მოგახსენესბთ, ჩემი ადრინდელი პოსტიდან:
ცოლის მოყვანის შემდეგ რაღაც უცნაურად აირია ეს ცხოვრება, თითქოსდა ყველაფერი ჰოლივუდურ ფილმს ჰგავდა, შემდეგ "ცხოვრების სიურპრიზები," ცუდი იღბალი თუ ცუდი გადაწყვეტილებები და... დროებით აღმოვჩნდი მე სიდედრ-სიმამრთან, სამუშაო ადგილიც დაიკარგა და აგერ ვარ მე გამოკეტილი სახლში ამ საშინელ ცხოველთან რომესაც ჰქვია სიმამრი.
როსტომ - გაუნათლებელი, კახელი გლეხი, ორი ძროხა გაყიდა, თბილისში ბინა იყიდა და თავი "ბიზმესმენაი" ჰგონია (ხო მასე უწოდებს თავს).
ეს არის გლეხი, რომელმაც ორი კაპიკი იშოვა და რომელიც გლეხად დარჩება, მელოტი, ღიპიანი, თავის გარდა ყველგან თმა ამოსდის, დიდი ცხვირი, ჭოტივით თვალები და ბაბუნის ბუნება...
ძალიან საშინელი ადამიანი და ვერც კი გრძნობს როდესაც ადამიანს აწყენინებს, თითქოს და გულის მაგივრად ქვა ედოს.
ძალიან ნერვებზე მშლის და მამწარებს, მაგრამ მეუღლის გამო დინჯად და სტრატეგიულად ვიქცევი, რომ კიდევ 3 თვეც გავუძლო...
სიძეს "მურტალ ნათესავს" მეძახის და ასე მომმართავს ხალხშიც, შევეცადე ამეხსნა რომ ეს ძალიან მწყენდა და არ იყო კულტურული და ასე მიპასუხა "სამში გრძელი არავის გადაუღუნოო." რა ვუთხრა, ამ გლეხს და ვაჭარს რომელიც ბაზარში ხორცს ყიდის და მაგის მეტი არ ესმის ამქვეყნად, როგორ ავუხსნა ადამიანური და მორალური ღირებულებები...
ხანდახან სახლში დაიღრიალებს "მიდი პაპიროსი ამომირბეინე," მეც ამომაქვს და ვთხოვე რამოდენიმეჯერ თუ შეიძლება ნორმალურად მომმართე. მან კი მიპასუხა "ჩემ გოგოსა ტ&ნამ და ბარემ არ გინდა ოთახში ტაში დაგიკრა?"
ასეთი ველური და სოფლელი გლეხია ეს იდიოტი და მაიმუნი, სულ ფეხებზე ჰკიდია ადამიანური გრძნობები.
როსტომას უყვარს ძმაკაცებტან ბლატაობა და ცოტა ზედმეტები მოსდის როდესაც იმეორებს "ეხლა მალე კაცად დაგაყენებ და კაცობას გასწავლი." რა მჭირს შე იდიოტო შენი სასწავლებელი? ეკონომიკა და ვაჭრობა მაქვს დამთავრებული და შენი წონა წიგნი მაინც წამიკითხავს შე გლეხო და უნახავო შენა!
კიდევ ძალიან ცუდი ფრაზები აქვს და უკვე შეიძლება კიდევ ბოლოჯერ ვცადო სერიოზულად დაველაპარაკო.
ერთხელ კიდევ თავის მეგობარს უთხრა ჩემზე "ისე უჭირს რო ჯVამს უკან იყურება იქნებ ხურდა ფული გამომვარდესო." :-( ძალიან საშინელი ადამიანია... მეუღლე მეუბნება ხო იცი მამაჩემს ეგეთი ენა აქვს და რა მოხდა, მოითმინე...
წინა კვირას დაბადების დღეზე ერთ უფროს კაცს ვუხსნიდი ჩემს განათლებას და გამოცდილებას, უხეშად ჩაერია საუბარში როსტომა და ავუხსენი ხალხში რომ დაეყენებინა ერთი ადგილი და მაგაზე მეტი განათლებაც მაქვს და კაცობას. მან კი ხალხში ეგრევე დამიყვირა "ინტელიგენტი ხარ ბიჯო?" "დიახ, თქვენზე ასჯერ მეტად მაინც" ვუპასუხე, როსტომა კი ხმამაღლა - "ესეიგი ვირს რომ პროჭში ჩაბერო დააყროყინებინებ, არა?"
რა შუაშია ვირი ან... ადამიანობა. ხმა ვერ ამოვიღე, ავდექი და წამოვედი...
არ შეიძლება ამდენი უნამუსობის, არაადამიანობის ატანა. იქნებ რამე მირჩიოთ?
ვარ 31 წლის, ვმუშაობდი ეკონომისტად, ჩვენი ფირმა კარგა ხანია დაიხურა, წელწადზე მეტი უმუშევარი, ბინის რემონტის დამთავრების ლოდინში ამ იდიოტთან გავიჭედე, მშობლები ზუგდიდში ცხოვრობენ...
ესეც ჩემი ისტორია...