მოგესალმებით!
ეს თემა მასმედიის განყოფილებაშიც არის გახსნილი, მაგრამ ვთვლი, რომ ლიტერატურის განყოფილების იუზერებიც უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ამ პროექტის შესახებ.
ამიერიდან "გზის" მკითხველი ჟურნალთან ერთად შეიძენს ქართული პროზის რჩეულ ნიმუშებს, და რაც მეტად მნიშვნელოვანია, ძალიან ხელმისაწვდომ ფასად !
ზურაბ აბაშიძე, ჟურნალ "გზის" მთავარი რედაქტორი:-
ეს მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია. ალბათ გამოგიცდიათ, - წიგნის მაღაზიაში დგახარ, უყურებ უამრავ ძვირფას გამოცემას და წუხხარ, რომ მათი ყიდვა არ შეგიძლია. ხელში იღებ, შლი, თვალს ავლებ და იძულებული ხარ, თაროზე დააბრუნო... ვისაც წიგნი უყვარს და მისი შეძენა ოცნებად ჰქცევია, ახლა მიეცემა შანსი, ჟურნალ "გზასთან" ერთად მინიმალურ ფასად შეიძინოს ქართული მხატვრული ლიტერატურა. წლის ბოლოს კი ნახავს, რომ მის ბიბლიოთეკას ქართული რჩეული ლიტერატურით სავსე ერთი თარო შეემატა.პირველი გურამ დოჩანაშვილის კრებულია და მისი შეძენა ”გზასთან” ერთად შეგიძლიათ 4 მარტიდან მხოლოდ 4 ლარად! მოგიწოდებთ ჩაერთოთ და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, თუ რომელი მწერლები გსურთ შევიდნენ ”ქართული პროზის საგანძურში”. უფრო მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ
აქ