ზდაროვა მურმანიკო
Presa.ge
ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: ზოოპარკის ბნელი მხარე
[მურმან ეკალაძე]
რომ არა სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატის – დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, რა ეშველებოდა ქართულ ინტერნეტ-ფორუმებს, ჭორ-ნიუს სააგანტო ni2news.ge–სა და სრულიად საქართველოს? არა მხოლოდ გასული კვირის, მთელი თვის განმავლობაში ქართულ ფორუმებზე ორი მთავარი განსახილველი საკითხი იყო: ლორთქიფანიძის გამოსვლა და რუსეთის მხრიდან ახალი ოკუპაციის საფრთხე. რომელი უფრო მნიშვნელოვნია დაე ეს თქვენ და შთამომავლობამ ერთად განსაჯეთ.
Dato-Tolordava: “პირველ მსოფლიო ომში საქართველოდან 200’000 მამაკაცი გაიწვიეს რუსეთის ჯარში საომრად. აქედან 120’000 მათგანი დაიღუპა. მაშინ საქართველოს მოსახლეობა იყო 2,3 მილიონი. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 600’000 მამაკაცი გაიწვიეს საბჭოთა ჯარში საომრად. აქედან 300’000 მათგანი დაიღუპა. მაშინ საქართველოს მოსახლეობა იყო 3 მილიონზე ოდნავ მეტი.
დღეს საქართველოს მოსახლეობა - 4,3 მილიონი. გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს. თუ მაშინ რუსეთისთვის შევძელით ჯერ 200’000-ის და შემდეგ 600’000 მამაკაცის გამოყვანა, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის რატომ ვერ უნდა შევძლოთ თუნდაც 150’000 მამაკაცის გამოყვანა საომრად?
არადა ჩემი აზრით 150’000 მეომარი მამაკაცი სავსებით საკმარისია რუსეთის არმიის შესაჩერებლად. შეგახსენებთ, რომ ღორების 58-ე არმია შედგება სულ 80’000 ჯარისკაცისგან. სულ კი საქართველოს ოკუპაციისათვის 150’000 ჯარისკაცის ჩართვას აპირებენ”.
დათო თოლორდავას ზე-პატრიოტული პოსტის ფონზე, სულ სხვაგვარად გამოიყურება ფორუმელ ისტერიკას შეხედულება. ნუ კარგი, შეხედულება იყოს...
ისტერიკა: “რუსების ’ღორებად’ მოხსენიება არის ღია რასიზმი და შესაფერისია იმ პოლიტიკური საზოგადოებისთვის, სადაც ნეოფაშიზმი და ნეოკომუნიზმი აყვავების პირობებშია. შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაემგვანოთ იმას, რისგანაც დისტანცირებას ვცდილობთ, სხვათა შორის, ხშირად ჩვენს თანამოქალაქეთა სიცოცხლის ფასად.
არგუმენტი ”კაგებეშნიკებს და პოლიტიკოსებს ეხება”, სამწუხაროდ, ხშირად არ არის მართალი. ”ღორების” ყვირილი უკვე დიდი ხანია, გაცდა ამ საზღვრებს და, როგორც მინიმუმ, არაკორექტულია, მათ შორის, ჩვენი რუსი თანამოქალაქეების მიმართ. როგორც წესი, ადამიანი ზუსტად იმას წერს ხოლმე, რისი თქმაც სურს, და არა პირიქით”
დაე იყოს ჩვენი კულტურულ-პოლიტიკური არჩევანი ჭეშმარიტი, არა მოჩვენებითი და ყალბი!
ზოგიერთი ფორუმელისათვის ცხადზე უცხადესია, რომ ამ შემოდგომაზე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ახალი საპროტესტო ტალღა აგორდება.
chombe: “აქციების ჩახშობას ეს უტვინო ხელისუფლება ისევ ძალის გამოყენებით და ზონდერ-ბრიგადების პარპაშით შეეცდება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს... დიდი საშიშროებაა იმისა, რომ ქვეყანაში უკონტროლო სიტუაცია და ქაოსი შეიქმნება, რითაც მხოლოდ ჩვენი მტრები ისარგებლებენ და შეეცდებიან ერთხელ და სამუდამო მოგვიღონ ბოლო...
აგერ “ყაყაითი” ტერიტორიულ პრეტენზიებს გვიყენებს, დაშნაკები ერთადერთ რამეზეღა დავობენ, ისე როგორ გაინაწილონ ჩვენი ქვეყანა რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, რომ აზერებსა და თურქებს რაც შეიძლება ნაკლები შეხვდეთ (იხილეთ სომხური გამოცემები და საიტები).
