ვლადიმერ პუტინი დღეს აფხაზეთს ეწვევა
რუსეთის ფედერაციის პრემიერი ვლადიმერ პუტინი დღეს აფხაზეთს ეწვევა. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
პრემიერის დღის წესრიგში შედის, მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების განხილვა. მოსკოვმა აფხაზეთს, შესაძლოა, კრედიტი გამოუყოს, რომლის ოდენობაც ჯერჯერობით არ სახელდება.
ვლადიმერ პუტინმა ვიზიტამდე ერთი დღით ადრე აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას სურს, აფხაზეთში ყველაფერი თავისი თვალით ნახოს. მისივე განცხადებით, რუსეთი კვლავ გააგრძელებს აფხაზეთისთვის დახმარებას.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1=======================
კაია, ვეღარ აგვარებენ დაბალი რანგები პრობლემებს და შეფებს უწევთ სირბილი.
პ.ს. მოდერ სათაურში "ლ" ჩაასწორე რა ერთი იუზერულად
This post has been edited by ჩოხა on 12 Aug 2009, 11:25