#15193510 · 23 Aug 2009, 17:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩიგუნი უძველესი ჩინური კულტურის-ცოდნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია რომლის სათავეებსაც შეიძლება მივყვეთ2-3 ათასწლეულის მანძილზე. ხანგრძლივი პრაქტიკა გვიჩვენებს რომ, ჩიგუნი ხელს უწყობს არა მარტო ორგანიზმის გაკაჟებას, არამედ განკურნებას როგორც ფსიქიკური ასევე ფიზიკური დაავადებებისაგან. რა არის ჩიგუნი? ჩიგუნი-ფიზიკური კულტურის სახეობაა,რომელშიც შერწყმულია მკურნალობის და გაჯანსაღების ფუნქცია, იგი ასევე შეიცავს ფსიქიკისა და ცნობიერების განსაკუთრებულ სავარჯიშოებს. ათასწლეულების მანძილზე ჩიგუნისმეთოდები ემსახურებოდა ჯანმრთელობის გაკაჟებას, დაავადებებისაგან დაცვას, სიცოცხლის გახანგრძლივებას, თავდაცვას, ინტელექტის განვითარებას და სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით ხალხში. ჩიგუნის დანიშნულება: -ჯანმრთელობის გაკაჟება,იმუნიტეტის გაძლიერება, პროფილაქტიკა და მკურნალობა(უპირველეს ყოვლისა ქრონიკული და მწვავედ მიმდინარე დაავადებების); -სხეულის აგებულების გაუმჯობესება, დაბერების პროცესის შენელება -გადაღლილობის მოხსნა,შრომისუნარიანობის ამაღლება; -ინტელექტის განვითარება, ფსიქიკისა და სხეულის დაფარული რეზერვების გახსნა; ექსტრემალურ პირობებში მოქმედებისათვის მომზადეა და სპეციალური თვისებების განვითარება * * * რაც ბევრი მკითხველისათვის საინტერესო იქნება ჩიგუნში არის სპეციალური ტექნიკები-კომპლექსები რომლის მეშვეობითაც შესაძლებილია ჭარბი წონისაგან ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლება, დაინტერესების შემთხვევაში გიპასუხებთ თქვენს კითხვებზე და შესაძლებელია განვიხილოთ ეს სისტემები და ვარჯიშები * * * ზოგადად მიმოვიხილოთ ჩინური მედიცინა, რომელიც დაფუძნებულია უძველეს ცოდნაზე, ათასწლოვან დაკვირვებებსა და გამოცდილებაზე,როგორც უძველესი ჩინელი ექიმები ამტკიცებენ, ჯანმრთელობის საფუძველი სითხეების ნორმალური შემადგენლობა და მათი პროპორციული თანაფარდობაა, პროპორციის დარღვევა მათ თანაფარდობაში დაავადებების გამომცვევი პირდაპირი მიზეზია. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ადამიანი განიხილება როგორც ერთი მთლიანი, ადამიანი შეესაბამება ცასა და მიწას; ეს შეესატყვისება ინ-იანს,ადამიანის სიცოცხლე რეგულირდება ხუთი ელემენტის კონცეფციით. პირველი პრინციპით ადამიანის აზროვნება,გრძნობა და სხეული ურთიერთგანპირობებულნი არიან და იმყოფებიან უწყვეტ კავშირში ერთმანეთთან.თითოეული ორგანო და ფუნქცია დაკავშირებულია მეორესთან; განუწყვეტელი განვითარებისა და სახეცვლილების თვალსაზრისით ადამიანი ერთი მთლიანია * * * მეორე პრინციპი-ადამიანი შეესაბამება ცას და მიწას-ჩინურ მედიცინაში ადამიანი განიხილება არა როგორც იზოლირებული ბუნებისაგან, არამედ როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. ინ-იანის თეორია ამტკიცებს,რომ ყველგან და ყველაფერში არის ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი, რომლებიც აღინიშნება ტერმინებით ინ და იან. ცა მიეკუთვნება იანს, მიწა -ინს; მზე-იანს, მთვარე -ინს, დღე -იანს, ღამე-ინს, ზემოთ-იანს, ქვემოთ-ინს,გარეთა მხარე იანს, შიგნითა -ინს,მარცხენა მხარე -იანს, მარჯვენა-ინს.
|