მას შემდეგ რაც გაუთავებელი სკანდალების შემდეგ 1996 წელს უელსის პრინცესა დაიანა სპენსერი, პრინც ჩარლზ დაშორდა მეოცე ასწლეულის მიწურულს ეპოქალური ტრაგედია დატრიალდა.
მოვლენის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ წლების შემდეგაც კი აქტუალურობას არ კარგავს და დღემდე მავანთა ძალისხმევით საქმე ბურუსითაა მოცული.
პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ საქმე შემთხვევითობასთან გვაქვს, თუმცა რთულია არ მისცე მეორე ვერსიას სიცოცხლის საშუალება, რომლიც პრინცესა დაიანას სიკვდილს სამეფო ოჯახს აბრალებს.
ფაქტობრივად დადასტურებული ინფორმაციით სპენსერის ლტოლვა ჰასანტ ჰანით დაწყებული - დოდი ფაედით დამთავრებული აღმოსავლელი მამაკაცების მიმართ ადრე თუ გვიან პრინცესას მეორე ოჯახის შექმნას უქადდა. ყველაფერი მას მერე უფრო მეტად გართულდა, რაც ალ ფაედის ფინანსური შესაძლებლობები მის ვაჟს დოდის აძლევდა საშუალებას დაიანასთვის სამეფო ზრუნვა არ მოეკლო.
ეს და სხვა დანარჩენი ინფორმაციას კარგად იცით, თუმცა საინტერესოა რა აზრის ხართ
დაიანას ასთი მეტამორფოზის შესახებ?
საინტერესოა რას ფიქრობთ ჩარლზის ქმედებებზე
ვინ არის დამნაშავე ტრაგედიაში ჰენრი პოლი, მძღოლის სახით თუ სამეფო ოჯახი სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით?
(ასევე პაპარაცებიც, რომლებიც მთელი მარშუტის განმავლობაში განუწყვეტლივ აფერხებდნენ ჰენრი პოლს)
დანართები:
ტრაგედიის დროს ავტომობილში ამ სიმღერის განსხვავებული (მცირედით) ვარიანტი ჟღერდა:
https://www.youtube.com/watch?v=f-L3ufcgEqYელტონ ჯონის მიერ დაკრძალვაზე შესრულებული სიმღერა:
https://www.youtube.com/watch?v=A8gO0Z818j4
This post has been edited by win22 on 24 Jan 2015, 00:18