“გურჯაანში, ოზურგეთსა და თბილისის ჩუღურეთის რაიონში შუალედური არჩევნები 2009 წლის 27 სექტემბერს გაიმართება. ჯერჯერობით გაურკვეველია, წარადგენს თუ არა თავის კანდიდატებს ამ ოლქებში ნაციონალური მოძრაობა... კულუარული ინფორმაციით, შესაძლებელია ხელისუფლებამ ეს სამივე რაიონი ოპოზიციას დაუთმოს და “დემოკრატიის ყულაბაში”, 30 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საპიარო ქულა ჩაიწეროს”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციას ოზურგეთს, გურჯაანსა და ჩუღურეთს უთმობს!
“სრულიად ოპოზიციური ფრონტი კი, როგორც ყოველთვის, უკმაყოფილოა - შუალედური არჩევნები მისი მოთხოვნა სულაც არ ყოფილა (კანონის მოთხოვნაა) და მერის არჩევნების მსგავსად, ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან ახლოსაც ვერ მივა. ცესკო კი ამ დროისთვის რეგისტრირებულ 23 პარტიას აქტიურობისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ვადა 31 ივლისს იწურება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველო მარტო შიდა რესურსებით ტრანსფორმაციის ამოცანას ვერ გაუმკლავდება”http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105183.html