ჰოდა, რაკი ეს ”უბადლო” პრეზიდენტი და ”უშიშარი” მთავარსარდალი არ გეთმობათ აქ ზოგზოგიერთებს (უნდა ითქვას, რომ მასაც ცოცხალი თავით არ ეთმობა სკამი და რიხინ-რიხინით ასრულებული ბავშობის ოცნებები), ჯანდაბას ეგდოს, მაგრამ ეგება იმაში მაინც გავერთიანდეთ ქართველები, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ იმ პარლამენტად წოდებული უსაქმურთა ხროვის გარეკვა და ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ახალმა პარლამენტმა მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს და საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმებისათვის მყარი საკანონმდებლო ბაზა შექმნას...”
ნუთუ ვინმეს მართლა გგონიათ, რომ დეპუპატებს მართლაც შეუძლიათ რაიმე პროგრესული ქმედებების განხორციელება?
ახლა კი ni2news.ge –ს დაპირებული ახალი “ნიუს-მარგალიტები” რომელთა უპირველესი მთავარი გმირი დიმიტრი ლორთქიფანიძეა.
თბილისის ზოოპარკში გეი მაიმუნების წყვილი ცხოვრობს
დიმიტრი ლორთქიფანიძის ვერგაომბუდსმენების შემდეგ, თბილისის ზოოპარკის დირექციამ გადაწყვიტა დაწესებულებაში მცხოვრები მაიმუნებისთვის ე.წ. ”ქამინგ აუთი” მოეწყო.
– “წინა ომბუდსმენიც შერჩევითი სამართლისტი იყო”, – აცხადებს ზოოპარკის დირექტორი, ”მოგეხსენებათ, სოზარ სუბარს არ ეყო იმის გამბედაობა, რომ პაკო ტაბატაძის საკითხი დაეყენებინა საპარლამენტო მოხსენებაში, ჰოდა ჩვენც ვიფიქრეთ რომ ჩვენი საყვარელი მაიმუნების ორიენტაციის გახმაურება დიდი სკანდალებს გამოიწვევდა, ხოლო სუბარი ადამიანის უფლებებს არ იცავდა და მაიმუნისას დაიცავდა? შემოლაგდებოდნენ მერე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ჰეტეროსექსუალები პოლიტ-პატიმრების უფლებებისათვის და სხვა ორგანიზაციები და დაშოკავდნენ ცხოველებს.”
გეი მაიმუნთა წყვილი, რომელთა სახელებიც გურამი და დიმიტრია, მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში არიან. საქმე იმაშია, რომ დიმიტრი თავის სხვა სეხნიაზე გაცილებით ჭკვიანია, იგი ხატავს, მღერის და შეუძლია ჟესტების ენაზე საუბარი. სწორედ ასე გაგვანდო მან თავისი გულისნადები:
შეშფოთებული ვარ” დასძენს დიმიტრი, ”ხანდახან მიკვირს ჩვენ რომ გალიაში ვართ და ზოგიერთები (გვარს და სახელს არ დავასახელებ) პარლამენტში სხედან და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებიც არიან. დაანებეთ გეი ხალხს თავი! ძალიან გთხოვთ! და საერთოდ საქართველო ცხნობილია იმით რომ წინაპრების დანატოვარ ტრადიციებს იცავს, ხომ ასეა? ხოდა ჩვენ როგორც ადამიანის წინაპრები, მოგიწოდებთ დაიცვათ ჩვენი ტრადიციები და ჩვენი უფლებები” განაცხადა უკვე მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მაიმუნმა დიმიტრიმ და გვერდით მდგომი ორგანგუტანი გადაკუზა. ზოოპარკის დირექციამ უმალ ჩამოაფარა ფარდა გალიას და დარცხვენით მოიხადა ბოდიში – ”რა ვქნათ, აქ კი არა იქ, პარლამენტში, ხდება ასეთებიო”.
რა ორიენტაციისაა პარლამენტი?
როგორც მოგეხსენებათ, შედგა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, გიორგი ტუღუში აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ მისი პირდაპირი კონკურენტი გახლდათ ოპოზიციის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც მხოლოდ 14 ხმა მიიღო, ტუღუშის 88 ხმის საპირისპიროდ.
ნი2 ნიუსი დაუკავშირდა ბატონ დიმიტრის და აღნიშნულ საკითხზე ბლიც ინტერვიუც ჩამოართვა, რომელსაც შემოკლების გარეშე გთავაზობთ.
ბატონო დიმიტრი, დღეს შედგა საქართველოს პარლამენტის...…
- მე გეტყვით თქვენ, რაც შედგა დღეს. ეს იყო უმსგავსობა და პიკი იმ გარყვნილებისა, რაც საქართველოს პროდასავლურად განწყობილ ანტიმართლმადიდებელ მთავრობას უნდა, რომ მოგვახვიოს თავს, თავისი პოლიტიკური დამქაშების ხელით. ეს იყო ლუსტრაცია იმ ფაქტისა, რომ საქართველოში სამართლიანობა და კაცობა საბოლოოდ გადაგვარდა.
