#14989249 · 6 Aug 2009, 19:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დემოკრატია
სიტყვა დემოკრატია წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან „demos“-ხალხი, „cratos”- მმართველობა და ნიშნავს ხალხის მმართველობას. თეორიულად სახელმწიფო და მართვა დემოკრატიაში გაგებულია, როგორც მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური ორგანო. ძველბერძენი ფილოსოფოსი პლატონი, თავის ნაშრომში „სახელმწიფოებრიობა“ წედა შემდეგს: „დემოკრატია, ჩემი აზრით, ყალიბდება მაშინ, როცა ღარიბები აღწევენ გამარჯვებას, ამარცხებენ მოწინააღმდეგეებს და ინაწილებენ მოქალაქეობრივ უფლებებს...“ აშშ-ს მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკონი ამბობდა: „დემოკრატია არის ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის და მმართველობა, ანუ საზოგადოების თვითმართველობა.“ ზემოთხსენებული მოსაზრებები ზღვაში წვეთია ისეთი პოლიტიკური მმართველობის ცნების განსამარტად როგორიცაა დემოკრატია. დემოკრატიის ჩამოყალიბებაში აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე მთავარ პირობას: 1. სოციალ-ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა, სტაბილურობისა და საბაზო დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება. 2. საკუთრების მრავალმხრივი ფორმა, კერძო საკუთრების აღიარება, კანონიერება და ხელშეუხებლობის გარანტირებულობა. 3. მაღალგანვითარებული საზოგადოების პოლიტიკური რეჟიმის საფეხური, საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური, ინდივიდუალური და ნებაყოფლობთი აქტიურობა. სახელმწიფოებრივი დემოკრატიის ფორმები კარგად იყო ცნობილი ანტიკური სამყაროსთვის. ძვ. წ. მე-5 ს. ტიპიურ დემოკრატიას საფუძველი ჩაუყარა კლისთენემ ათენში. ხელისუფლებაში მოსვლა შეეძლო მამრობითი სქესის ათენის მოქალაქეს 30 წლის ზევით, რომლებიც იკრიბებოდნენ თვეში ერთხელ სახალხო კრებაზე, სადაც წყვეტდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებრივ საკითხებს. ათენში ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სახალხო კრება, რომელსაც ემორჩილებოდა ყველა სხვა სახელმწიფოებრივი ორგანო და თანამდებობის პირი. სახალხო კრებას ესწრებოდა ათენის სრულუფლებიანი მოქალაქე 20 წლის ზევით. კრების მთავარი ფუნქცია იყო სამოქალაქო და სასამართლო კანონების მიღება. როდესაც განვიხილავთ დემოკრატიული წყობილების არსს, აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი პოლიტიკური მნიშვნელობა, ყურადღება გავამახვილოთ მის სტანდარტებზე. სტანდარტი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ნორმას, ეტალონს, რომელიც მიღებულია ურთიერთგამომრიცხავი და შეთანხმებული ობიექტებით. თანამედროვე დემოკრატიის სტანდარტები ითვალისწინებს შემდეგს: 1. პიროვნების თავისუფლებას ეკონომიკურ სფეროში. 2. პიროვნების თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვას. 3. მოსახლეობის ზემოქმედებას სახელმწიფოს მართვაში. 4. პირობნების დაცვას უკანონობისაგან. 5. ხელისუფლების განაწილების პრინციპებს. 6. უმცირესობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვას. 7. სახელმწიფოს მართვას დემოკრატიული მეთოდებით, სადაც გათვალისწინებულია საზოგადოების სოციალური საკითხები. 8. პლუარიზმს-სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემებთან ურთიერთობას. დემოკრატიული სახელმწიფოს დახასიათება ეფუძნება კანონს, რომელიც ითვალისწინებს პიროვნების განვითარების ობიექტურ და საჭირო მიმართულებას. ამიტომ სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს სტაბილურობა და კანონიერება. არისტოტელე წერდა:„იქ სადაც უკანონობაა, ადგილი არ აქვს არანაირ სახელმწიფოებრივ ჩანასახს.“ კანონიერი სახელმწიფო მრაფალფეროვანი, განვითარებადი წარმონაქმნია, ესაა სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც შენდება სხვადასხვა პლოიტიკური პარტიების ურთიერთგაგებითა და შეთანხმებით, სადაც მთავარი როლი ენიჭება თავისუფლების გარანტიას. დემოკრატიის პრინციპებსა და სტანდარტებს შეიძლება სხვადასხვანაირად შევხედოთ. ჩემი აზრით, დემოკრატიის პრინციპების გონივრული მართვა პროფესინალების მიერ რომ ხორციელდებოდეს, მაშინ ახლოს ვიქნებოდით პლატონისეულ „იდეალურ სახელმწიფოსთან.“ სამწუხაროდ ჩვენს ხელისუფლებაში ყველა არ არის პროფესიონალი და ბრძენი და ისინი პირველ პლანზე აყენებენ პიროვნულს და არა საზოგადოებრივ ინტერესებს, თუმცა ყოველივე ზემოთხსენებული ნიშნავს, რომ საზოგადოება ფიქრობს, მიისწრაფის, აკეთებს ანალიზს, მაგრამ სად მიგვიყვანს ეს, ამას მხოლოდ ისტორიული დრო გვიჩვენებს.
--------------------
სოციალურად არაუზრუნველყოფილი ქვეყანა არის რეგვენთა თავშესაფარი, ვიგინდარათა ერთობლიობა, ლოთების ოაზისი ! . .
|