მოძრაობამ ”7 აგვისტო” დღეს გამართა აქცია გორის ციხეზე - ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა...... მიიღეს სპეციალური მანიფესტი. მოწოდება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.
ვიდეო:
http://www.gevision.tv/მოძრაობა “7 აგვისტოს” წევრებმა გორის ციხიდან დღეს მიმართვა გააკეთეს.
მოძრაობის წევრებმა საზოგადოებას მოუწოდეს, 7 აგვისტოს, 15:00 საათზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს. მოძრაობის მიმართვა `7 აგვისტოს~ წევრმა გიორგი მამათავამ წაიკითხა, რომელმაც ასევე მოუწოდა ახალგაზრდებს მათი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად გაერთიანდნენ.
`გვჯერა, რომ მხოლოდ ჩვენი რწმენით, ერთიანობით, ჩვენი სიმტკიცისა და საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ვაიძულოთ რუსი ოკუპანტები - დატოვონ საქართველოს ტერიტორია. საქართველოს პატრიოტებო! გავაერთიანოთ ჩვენი გულები, რათა 7 აგვისტოს მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ მიუხედავად მრავალრიცხოვნობისა ოკუპანტები ვერ გაგვტეხენ, ვერ გაგვათითოკაცებენ~, _ ნათქვამია მიმართვაში.
მოძრაობის წევრები ასევე, რუსეთისგან საქართველოს დეოკუპაციისა და 7 აგვისტოს საქართველოს ერთიანობის დღედ გამოცხადებას ითხოვენ.
საქართველოს ერთიანობის იდეით `7 აგვისტოს~ გორელ წევრებს დღეს თბილისელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. მანქანების კოლონა 10:00 საათზე, აღმაშენებლის ხეივნიდან გავიდა.
დღესვე, 24:00 საათზე კი მოძრაობის წევრი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოს ერთიანობის ნიშნად კოცონს დაანთებენ. აქცია გასული წლის აგვისტოში შიდა ქართლში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
მიმაგრებული სურათი