ადნაკლასნიკების” და არა რომელიმე საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სისტემის მეშვეობით ურთიერთობენ, იმაზე მეტყველებს, რომ რუსული იმპერიული სივრცისთვის თავი ჯერ კიდევ ვერ დაგვიღწევია.
არადა, რითია რუსეთი ესეთი გამორჩეული? დსთ-ში აღარ ვართ, რუსეთთან სავიზო რეჟიმი გვაქვს. განსაკუთრებული სიმდიდრით რუსეთი არ გამოირჩევა და არც მოსახლეობითაა განსაკუთრებით დიდი (მსოფლიოს დაახლოებით მეორმოცედი ნაწილია რიცხოვნობით).
მაგრამ ჩვენ მაინც ვართ ადნაკლასნიკებში და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამაში რაიმე არასწორს თითქოს ვერავინ ამჩნევს. მეტიც, რამდენიმე თვის წინ რუსი ოკუპანტების მრისხანე მტერმა, რუსთავი2-მა, ამ ქსელს საკმაოდ მოზრდილი პოზიტიური სიუჟეტიც მიუძღვნა. არადა, ინტერნეტისა და ონლაინ-ურთიერთობის ზრდადი როლის გათვალისწინებით, ქართველი ერის ადნაკლასნიკელობა შეიძლება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს; არანაკლები მნიშვნელობის, ვიდრე, მაგალითად, რუსულად ფილმების ყურება.
რუსულ ზეგავლენას რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ღირსების საკითხია; ურთიერთობისთვის ან ქართული ქსელები უნდა გამოვიყენოთ , ან სანამ ქართულები არ არის საკმარისად განვითარებული, საერთაშორისო.
წყარო
http://www.funs.at.ua/dir/skhva_da_skhva/r...iquot/33-1-0-21