ხომ არ უკავშირებთ ამ შედეგს თქვენს განცხადებას, ჰომოსექსუალისტებთან დაკავშირებით?
- რაღა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩემი კანდიდატურა სწორედ ამ მიზეზით ჩააგდეს, ეტყობა მათ პირად ინტერესებში არ შედის გარყვნილებასთან და მამათმავლობასთან ბრძოლა, რაც მაძლევს მორალურ უფლებას გამოვთქვა მოსაზრება, რომ ისინი როგორც მინიმუმ მფარველობენ ამ სფეროს და არ გამოვრიცხავ, რომ თავადაც იყონ გარეულები მასში.
თქვენ გინდათ თქვათ, რომ პარლამენტის უმრავლესობა ჰომოსექსუალისტებს შეადგენს?
- მე არ მინდა ამის თქმა, ამაზე მიანიშნებს დღევანდელი ფაქტი. ვგონებ უპრიანი იქნებოდა, თუ კენჭისყრა ღიად ჩაივლიდა, რათა საზოგადოებას დაენახა თავისი შემარცხვენლები.
ნი2 ნიუსი დაუკავშირდა გამარჯვებულ კანდიდატსაც, მაგრამ სამწუხაროდ მასთან გასაუბრება არ მოხერხდა, ვინაიდან როგორც მან განგვიცხადა, იგი ჯერჯერობით ეიფორიაში იმყოფება და სასაუბროდ არ სცხელა.
ახალი პრეპარატი
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მალე ახალი პრეპარატი გამოჩნდება. პროდუქტი სახელად ”ადექვატინი” ქართველი ფარმაცევტების შექმნილია. მწარმოებელის აზრით ეს პრეპარატი მისი კომპანიას ოქროს საბადოდ აქცევს.
”ეს წამალი არამარტო ქართველებს, არამედ მთელს მსოფლიოს სჭირდება, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი ქართული ბაზარია” აცხადებს კომპანიის დამფუძნებელია ქაიხოსრო გვაზავა.
ქართველი ერი, მედიკოსები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები, ფეხბურთელები, ტელეწამყვანები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ტიტრებად რომ ექსპერტები აქვთ მითითებული ისინი და სხვა დანარჩენები, გახარებულები არიან ამ ამბით და ყველა ფიქრობს რომ ეშველება.
თუმცა არსებობს ერთი საშიშროება, ძალიან ბევრ ადამიანს ამ პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღება დასჭირდება, რამაც ღვიძლის ტოტალური და უპრეცედენტო დაშლა შეიძლება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებიბიც ამტკიცებენ, რომ ქართულ ღვიძლის ვერაფერი დაშლის და ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანებს ყველაზე დიდი დოზით სჭირდებათ ”ადექვატინი.”
ომი დაიწყო!
დღეს საქართველოს გაერთიანებულმა შტაბმა(მერაბიშივილი, სააკაშვილი, ბოკერია) – ნატოს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს… ომის გამოცხადების მოთხოვნით!
გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იქნა მიღებული საყოველთაო რეფერენდუმზე… ნაც-მოძრაობის წევრთა შორის.
ასე რომ, დღეს დილის 9 საათიდან, რუსეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით – საქართველო ებრძვის ნატოს!
ჩვენი ექსპერტი ქიშვარდ მამისაშვილის აზრით ეს ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტლებაა რაც ამ მთავრობას მიუღია, ვინაიდან “ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო” – და არც გვინდა მათი დაჭერა!
ასე და ამ გვარად ხვალ-ზეგ იგეგმება ნატოს ჯარების საზღვაო დესანტის შტურმი სუვერენული საქართველოს საზღვაო საზღვრის მთელს პერიმეტრზე.
მაზეგ იგეგმება ნატოს გამარჯვების და საქართველოს კაპიტულიაციის აღლუმი რუსთაველზე. დამპყრობლბთან ზასაობა, სექსი და სხვა “აირ-წვეთოვანი” მეთოდები მისასალმებელია მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს რომ H1N1 ვირუსი ოხრადაა მომავალ დამპყრობლებს შორის და შეგვახსენებს რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს.
ხოლო ომის დამთავრების შემდეგ “დამარცხებულთა წასახალისებლად” და გენოფონდის პრობლემების იმავ დროულად მოსაგვარებლად იგეგმება უკრაინელი უსაქმური და ყურადღება მოკლებული ქალების დესანტირება ნატოს სარეზერვო აირბორნე დანაყოფის ფარგლებში (ეს იქნება უკრაინის პირველი მონაწილეობა საბძოლო მოქმედებებში ნატოს ეგიდით) – რომლებიც საქართველოში დაიცავენ მშვიდობას და წესრიგს”
პ.ს. და უსაქმოდ დარჩენილი მერაბიშვილიც გადადგება!
http://presa.ge/index.php?text=news&i=9245 19:24 17.08.2009