ბათუმში დამოუკიდებელ ტელეკომპანიას საგადასახადო სამსახური ასლან აბაშიძის დროინდელი დავალიანების დაფარვას სთხოვს.
ტელეკომპანია “ტელეარხი 25” ვარდების რევოლუციის შემდეგ ფინანსური დავალიანების საკითხის გარკვევას სამი ინსტანციის სასამართლოში ცდილობს.
“ვარდების რევოლუციამდე” 25-ე არხის აქციათა 51% მაშინდელ უშიშროების მინისტრთან დაახლოებული პირის მფლობელობაში იყო, 49% კი - ტელევიზიის დამფუძნებლების.
2005 წელს დამფუძნებლებმა ტელეკომპანია დაიბრუნეს, თუმცა ძველი ვალების გადახდა საგადასახადო სამსახურმა მათ დააკისრა, წერს ”ფაქტნიუსი”.
13 აგვისტოს შპს “ტელეარხი 25”-ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ბათუმში სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
“ტელეარხი 25”-ის ხელმძღვანელობა საგადასახადო სამსხურის მიერ 277 ათასი ლარის და ამავდროულად დაგროვილი საურავებისა და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 22 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა და ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტი ბათილად ცნო, რის შემდეგაც ახალი საგადასახადო აქტი უნდა გამოცემულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.
პროცესს არასამთავრობო სექტორისა და აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “დემოკრატიის ინსტიტუტის” თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების აღნიშნული ქმედებით რეგიონში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განვითარებას აფერხებს.
გენო გელაძის შეფასებით, ამას საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს.
საქართველოს საგადასახადო სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აჭარის საგადასახადო სამსახურის ადვოკატები “ტელეარხი 25”-ის ადვოკატის მიერ დაყენებულ მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და არსებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას მოითხოვენ.
სამი ადვოკატიდან კომენტარის გაკეთება არც ერთმა ისურვა. პროცესს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე უძღვებოდა, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტნიუსი”.
“ტელეარი 25”-ის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. დამოუკიდებელი ტელევიზია კი საჭიროების შემთხვევაში, დავის გაგრძელებას უზენაეს და სტრასბურგის სასამართლოებში გეგმავს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=9203თავად გადავამოწმე, უეჭველია!
რეგინალური მედია ყვავის, საგადასახადო ნსპექცია გადაყოლილია თავზე, მთავრობაზე რომ არაფერი ვთქვათ!
ხოლმე მაგარი გამონატებები აქვს ამ ტელევიზიას, მაგრად ატრაკებენ!
http://tv25.ge/