..................................
http://internet.ge/index.php?action=horo#921.03 - 20.04
ვერძი: იმის მიხედვით, თუ რამდენად შესძლებთ საყვარელ ადამიანთან სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ურთიერთობის შექმნას, იქნება დამოკიდებული თქვენი განწყობაცა და საქმეებში წარმატებაც. საზოგადოებრივი საქმეები უამრავ დროს წაგართმევთ, ამიტომ ხშირად განმარტოვდით, რათა რიგიანად მოდუნდეთ და დაისვენოთ. ეს ხელსაყრელი დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებისათვის. უცხოელებთან კავშირი შესაძლოა პერსპექტიული მივლინებით დასრულდეს
21.04 - 21.05
კურო: ხელმძღვანელ პირებთან შესაძლოა დაიძაბოს ურთიერთობა, ამიტომ ახალს ნურაფერს მოიმოქმედებთ. ჩაატარეთ კვლევები, თუმცა ექსტრემალურ სიტუაციებში სჯობს მშვიდად და დამაჯერებლად იმოქმედოთ. დრო დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის წევრებს, რათა მათაც იგრძნონ თქვენი მზრუნველობა. თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ როგორც სასიყვარულო ურთიერთობაში, ისე მატერიალური დოვლათის მოგროვებაში.
22.05 - 22.06
ტყუპები: უარი თქვით აზარტულ თამაშებზე და იმოქმედეთ მეგობრებთან შეთანხმებით. დადებითად წარიმართება ურთიერთობა უცხოელებთან, ოღონდ დაგჭირდებათ მოთმინებისა და ყურადღების გამახვილება. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში იხელმძღვანელებთ ინტუიციით. არახელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის, ამიტომ პირად ცხოვრებაში ნუ აჩქარდებით. ახალი შთაბეჭდილებების სურვილის გამო ბევრ დროს გაატარებთ მოგზაურობასა ან გადაადგილებებში.
22.06 - 23.07
კირჩხიბი: გააანალიზეთ საკუთარი ქცევები, რათა არ დაუშვათ ადრინდელი შეცდომები. ეს პერიოდი არახელსაყრელია აზარტული თამაშებისა და გამოუცდელ პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის. ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში დაიოკეთ ეიფორია, რათა ყველაფრის მიმართ გულგრილი არ გახდეთ. დაიცავით ოჯახური ტრადიციები და თავს უფრო დაცულად იგრძნობთ. ნათესავები კი დაგეხმარებიან საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობების დარეგულირებაში.
24.07 - 22.08
ლომი: თქვენი პოპულარობა გაიზრდება უცხოელთა შორის, რამაც მომავალში შეიძლება კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. სესხის აღების პროცედურა გამარტივდება, ხოლო ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება. დადებითი ემოციები და სტაბილური მდგომარეობა კი დაგეხმრებათ საქმეების მომგებიანად დასრულებაში. მოქმედებისას ნუ გამოიყენებთ ფარულ და უკანონო მეთოდებს. უცხოეთიდან მიღებული ინფორმაცია ან დახმარება ძალზე დროული იქნება
23.08 - 21.09
ქალწული: ხელმძღვანელი პირებისა ან ზემდგომი ორგანოებისგან მოსალოდნელია ზეწოლა, ამიტომ გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება. წინააღმდეგობების გადალახვა გაგიადვილდებათ თუ ინტუიციას დაუჯერებთ და წინდახედულად იმოქმედებთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტად მომთმენი და ტაქტიანი იყავით. შეძლებისდაგვარად გადადეტ მოგზაურობა, რათა სახლიდან სორს არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
22.09 - 23.10
სასწორი: ნუ ჩაერევით სხვის საქმეში და მონაწილეობას ნუ მიიღებთ კამათსა და დისკუსიებში, რათა ამან ემოციური ფონი არ გაგიმუქოთ. გამოსწორდება ფინანსური მდგომარეობა და ბავშვებთან თამაშისა და გართობის ხალისი გაგიჩნდებათ. სწორად გათვლილი საუბრების შედეგად შესძლებთ ძველი სასიყვარულო ურთიერთობის გაოსწორებას. კარგი დროა მრავალრიცხვოვანი კავშირების დამყარებისა და საქმიანი მოგზაურობებისათვის.
24.10 - 22.11
ღრიანკალი: დროა გარკვეულ სიამოვნებაზე თქვათ უარი და დაივიწყოთ მავნე ჩვევები და კომლექსები. სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობისას სჯობს თავი აარიდოთ საჭირბოროტო საკითხების განხილვას, რადგან ძალზედ დაბნეული იქნებით და არასერიოზულ შთაბეჭდილებას დატოვებთ. ახალმა ადამაინებმა და შეხვედრებმა შესაძლოა გონება გადაღიღალოთ. დაღლილობის დასაძლევად მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან, საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად.
23.11 - 22.12
მშვილდოსანი: შესაძლოა აუცილებელი გახდეს კვალიფიკაციის ამაღლება. ეს მშვენიერი პერიოდია ცოდნის მისაღებად ან გასაგრძელებლად. გაუმჯობესებას დაიყებს მატერიალური მდგომარეობაც. მუშაობისას დაღლას ვერ იგრძნობთ, თუმცა თქვენი ორგანიზმის რეზერვები უსაზღვრო არაა და დროდადრო სასურველია შეისვენოთ. სამსახურეობრივი რომანი ზედმეტ პრობლემებს შეგიქმნით ისედაც დაძაბულ ოჯახურ ურთიერთობაში.
22.12 - 19.01
თხის რქა: ზედმიწევნით შეამოწმეთ ყველა საბუთი და არ დაუჯეროთ ჭორებს. ბევრ ხალხთან ურთიერთობა დამღლელი იქნება. მეგობრებთან ერთად დაწყებული საქმე კი ძალზედ პერსპექტიული. ახალ სფეროში განათლების მიღება ან ძველის გაღრმავება მომავალში დამატებით შემოსავალს გიქადით. საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან ურთიერთობას გამოცდა ელის: თუ თავს აარიდებთ კონფლიქტებს, ადვილად შეინარჩუნებთ ძვირფას ურთიერთობას.
20.01 - 19.02
მერწყული: პირადი პრობლემები თქვენთვის უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებს, ამიტომ ყველა სხვა საქმე უკანა პლანზე გადავა, რამაც შესაძლოა კოლეგებისა და ხელმძღვანელი პირების უკმაყოფილება გამოიწვიოს. ეცადეთ მეტად პედანტური იყოთ ახალი პარტნორების შერჩევისას და ნუ შეგეშინდებათ შესაძლო ცვლილებების. ოჯახისწევრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას წყენას გულში ნუ ჩაიდებთ, რადგან ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. სხვა ქლაქში მოგზაურობა და ახალ ხალხთან ურთიერთობა მეტ ხალისს შეგმატებთ.
20.02 - 20.03
თევზები: მეგობრებისა და ახლობლების წრეში გატარებული დრო ერთი-ორად შეგმატებთ სილაღეს, ოღონდ სპირპიტან სასმელებს ნუ მიეტანებით. მეტი იოცნებეთ რათა იცოდეთ როდის და რისკენ გინდათ სწრაფვა. სასიყვარულო სფერო გაგახარებთ თავისი სტაბილურობითა და სიმშვიდით. საქმეებში წარმოქმნილი გაუგებრობების გამო ბევრჯერ მოგიწევთ გეგმების შეცვლა, რაც საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ პერიოდულად მაინც შეისვენებთ.
This post has been edited by რუსა on 21 Sep 2010, 21:10
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...