Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(12)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მოწევა ცოდვაა?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#14951673
· 3 Aug 2009, 16:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საგულისხმოა სიგარეტის წევის ისტორია. მისი წარმოშობა ადასტურებს, რომ ამ ვნებას მხოლოდ დემონთა დახმარებით შეეძლო ფეხის მოკიდება საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ არანაირ წამებას და სიკვდილით დასჯას არ შეეძლო ადამიანთა გადაჩვევა ამ მავნე ჩვევისაგან.
როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა სან_სალვადორის კუნძულს, ის და მისი თანამგზავრები შესძრა უჩვეულო სანახაობამ _ აბორიგენები პირიდან და ცხვირიდან უშვებდნენ ბოლს. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელები აღნიშნავდნენ ~წმიდა~ დღესასწაულს, რომელზეც ისინი ეწეოდნენ განსაკუთრებულ ბალახს, _ სრულ გაბრუებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობაში ისინი კავშირს ამყარებდნენ დემონებთან და შემდეგ ყვებოდნენ, თუ რას ეუბნებოდა მათ დიადი სული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ესპანელმა მეზღვაურებმა გააცნეს ევროპულ საზოგადოებას ზემოაღნიშნული ~სიამოვნება~. ამგვარად, თამბაქოს წევის ჩვეულება კერპების მსახურებიდან იღებს სათავეს.
და აი, ეშმაკთა მონაწილეობითა და მათი ფარული ხელშეწყობით, მთელს ევროპასა და აზიაშიც კი დაიწყო თამბაქოს წევის ციებ_ცხელება. რას აღარ აკეთებდნენ მთავრობა და სასულიერო პირები, რომ აღეკვეთათ ეს ბოროტება, _ დაწესებული იყო ეკლესიიდან განკვეთა, დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა და მათი პირში ჩიბუხგაჩრილი თავების გამოფენა. ტუჩებისა და ცხვირის მოკვეთა, თამბაქოთი მოვაჭრეთა ცაცხლად დაწვა, ნესტოებისა და ცხვირის დაჭრა და დამნაშავეთა გადასახლება.
სხვადასხვა ქვეყნის მმართველთა დაწესებულ მკაცრ ზომებს მაინც არ შეეძლო ამ ვნების სწრაფი ზრდის შეჩერება, მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნებოდნენ გონიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ასე თუ ისე შეეზღუდათ საყოველთაო ბოროტება, ააშკარავებდნენ რა მთელ დამღუპველ ზემოქმედებას ამ მავნე ჩვევისა.
არც თუ უსაფუძვლოდ და მყარად მოიკიდა ფეხი თამბაქოს მეტსახელმა _ ~სატანის საკმეველი~. ის დაკავშირებულია გადმოცემასთან, რომლის მიხედვითაც , როდესაც ძველი აღთქმის ეკლესიაში, მოსეს წინასწარმეტყველის დროს ( მე_19 ს. ქრისტეს შობამდე) დაწესებული იქნა კანონიერი ღვთისმსახურება საკმეველის გამოყენებით, სატანამ, რომელიც თავისი სიძულვილითLL ღმერთისადმი ვერასოდეს აღემატება ღვთის საქმეთა კარიკატურულ მიბაძვას, აიძულა თავისი მიმდევარი ეშმაკები საკუთარი ბაგეებით ეკმიათ მისთვის. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ მოწევის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, უწინარეს ყოვლისა, სასულიერო პირთაგან მოდიოდა. თუთუნის წევისა და ყნოსვის ჩვევა, ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს განისჯებოდა სასულიერო პირთა მიერ, როგორც უღვთო და ეშმაკის საქმე.
რას წარმოადგენს მოწევა სულიერი თვალსაზრისით და რა ზიანი მოაქვს ადამიანის სულისა და ხორცისათვის? ეს ცოდვაა, რომლის სათავეც თვითტკბობისაკენ მიდრეკილებაშია. რის გამოც არ უნდა ეწეოდეს ადამიანი, _ ნერვული თუ გონებრივი დაძაბულობის მოსახსნელად, მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად, ალკოჰოლის მიერ მოგვრილი თრობის დროს დამატებითი სიამოვნების მისაღებად (მრავალნი მხოლოდ დალევის დროს ეწევიან) და ბოლოს, მოჩვენებითი თვითდამკვიდრებისათვის (რაც მოზარდთა მწეველად ჩამოყალიბების მიზეზი ხდება), ან როგორც წარმართული რიტუალის ნაწილი _ ადამიანის გრძნობისა და გონების დაბინდვა. გვეჩვენება რა სასიამოვნოდ, იგი იწვევს განმეორების სურვილს და ასე თანდათანობით ყალიბდება ჩვევა _ დამღუპველი ვნება საცოდავ მწეველს თავის ბადეში ახვევს.
