#14928608 · 1 Aug 2009, 14:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიტუაცია საგანგაშოა გთავაზობთ ჩემს ხედვას, სიტუაციის ოდნავ გმოსასწორებლად
საქართველოში ისტერიაა, მოვხსნათ ემოციური ფონი ეს შესაძლებელია მხოლოდ იმის ხარჯძე, რომ გაუკეთოთ იგნორი პიროვნებებს, გადაცემებს, რომლებიც ჩვენ გაგიჯებას ემსახურებიან
თუ კი არაფრის გაკეთების ტრაკი არა აქვს ადამიანს, სხვას მაინც უნდა აცადოს ვისაც ეს შეუძლია
ვეცადოთ გაუგოთ მთავრობას, და იმ საქმეში ვითანამშრომლოთ მასთან რომლის კეთებაც შეგვიძლია (მე მაგალითად კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ვითანამშრომლებდი, გავსხნი ტოპიკს სადაც თავს მოუყრი დარღვევების ფაქტებს, და ასევე დავწერ ჩემს წინადადებებს სიტუაციის გამოსასწორებლად)
შევიგნოთ რომ ეს ჩვენი ქვეყანაა, მთავრობაც ჩვენია და მათთან ერთად მუშაობა ან მათდამი კეთილგანწყობა გოიმობა არაა
წინა პლანზე დავაყენოთ ბიზნესი და ადამიანის უფლებები, ნებისმიერი ადამიანის ოფიციალური განცხადება გავატაროთ ამ ორი კრიტერიუმით კრიტიკის ქარჩეცხლში, გავცეთ პასუხი ორ შეკითხვაზე, რა გავლენას იქონიებს მისი განცხადება ჩვენს საერთო ბიზნესზე (ანუ ქვეყნის ეკონომიკაზე) ? და მეორე შეესაბამება თუ არა მისი განცხადება ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ დადგენილ ნორმებს?
დამერწმუნეთ ამ ორი კითხვაზე პასუხის შემდეგ ბევრი რამ ნათელი გახდება...
დავივიწყოთ აგრესია, სიძულვილი, ემოციები... გაუიოლოთ ერთმანეთს ცხოვრება
ეს სულაც არ არის ძნელი, შევცვალოთ ჩვენი თავი და საქართველოც შეიცვლება
|