მოგესალმებით პატივცემულო ფორუმის საზოგადოებავ
მინდა გამცნოთ, რომ რეაქცია ცოცხალია!!!
7 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის წლისთავზე რუსთაველის გამზირზე იგეგმება აქცია-ღონისძიება "გზა...ტრაქტატიდან...ოკუპაციამდე" სადაც წარმოდგენილ იქნება რუსეთის ოკუპაციის დამადასტურებელი ფოტო ვიდეო და დოკუმენტური მასალა, ასევე იგეგმება 9 აპრილის სრული რეპროდუქცია..
მოკლედ ამ დღისთვის გვჭირდება თქვენი დახმარება, კერძოდ 7 აგვისტოს დაახლოებით 30 კაციანი ჯგუფი უნდა შედგეს, რომელიც გააკონტროლებს პერიმეტრს თავისუფლების მოედნიდან ცენტრალური ფოსტის შენობამდე, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ექსცესები და ვინმემ არ დააზიანოს გამოფენილი ექსპონატები ბანერები თუ სხვა იქ მყოფი მასალა... რადგან ამ მასალის გამოყენება შესაძლებელია სხვა ქალაქებში.
ამ 30 კაციან ჯგუფს ეცმევა იმ დღის მაისურები და ეკეთება სპეც საშვი ე.წ. ბეიჯი. იქნება ასევე კეპები..
უფრო კონკრეტულად რომ აგიხსნათ გეტყვით რომ არის 10 სექტორი თითო სექტორში უნდა იყოს 3 კაცი მაინც თითო სექტორის მანძილი არის დაახლოებით 200-250 მეტრი...
წინასწარ გიხდით მადლობას
პ.ს. მსურველებმა დაპოსტეთ და/ან მომწერეთ PM-ში თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.
აგრეთვე შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ანალოგურ თემაზე პოლიტგანყში ამ ლინკით:
RE:აქცია 7 აგვისტო...12 საათი...რუსთაველის გამზირი This post has been edited by ქაფქიანა on 1 Aug 2009, 23:11