მოწევა _ სულიერი ვნებაა: ბუნებით მოწევის სურვილი ადამიანისათვის არ არის დამახასიათებელი, როგორც მაგალითად ჭამის, სმის, ოჯახის ყოლის. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მოწევა _ ლოცვის ერთგვარი ანტიპოდია. ლოცვა, წმინდა მამებთან, სულის სუნთქვად იწოდება. ახდენს რა ადმიანის ყურადღების კონცენტრაციას თავის თავში და ღმერთში, იგი ჰგვრის მას ჭეშმარიტ სიმშვიდეს, იწვევს გონებისა და გულის განწმენდას, სულიერი სიძლიერისა და სიმხნევის შეგრძნებას.
მოწევა დაკავშირებულია სხეულის სუნთქვასთან, იწვევს ამ გრძნობათა სუროგატს. თვით სიმბოლო ლოცვისა _ კმევა კეთილსურნელოვან გუნდრუკისა _ ერთობ თვალსაჩინოდ გამოხატავს საკმევლის კმევის კეთილსურნელებისა და ეშმაკის მყრალი ბალახის გამოყენების ურთიერთსაპირისპირო ხასიათს.
რა არის თამბაქო _ ეს 750 სხვადასხვა ნივთიერებაა და ყველა საზიანო. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც შედის ვაგონში და აშხეფებს დიხლოფოსის ბალონიდან ჰაერში. როგორ იმოქმედებთ? თქვენ დაიწყებთ ყვირილს, რომ მოგწამლეს და მოითხოვთ ამის აკრძალვას. როდესაც შენთან ეწევიან, ხოლო შენ ცუდად ხდები და ეუბნები: ~მაპატიეთ, მაგრამ ადრე იყო ასეთი ჩვეულება _ ეკითხათ, შეიძლება თუ არა მოწევა~. შენ გპასუხობენ: რა ნაზბარუქა ყოფილხართ (უკეთეს შემთხვევაში). ანუ ადამიანები აქტიურად ანგრევენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
მეორე მიზეზი, რომელიც ნებას გვაძლევს მოწევა მცნების ~არა კაც ჰკლას~ დარღვევად ჩავთვალოთ, სულიერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევა ვნებაა. რა არის ვნება საერთოდ და რაში მდგომარეობს ამ სიტყვის მნიშვნელობა? ვნება, მამათა ნაწერებში, ეწოდება ცოდვის მატარებელ, ბილწ მიდრეკილებას, რომელიც მისდამი ხანგრძლივი მიყოლის გამო როგორღაც შეესისხლხორცა სულს, გადაექცა ჩვევად, ~მეორე ბუნებად~ და იმდენად ძლიერია სულში ამ ჩვევის მოქმედება, რომ არანაირ ყველაზე დამაჯერებელ ლოგიკურ მსჯელობასაც კი არ შეუძლია ადამიანის შეჩერება ჩვეული ცოდვილი სურვილის ასრულებისაგან. არც ყველაზე ავტორიტეტულ პირთა მიერ დარწმუნებას, არც დამაბრკოლებელ გარემოებებს, ცოდვის საქმის ჩადენის ფიზიკურ შეუძლებლობასაც კი არ შეუძლია წინ გადაეღობოს ვნების ასრულებას, თუნდაც ოცნების დონეზე, რაღაც მიზეზების გამო მიუწვდომელი ცოდვილი ტკბობისა. გამოდის, რომ ადამიანი მთელ თავის ძალისხმევას, მთელ ძალასა და სურვილებს მიმართავს სიამოვნების მისაღებად, რომელზეც ჩვევის ძალითაა მიბმული მისი სული და ყველაზე ძლიერი არგუმენტი _ სინდისის მოწმობა _ უმოქმედო ხდება, აწყდება რა მრავალრიცხოვან, ყველაზე ეშმაკურ თავის მართლებათა კედელს, რომელთაც ჩვენ ვიგონებთ, რომ როგორმე არ ვაღიაროთ ჩვენი ჩვევა, ჩვენი მიჩვევა ცოდვის შემცველად, როგორადაც ჩვენ გვსურს, რომ ვიფიქროთ. ამიტომაც არის, რომ ყველანაირი არგუმენტი მოწევის წინააღმდეგ, უძლურია, ძლიერ ცოტას თუ დახმარებია მოწევის ვნებისგან განსაკურნლებლად თვით ყველაზე დამამცირებელი ფაქტებიც კი, მაგალითად ის, რომ ადოლფ ჰიტლერი მოწევას, (ლოთობასა, პორნოგრაფიის დანერგვასა და აბორტების ნებადართულობასთან ერთად) მიიჩნევდა უმძლავრეს იარაღად ხალხის დამონებისა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ~მხოლოდ არაყი და თამბაქო~ მოუწოდებდა ის თავის 1942 წლის დეკლარაციაში.
