ორშაბათი–შაბათი, 19:05 სთ–ზე ( იმედის არხზე )
2008 წელი/კოლუმბია–აშშ/170 სერია
ყ
ველაზე რეიტინგული სერიალი, აღიარებული წლის საუკეთესო ტელენოველად
ქორწინების ოცდახუთი წლისთავზე ვიქტორია სანტიესტებანი ( ვიქტორია რუფო ) გაიგებს, რომ მის ქმარს – ენრიკე მენდოსას ( არტურო პენიჩე ) საყვარელი ჰყავს. ვიქტორიას მთელი ცხოვრება ინგრევა, ის ცდილობს დაძლიოს ტკივილი და მოულოდნელად ახალგაზრდა კაცს ხერონიმო აკოსტას ( მაურისიო ოჩმანს ) გაიცნობს. ვიქტორიას თავდავიწყებით შეუყვარდება ხერონიმო, მის ცხოვრებაში სწორედ ის ნამდვილი სიყვარული და ვნება შემოდის, რომელიც ასე ძალიან აკლდა ენრიკესთან ქორწინებაში. სამწუხაროდ ქალიშვილები პაულა(ხერალდინ ბასანი ), მარიანა ( ლაურა პერიკო ) , დედამისი –მერსედესი ( მარგალიტა კასტრო ) ადანაშაულებენ ვიქტორიას ოჯახის დანგრევაში, თუმცა მისი ვაჟი სანტიაგო ( რიკარდო აბარკა ) დედის მხარესაა.
ვიქტორია რთული არჩევანის წინაშე დგას ან უნდა ბოლომდე იბრძოლოს თავისი სიყვარულისათვის, ან დანებდეს და უარი თქვას თავის გრძნობებზე.
მიმაგრებული სურათი