#14624910 · 9 Jul 2009, 14:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცხინვალის რეჟიმი ინციდენტების პრევენციის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს www.radiopalitra.ge - სიმართლე უმთავრესია! 09 / 07, 2009 12:03 Font size:
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა „გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ჩოჩიევმა ჯგუფის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეუთანხმებლობა და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების ბედის გაურკვევლობა დაასახელა. „უკვე გამართული ორი შეხვერის შედეგად საორგანიზაციო საკითხებზეც კი ვერ შევთანხმდით. რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? ხოლო თუ სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს ჩვენი მოქალაქეების ბედი არ აინტერესებთ, მათთან მომავალი თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავთ. შეხვედრები შეხვედრებისთვის არ გვაინტერესებს“, - აღნიშნა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ ცხინვალი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი ჟენვის საერთაშორისო კონსულტაციებზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ცხინვალის რეჟიმი შეხვედრებზე ევროკავშირისა და რუსეთის თანათავმჯდომარეობას მოითხოვდა და მთავარ საკითხად ე.წ. სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აყენებდა, რომლებიც, ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, ქართულმა მხარემ გაიტაცა.
აჰა კიდევ ერთი * * * რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი საქართველოში შეჭრას არ აპირებს!
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ თბილისის მტკიცება, რომ რუსეთი საქართველოში ახალ სამხედრო აგრესიას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხედრო წვრთნები “კავკასია – 2009” საქართველოში შეჭრის მზადებას არ წარმოადგენს. “რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ავღნიშნავ, რომ თბილისის მცდელობამ, რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის ეს სამხედრო წვრთნები წარედგინა, როგორც რუსეთის მხრიდან პროვოკაცია და საქართველოში ახალი აგრესიის განხორციელებისთვის მზადება, სრული კრახი განიცადა”, _ განაცხადა ნესტერენკომ. მან ქართული მხარის განცხადებებს “დაკვეთილი ფანტაზიები” უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთში “საქართველოში შეჭრის თემა საერთოდ არ ყოფილა მოხსენიებული ”. “ვზგლიად”-ის ინფორმაციით, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ მანევრების “კავკასია – 2009” მნიშვნელობა კავკასიის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების სათანადო მომზადების მხარდაჭერაში მდგომარეობს, რაც ამ რეგიონში ახალი ძალადობის ზრდის “ძირითად შემაჩერებელ და მარეგულირებელ ფაქტორს წარმოადგენს”.
ქართული მზარის რომელ განცხადებებს? ასეთი განცხადება მე არ მახსოვს!
|