ზოგიერთი ათონელი ბერი იმდენად რადიკალურია, მწეველ მომლოცველებს აღსარებაზე არც კი იღებს _ თვლის რა, რომ თუკი ადამიანს არ შეუძლია მოწევის მიტოვება, მაშინ როგორღა შეძლებს იგი სხვა ცოდვილ მიდრეკილებათაგან განწმენდას.
მათთვის კი ვისაც მოწევა მცირე ცოდვა ჰგონია, მოვიყვანთ ორ შემთხვევას, რომელიც ცხადყოფს თუ რაოდენ საძაგელია ღვთის წინაშე იგი.
მე_20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგი შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღმრთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა. რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა იხილასსსსს რა ეს, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშკარა შეურაცყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი იგი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღმრთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილწი ~სატანის საკმეველი~ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.
თქვენ რას იტყვით, იუზერებო,მართლა ცოდვაა , როგორ ებრძვის ამას ჩვენი სამღვდელოება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
φιλόσοφος
ადამиანი
ჯგუფი: Registered
φιλόσοφος
ადამиანი
ჯგუფი: Registered
წერილები: 269
წევრი No.: 96268
რეგისტრ.: 22-July 09
#14951935
· 3 Aug 2009, 16:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ზოგადად "ცოდვად" ითვლება, მაგრამ საინტერესო ის არის რომ არა მხოლოდ თამბაქოზე შეიძლება მსგავსი თემის წამოწევა, არამედ ყავაზე, შოკოლადზე, ტელევიზორზე, ინტერნეტზე, კიდევ უამრავ ნივთიერებასა თუ საგანზე, რომელიც დღევანდელ სამყაროში აქტუალურია, რომელიც "ბუნებით" სულაც არ სჭირდება ადამიანს..
არ მგონია სამღვდელოება რამე რადიკალურ ზომებს იღებდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ბევრიც უკვე მშვიდად უყურებს ამ "ცოდვას"
--------------------
Ἐν ἀρχῇ ἦν ὁ Λόγος
Wovon man nicht reden kann, darüber muss man schweigen
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06
#14952118
· 3 Aug 2009, 16:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniaa
QUOTE
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობაში ისინი კავშირს ამყარებდნენ დემონებთან და შემდეგ ყვებოდნენ, თუ რას ეუბნებოდა მათ დიადი სული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ესპანელმა მეზღვაურებმა გააცნეს ევროპულ საზოგადოებას ზემოაღნიშნული ~სიამოვნება~. ამგვარად, თამბაქოს წევის ჩვეულება კერპების მსახურებიდან იღებს სათავეს.
ეგ დემონები ისეთივე წმინდა არიან ინდიელებისთვის, როგორც იაჰვე და იესო არიან შენთვის.
არაა კარგი სხვისი რწმენის შეურაცხყოფა მაშინ, როდესაც თავადაც რაღაცის გწამს.
QUOTE
მე_20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგი შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღმრთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა. რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა იხილასსსსს რა ეს, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშკარა შეურაცყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი იგი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღმრთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილწი ~სატანის საკმეველი~ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.
მაგარი ისტორიაა.
პირველწყარო ვინაა? ბერძენი რომელსაც ხილვები ჰქონდა?
--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#14953040
· 3 Aug 2009, 17:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
φιλόσοφος
ფაქტია , თამბაქოსადმი მიდრეკილება მავნე ჩვევადაა აღიარებული საერო ცხოვრებაშიც, რასაც ვერ ვიტყვით ყავაზე, შოკოლადზე, ტელევიზორზე....და უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ . რეალობას შევხედოთ და ვებრძოლოთ იმას, რაზე უარის თქმაც ადამიანების ყოფას არც პირველყოფილ წყობილებამდე დააბრუნებს და მის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას კი უდაოდ მოუტანს სარგებელს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06
#14953223
· 3 Aug 2009, 17:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniaa
QUOTE
რეალობას შევხედოთ და ვებრძოლოთ იმას
მარტო ბრძოლით არაფერი გამოვა.
ისე ტელევიზორი და კომპიუტერიც გადის "მავნე ჩვევებში".
ხო, სულს რომ აზიანებს წევა ეგ საიდან იცი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
machabelius
HTC-შკა
ჯგუფი: Members
machabelius
HTC-შკა
ჯგუფი: Members
წერილები: 2271
წევრი No.: 82046
რეგისტრ.: 9-January 09
#14953320
· 3 Aug 2009, 18:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხალხო ტელევიზორი და კომპიუტერი ჩვეულებრივი, ცხოვრებისგან განუყოფელი და აუცილებელი საგნებია, თამბაქო კი უბრალოდ ჩვევა რომლის მოხმარების გარეშეც ბედნიერად შეუძლია ყველას ცხოვრება.
* * *
ცოდვა ნამდვილადაა, იკრძალება ეკლესიურად. ბევრი ვიცი, რომ ვერ ანებებდნენ, აღთქმა დადეს და ისე შეეშვნენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamuka90
Crazy Member
ჯგუფი: Members
mamuka90
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2928
წევრი No.: 65792
რეგისტრ.: 26-June 08
#14953389
· 3 Aug 2009, 18:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საქმე იმაში იყო, რომ ინდიელები აღნიშნავდნენ ~წმიდა~ დღესასწაულს, რომელზეც ისინი ეწეოდნენ განსაკუთრებულ ბალახს, _ სრულ გაბრუებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობაში ისინი კავშირს ამყარებდნენ დემონებთან და შემდეგ ყვებოდნენ, თუ რას ეუბნებოდა მათ დიადი სული.
ეგ პლანი ხო არ იყო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
ეგრი
bizwebmaster
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06
#14953467
· 3 Aug 2009, 18:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
machabelius
QUOTE
ხალხო ტელევიზორი და კომპიუტერი ჩვეულებრივი, ცხოვრებისგან განუყოფელი და აუცილებელი საგნებია, თამბაქო კი უბრალოდ ჩვევა რომლის მოხმარების გარეშეც ბედნიერად შეუძლია ყველას ცხოვრება.
უტელევიზოროდ ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია ფაქტიურად.
ბედნიერად პახოდუ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#14953848
· 3 Aug 2009, 18:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეგრი
QUOTE
უტელევიზოროდ ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია ფაქტიურად.
უსიგარეტოდ ვერა? თამბაქოს უტელევიზორობის პერიოდშიც მავნე ჩვევად და ცოდვად მიიჩნევდნენ!
* * *
QUOTE
ხო, სულს რომ აზიანებს წევა ეგ საიდან იცი?
უადგილო ხომ არაა ცინიზმი ?
პასიური მწეველი უფრო მეტად რომ ზიანდება, გეცოდინებათ!დარდობს ამაზე რომელიმე მწეველი?
This post has been edited by
niniaa
on 3 Aug 2009, 18:54
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamuka90
Crazy Member
ჯგუფი: Members
mamuka90
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2928
წევრი No.: 65792
რეგისტრ.: 26-June 08
#14953909
· 3 Aug 2009, 18:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
უტელევიზოროდ ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია ფაქტიურად.
ბედნიერად პახოდუ.
საოცარია და +1
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
llaasshhaa
Temuri
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
llaasshhaa
Temuri
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6871
წევრი No.: 17730
რეგისტრ.: 28-February 06
#14954496
· 3 Aug 2009, 19:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ხო, სულს რომ აზიანებს წევა ეგ საიდან იცი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#14954617
· 3 Aug 2009, 20:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
llaasshhaa
დეპრესიას იწვევსო .....ეს მედიცინამ დადგინა
ეკლესიას ცოდვად არ მიაჩნია?!ცოდვა სულს არ ეხება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
llaasshhaa
Temuri
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
llaasshhaa
Temuri
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6871
წევრი No.: 17730
რეგისტრ.: 28-February 06
#14954639
· 3 Aug 2009, 20:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დეპრესიას იწვევსო .....ეს მედიცინამ დადგინა
ეკლესიას ცოდვად არ მიაჩნია?!ცოდვა სულს არ ეხება?
ცოდვაა ცოდვა მაგას ვამბობ მეც და ეგრიმ საიდან იცი რო ცოდვაარიო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Shady.
ჯგუფი: Members
Shady.
ჯგუფი: Members
წერილები: 18422
წევრი No.: 33469
რეგისტრ.: 20-April 07
#14954735
· 3 Aug 2009, 20:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniaa
QUOTE
დეპრესიას იწვევსო .....ეს მედიცინამ დადგინა
სიგარეტის მოწევა?
რო არა სიგარეტი, 3-ჯერ მოვიკლავდი აქამდე თავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#14954746
· 3 Aug 2009, 20:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
llaasshhaa
QUOTE
ცოდვაა ცოდვა მაგას ვამბობ მეც და ეგრიმ საიდან იცი რო ცოდვაარიო
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(12)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0975 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.